აგროსიახლეები

ქვემო ალაზნის სარწყავი არხი იწმინდება

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქვემო ალაზნის მაგისტრალური არხის 4 კილომეტრიან მონაკვეთს ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან ასუფთავებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მაგისტრალურ არხში წყალი შეუფერხებლად გაივლის და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ეფექტიანად მიეწოდება.

„საქართველოს მელიორაცია“ ეტაპობრივად აწესრიგებს ინფრასტრუქტურას და გასარწყავიანებულ ფართობებს ზრდის.