აგროსიახლეებიდარგებიმეცხოველეობა

რა ღირს საქართველოში მოქმედ ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებში პირუტყვის დაკვლა?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 94 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო არსებობდა.

საქართველოში მოქმედი ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოები
რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის მე-4 კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში 106.1 ათასი სული , მათ შორის 40 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 60 პროცენტი-წვრილფეხა პირუტყვია დაკლული.

ამის გარდა, ამავე პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 560.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2019 წლის მე-4 კვარტლის განმავლობაში 9 669.4 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 43.4 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე მოდის, 34.1 პროცენტი _ ფრინველის, 19.1 პროცენტი _ ღორის, 3.2 პროცენტი _ ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ამასთან მომსახურება გაეწია 11.1 ათას პირს, საიდანაც 41.4 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რიცხვმა 860 კაცი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური _ 24.8 ლარი, ცხვრის ან თხის _ 10.8 ლარი, ხოლო ღორის _ 22.8 ლარი. მაშინ როდესაც 2019 წლის მე-3 კვარტალში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური _ 24.9 ლარი, ცხვრის ან თხის _ 10.7 ლარი, ხოლო ღორის _ 22.8 ლარი იყო.