ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება
ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი მიმდინარე სეზონზე მზარდ ტენდენციას აჩვენებს, რაც როგორც რაოდენობაზე, ისე ფასზეც აისახება.
საქსტატის მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართულ ხურმაზე რეგიონულ ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება.
16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 3.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4 500 ტონა ხურმა და კარალიოკი.
აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ხურმისა და კარალიოკის საშუალო საექსპორტო ფასი 0.76 აშშ დოლარია, რაც 11%-ით აღემატება შარშანდელ შესაბამისი პერიოდის მონაცემებს.
ხურმისა და კარალიოკის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია:
რუსეთი (2 533 ტონა);
სომხეთი (1 072 ტონა);
უკრაინა (678 ტონა);
თურქეთი (103 ტონა);
ბელარუსი (76 ტონა);
მოლდოვა (62 ტონა).
ექსპორტის ზრდა და საშუალო ფასის გაუმჯობესება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხურმისა და კარალიოკის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.
არსებული დინამიკა ფერმერებსა და ექსპორტიორებს დამატებით მოტივაციას აძლევს ხარისხის გაუმჯობესებისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოების მიმართულებით.

