რატომ არის დრიბლინგის ხარჯვის ნორმა უფრო ნაკლები ვიდრე სხვა სპილენძის შემცველი პრეპარატების?
სპილენძის შემცველი ფუნგიციდები განსხვავდებიან შემცველობით და ნაწილაკების ზომით. ევროპული ბრენდი მაკკინლის (MCKINLEY) პრეპარატი დრიბლინგი სხვებთან შედარებით შეიცავს გაცილებით წვრილ ნაწილაკებს, რაც უზრუნველყოფს მცენარეზე უკეთ მიწებებას, შესაბამისად უფრო დიდხანს რჩება ფოთლის ზედაპირზე.
როდესაც ნაწილაკები სველდება წარმოქმნის სპილენძის იონებს, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს და ხელს უშლიან სოკოვანი სპორების გამრავლებას. დიდი ნაწილაკები კი, როგორსაც შეიცავს, მაგალითად ბორდოს ნარევი, ვერ ახდენს სრულ დაფარვას და წვიმის მიერ მარტივად ირეცხება. შესაბამისად, რაც უფრო მცირეა ნაწილაკების ზომა, მით მეტია ნაწილაკების რაოდენობა 1 კილოგრამზე და უფრო დიდია ფუნგიციდური, ან ბაქტერიციდული აქტივობა.
წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით სპილენძის შემცველი პრეპარატების გამოყენება იწვევს ნიდაგში მის დაგროვებას ჭარბი რაოდენობით, რაც შემდგომ ნეგატიურად აისახება მცენარეზე. დაბალი ხარჯვის ნორმა განსაკუთრებით საყურადღებოა ბიომეურნეობებისთვის, რომლებიც შეზღუდულები არიან ერთ სეზონზე დასაშვები სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენებაში. სპილენძი კი ფაქტობრივად შეუცვლელია ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა: ბაქტერიული დაავადებები, ფოთლის სიხუჭუჭე, ლაქიანობა, ჭრაქი და ა.შ.
აქედან გამომდინარე საჭიროა ისეთი ფუნგიციდის გამოყენება, რომელსაც აქვს დაბალი ხარჯვის ნორმა მცირე ნაწილაკების წყალობით და არ გამოიწვევს ნიადაგში ჭარბი რაოდენობით სპილენძის დაგროვებას.
პროდუქტის მახასიათებლებს დეტალურად გაეცანით საიტზე: https://baraka.ge/product/driblingi/
დაგვიკავშირდით 032 204 44 49 | WWW.BARAKA.GE