რას გვეუბნება სკის საფრენი?
საფრენთან თუ შეიმჩნევა, სხვა ოჯახებთან შედარებით, უჩვეულოდ ქაოსური და ინტენსიური მიმოფრენა, _ ფუტკრებს შორის კონფლიქტური შეტაკებები; ფუტკრების გარკვეული ნაწილი თავს დასტრიალებს სკის გვერდითა და უკანა კედლებს, სახურავს და სავენტილაციო ღიობებს, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს:
_ ოჯახზე თავდასხმას, რაც ასევე შესაძლოა ოჯახის სისუსტით ან მეფუტკრის მიერ იყოს პროვოცირებული.
როცა საფრენთან საერთოდ არ აღინიშნება რაიმე აქტივობა მაშინ, როდესაც სხვა სკების საფრენებიდან ფუტკრები აქტიურად მოძრაობენ.
_ ასეთი რამ ხდება მაშინ, როცა:
ა) ოჯახი დაღუპულია
ბ) ოჯახი სუსტია (გასარკვევია მიზეზი);
გ) ოჯახი ახლადჩამოყალიბებულია და ჯერ არ ჰყავს მოღალე ფუტკრები, რაც ნორმალური მოვლენაა.
3. როცა მისაფრენ ფიცარზე ან/და მის ქვეშ ნიადაგზე უჩვეულოდ დიდი რაოდენობით ცვილის ნარჩენი და მკვდარი ფუტკარი შეინიშნება.
_ მიანიშნებს, რომ ოჯახი, რაღაც მიზეზით დასუსტდა, ან გაძარცვეს სხვა ოჯახის ფუტკრებმა.
4. თუ საფრენზე ან მის ქვეშ შეინიშნება უფრთო, ან დეფორმირებულფრთიანი ფუტკრები, განუვითარებელი ჭუპრები.
- ეს მანიშნებელია, რომ ვაროოზის ან ვირუსული დაავადების გენერალიზებული ფორმასთან გვაქვს საქმე;
- ოჯახი შიმშილობს;
- ბუდის გადაცივების.
5. როცა საფრენზე ან მის ქვეშ შეინიშნება ჭუპრის მუმიფიცირებული, გაფცქვნილი მზესუმზირას მარცვლის მსგავსი მოთეთრო, მორუხო-მომწვანო, მოშავო სხეულები.
- ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ასკოსფეროზთან
6. თუ საფრენიდან ჟონავს სითხე.
- ე.ი. დაზიანებულია საკვებურის მთლიანობა.
7. როცა საფრენის ქვეშ, ნიადაგზე უჩვეულოდ დიდი რაოდენობით არის დახოცილი ზრდასრული მუშა ფუტკარი და ცოცხალი მუშა ფუტკრები, რომლებიც ვერ დაფრინავენ, გამოყოფილი აქვთ ხორთუმი, ცახცახებენ, არიან მოკუნტული და კიდურებს უკონტროლოდ ამოძრავებენ. ამ დროს ფუტკრების მიმოფრენა შესაძლოა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდეს.
- ა) ეს შესაძლოა გაზაფხულის შუა პერიოდისთვის ნორმალური მოვლენა იყოს და მიანიშნებდეს ზამთრის თაობის დაჩქარებულ მასობრივ სიკვდილზე (ნორმალური მოვლენაა);
- ბ) მიანიშნებდეს ოჯახის მოწამვლაზე;
- გ) ან ოჯახმა უკვე მოიგერია სხვა ოჯახების თავდასხმა.
წყარო: https://www.ifc.org