აგროსიახლეებირუბრიკებისტატიები

რა იქნება ხვალ? სოფლის მეურნეობის განვითარების მსოფლიო ტენდენციები

მსოფლიოში სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების წარმოებისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება. ფერმერები და აგრარულ სფეროში მომუშავე ბიზნესმენები სულ უფრო ინტერესდებიან, როგორ იმოქმედებს მათ საქმიანობაზე (მეურნეობაზე, კოოპერატივზე, წარმოებაზე და ..) მსოფლიო ეკონომიკური პრობლემები, შესძლებენ თუ არა შეძენილი ძვირადღირებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის შესაძლებლობების სრულად გამოყენებას? ამოიგებენ თუ არა მეურნეობის გადაიარაღებაში დახარჯულ თანხებსა და სხვა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჩვენი ფერმერებისა და ბიზნესმენებისათვის საინტერესო იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების (გაეროს სასურსათო და სოფლის მეურნეობის FAO და ეკონომიკური თანამშრომლებისა და განვითარების OECD) აქტუალური კვლევის შედეგები, რომელიც თავის მხრივ სოფლის მეურნეობის განვითარების მსოფლიო და ევროპული ტენდენციების ანალიზს ეყრდნობა.

FAO -ს და OECD -ს ვარაუდით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე შედარებით დაბალი ფასები კიდევ 2-3 წელიწადს შენარჩუნდება. განვითარებადი და გარდამავალი ეკონომი-კის ქვეყნებში 2030 წლისათვის 2005 წელთან შედარებით სასურსათო პროდუქციაზე მოთხოვნილება, სავარაუდოდ, 60%-ით გაიზრდება, ხოლო 2050 წლისათვის გაორმაგდე-ბა. ამ პერიოდისთვის მთელ მსოფლიოში, არსებულთან შედარებით, საჭირო იქნება 70%-ით მეტი სასურსათო პროდუქციის წარმოება.

არცვლეულის წარმოება

განვითარებულ ქვეყნებში მარცვლეულის წარმოება ბოლო 2 წლის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა, განვითარებად ქვეყნებში კი ზრდა მხოლოდ 2%-ი იყო. OECD -ის და FAO -ს გამოკვლევებით ეს განპირო-ბებულია ამ ქვეყნების მთავრობების მიერ განხორციელებული არასრულფასოვანი ეკონომიკური რე-ფორმებით, კლიმატური პრობლემებით და სოფლის მეურნეობაში დაბანდებული კაპიტალის სიმცირით.

 

ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია კვების პროდუქტების მოხმარების დონის კლება. ხორბლის გლობა-ლური ბაზრის ზრდა უახლოეს წლებში 2% მიაღწევს. მოთხოვნა გაიზრდება აფრიკის ქვეყნებში, რომ-ლებიც საჰარის უდაბნოს სამხრეთით, ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდება-რეობენ. ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოხდება აშშ-ის, ავსტრალიის და ევროპის ქვეყნების მიერ, ხოლო 2012 წლიდან წარმოება გაიზრდება შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში.

ბოლო წლებში პრობლემური გახდა სიმინდის წარმოება, რასაც პირველ რიგში ეკონომიკური კრიზისი განაპირობებს; მეორეს მხრივ შეიმჩნევა მოთხოვნილების ლოკალური ზრდაც, რაც თავის მხრივ დაკავ-შირებულია სიმინდის ენერგეტიკულ ნედლეულად გამოყენებასთან. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს წლებში სიმინდი მთავარი პროდუქტი გახდება. ამ კულტურის წარმოება, სხვა მარცვლეულ-თან შედარებით გაიზრდება, რაშიც დიდ როლს ითამაშებს გენური ინჟინერია.

თესლ-ზეთოვანი კულტურების წარმოება მთელ მსოფლიოში დინამიურად ვითარდება. ფაჴ -ს აზრით ამ ცვლილებების საფუძველს ერთის მხრივ ბიოდიზელის წარმოების ზრდა წარმოადგენს, რასაც ყო-ველწლიურად წარმოებული მცენარეული ზეთის 20% მოხმარდება. უფრო მნიშვნელოვანი იქნება საკ-ვები მცენარეული ზეთის წარმოება. ამ პროდუქტის ზრდა განპირობებულია პირველ რიგში ჩინეთში მოთხოვნილების ზრდით. ზეთოვანი კულტურების წარმოების ზრდა ძირითადად მოსალოდნელია ბრა-ზილიაში, ევროკავშირის ქვეყნებში და არგენტინაში. 2018 წლისათვის ბრაზილიას სრულიად თავისუფ-ლად შეუძლია აშშ თესლზეთოვანი კულტურების ექსპორტის სფეროში ჩაანაცვლოს. განსაკუთრებით საინტერესოა ბიოგენური საწვავ-სათბობი მასალების წარმოება, რაც ბევრ ქვეყანაში მთავრობების მხარდაჭერის ან განსაზღვრული იძულებითი ღონისძიებების გატარების შედეგად განხორციელდება, ვინაიდან ნავთობის ფასი მუდმივად იზრდება. მაგალითად: ბრაზილიის ბიოეთანოლი მსოფლიო ბაზარზე უკვე კონკურენტული საწვავია. OECD/FAO-ს მკვლევარები 2018 წლისათვის ევროპის ქვეყნებში ბენზი-ნის მოხმარებაში ბიოეთანოლის წილის 6,6 %-მდე ზრდას ელოდებიან.

ხორცპროდუქციები

საქონლისა და ღორის ხორცის გარდა ეს პროდუქტი ფასების თავბრუდამხვევი მატებით არასდროს ხა-სიათდებოდა, ვინაიდან კრიზისის პერიოდში მომხმარებლები ხშირად შედარებით იაფ ფრინველის ხორ-ცზე გადადიან, ამიტომ OECD/FAO-ს, ექსპერტები ფრინველის ხორცის მოხმარების მაღალი ტემპით გაზრდას ელოდებიან. ამდენად, უახლოეს წლებში განვითარებად ქვეყნებში ფრინველის ხორცის მწარ-მოებელი მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ხოლო საქონლისა და ღორის ხორცის მწარმოებ-ლები, პირიქით, მათი მდგომარეობა უფრო რთული გახდება. მთლიანობაში ხორცის წარმოება ყოველწ-ლიურად, საშუალოდ 2%-ით გაიზრდება. ფრინველის ხორცის წარმოების მაღალი ტემპები მოსალოდნე-ლია ბრაზილიაში, ჩინეთში, ინდოეთში, რუსეთში და უკრაინაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხორცის მსხვილი იმპორტიორები 2018 წლისათვის იქნება აშშ, იაპონია და ევროპის ქვეყნები.

რძე და რძის პროდუქტები

 ამ სფეროში ვითარება უფრო ნათელია. ქვეყნების უმრავლესობა ამ პროდუქციით თვითმომარაგებას ცდილობს. რძის პროდუქტების მოხმარების ზრდა უმეტესად მოსალოდნელია ჩინეთში, ინდოეთში და პაკისტანში. თუმცა ახალი ზელანდია, ავსტრალია, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კვლავ რჩება ძირი-თად ექსპორტიორ ქვეყნებად. 2018 წლისათვის ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ექსპორტი არგენტი-ნიდან, ბრაზილიიდან და ურუგვაიდან.

განვითარებადი ქვეყნები

 საერთო სურათის მიხედვით განვითარებად ქვეყნებში სურსათზე მზარდი მოთხოვნილებაა. 2005 წელთან შედარებით 2030 წლისათვის ამ ქვეყნებში სურსათზე მოთხოვნილება 60%-ით გაიზრდება. ეს ნიშნავს რომ წარმოება მთელ მსოფლიოში ამ პერიოდისათვის 42%-ით მაინც უნდა გაიზარდოს.

შესაძლებელია თუ არა მოთხოვნილების გრძელვადიანი პერიოდით დაკმაყოფილება? ამ კითხვას OECD  ერთმნიშვნელოვნად პასუხობს: “დიახ”, ამასვე მიუთითებს FAO.

სურსათით უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდება სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის პირო-ბებში. ეკოლოგიური მიწათმოქმედება დედამიწის მოსახლეობის გამოკვების პრობლემას ვერ გადაწყ-ვეტს. ამდენად ყველა, ვინც დღეს ითხოვს ეკოლოგიურ მიწათმოქმედებაზე გადასვლას, უბრალოდ თვალებს ხუჭავს და რეალურ სურათს არ ითვალისწინებს.

ოპტიმიზმს ნერგავს ის ფაქტიც, რომ დღეს სოფლის მეურნეობა მსოფლიოში მიწის ფართობების უკმა-რისობას არ განიცდის. მთელს მსოფლიოში 4,3 მილიარდი ჰა. სოფლის მეურნეობისათვის ვარგის რეგიო-ნებშია განლაგებულია, სადაც სასურველი კლიმატური პირობებია.

მემცენარეობაში მხოლოდ 1,4 მილიარდი ჰექტარი ფართობი გამოიყენება. რეზერვი დაახლოებით 2,9 მლრდ. ჰექტარს შეადგენს, რაც ძალიან დიდი ციფრია.

თუ ამ ფართობს გამოვაკლებთ იმ მიწებს, რომელზედაც დასახელებული პუნქტები, გზები, ტყეები, წყალსაცავები, ნაკრძალები და სხვა ინფრასტრუქტურაა განლაგებული, მაშინ FAO -ს გამოთვლებით 1,6 მილიარდი ჰა რჩება, რომელიც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწებად გამოვიყენოთ. ამ ფართო-ბების უმეტესი ნაწილი აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაშია განლაგებული, რაც მათ ათვისებას ნაწილობ-რივ ართულებს. ამ ქვეყნებში ახალი მიწების ათვისება არა მარტო დიდ კაპიტალდაბანდებას, ინფრასტ-რუქტურას და ტექნიკას მოითხოვს, არამედ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, ზოგჯერ საერთოდ შეუძლებელია. ამიტომ ახალი მიწების ათვისება ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამაში ახალი არაფერია: 1961-1963 წლებიდან, 2006-2007 წლებამდე მსოფლიოში სახნავი ფართობი 136 მლნ. ჰა-თი (10,5%) გაი-ზარდა, აღნიშნულ პერიოდში აფრიკაში გაიზარდა 38%-ით, აზიაში — 24%-ით. განსაკუთრებით მნიშვნე-ლოვანი იყო ზრდა – 145% ბრაზილიაში დაფიქსირდა.

აღმოსავლეთ ევროპაში ფართობები შემცირდა, განსაკუთრებით რუსეთში და უკრაინაში. ამ ქვეყანაში 2009 წლისათვის დამუშავდა 33%-ით (50მლნ. ჰა) ნაკლები ფართობი ვიდრე 1990 წელს.

საშუალოვადიანი პერსპექტივაში სასურსათო პროდუქციაზე მოთხოვნილების ზრდა ნასვენი მიწების ათვისებას და ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას განაპირობებს.

ევროპის აგრარული ბაზრის ტენდენციები

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ბაზარზე მიმდინარე მოვლენები. ესენი, შეიძლება ითქვას, რუსეთის, უკრაინის და ბელარუსიის მოსაზღვრე ქვეყნებია.

აგრარულ-პოლიტიკურ სფეროში ევროპის ქვეყნების უდიდესი ნაწილი ერთიან სივრცეს წარმოად-გენს, მაგრამ სამრეწველო პოლიტიკას და თავდაცვის სტრატეგიას ევროკავშირის ცალკეული ქვეყანა დამოუკიდებლად განსაზღვრავს, ხოლო აგრარული პოლიტიკა 1962 წლიდან ამ ქვეყნებში საერთოა. ეს პროცესი უპირველეს ყოვლისა აქტუალურია იმიტომ, რომ 2013 წლიდან დაგეგმილი ერთიანი აგრარულ-პოლიტიკური რეფორმა პირველად 27 სახელმწიფოს შეეხება.

დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, რომ რეფორმების ახალ ვარიანტში, სასოფლო-სამეურნეო საწარმო-ების ექნებათ გარკვეული მხარდაჭერა, რომელიც არ იქნება წარმოებისათვის სუბსიდიების გამოყოფა. ფასების სასურველი დონის შესანარჩუნებლად შეიქმნება საგარანტიო ღონისძიებების პაკეტი, რაც ნიშ-ნავს, იმას, რომ მარცვლეულზე, ფასების დაცემის შემთხვევაში ევროპის ქვეყნები (EC) მწარმოებლები-დან განახორციელებენ ინტერვენციულ შესყიდვებს და ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით მარცვლეულს გარკვეული დროით შეინახავენ.

უფრო რთული სიტუაცია იქნება რძის ბაზარზე. ამ სფეროში ევროპელმა მწარმოებლებმა უახლოეს წარსულში ფასების დაცემით მძიმე დარტყმა განიცადეს. დსთ -ს ქვეყნებში რძის პროდუქტების ექს-პორტის განახლების შედეგად ვითარება ნაწილობრივ განიმუხტა, მაგრამ პრობლემები მაინც არსებობს.

დღეისათვის ევროპის ქვეყნები საკუთარი რძის პროდუქტებით მთლიანად უზრუნველყოფილნი არიან.

ექსპერტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ 2014 წელს, რძის ბაზრის ხელოვნური რეგულირების გაუქ-მების შემდეგ მოხდება რძის წარმოების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა. თუ გავითვალისწინებთ ნი-დერლანდის და გერმანიის მაჩვენებლებს, მაშინ ზრდა 20-25%-ით მოხდება. ეს მიანიშნებს საექსპორტო ზეწოლის გაძლიერებაზე, რაც აუცილებლად შეეწინააღმდეგება დსთ-ს ქვეყნების საექსპორტო მისწ-რაფებებს.

მეფრინველეობის ბაზარზე მოსალოდნელია ევროკავშირის ქვეყნებს გარკვეული დაბრკოლებები შე-ექმნას. უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა შესამჩნევად გამკაცრდა, რა-მაც წარმოების გარკვეული ნაწილის მის ფარგლებს გარეთ გატანა განაპირობა. შესაძლებელია ამ სფე-როში საუკეთესო შესაძლებლობები შეექმნას აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტებმა სასურველია ყუ-რადღება მიაქციონ, ევროპული ქვეყნებისათვის ტიპურ მოვლენას, როგორიცაა ენერგიის წარმოების სფეროში აგრარული სექტორის აქტიურობის გაფართოება. ეს წარმოადგენს მთელ სისტემას. გერმანიის საჰაერო მიმოქცევის, კოსმოსური კვლევის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა წარმოადგინა კონცეფცია, რომლის თანახმად 2050 წლისათვის რეგენერაციული წყაროები უზ-რუნველყოფენ გერმანიაში საჭირო ენერგიის 45%-ს. ამის გარდა ცენტრის მონაცემებით ცალკეული ტექნოლოგიების ტექნიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა რეგენერაციული ენერგიის ხარჯზე 100%-ით დაიფაროს ენერგეტიკის მთლიანი მოთხოვნილება გერმანიაში. ამ პროგნოზის განხორციელება შეუძლებელია ბიომასის ინტენსიური გამოყენების გარეშე; სწორედ ამაში მდგომარეობს სოფლის მეურ-ნეობის როლი. ამიტომ კონკურენცია ფართობებზე სასურსათო პროდუქციის და ბიოენერგეტიკის წარ-მოებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში შესამჩნევად გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს რომ აღმოსავლეთ ევ-როპის მარცვლეულის და თესლ-ზეთოვანი პროდუქციის გასაღების შესაძლებლობა საშუალო ვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მსოფლიოს და ევროპის საბაზრო ტენდენციების ცოდნა ფერმერებს გაუადვილებს განსაზღვრონ სა-კუთარი სტრატეგიული მიმართულებები. ექსპერტების პროგნოზით, პირველ რიგში მარცვლეული და თესლ-ზეთოვანი კულტურების გასაღების კარგი შესაძლებლობები იქნება. ისინი ასევე წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ მეფრინველეობისა და ბიოენერგეტიკის დარგებს.

ნუგზარ ებანოიძემ

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი