აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

რძის ცხიმი 

რძეში ცხიმი ემულსიის ან სუსპენზიის სახით გვხვდება და წვრილი ბურთულების ფორმა აქვს.
ცხიმის ბურთულების რაოდენობა და ზომა დამოკიდებულია ცხოველის ჯიშზე, ლაქტაციის პერიოდზე, საკვებზე და შენახვის პირობებზე.

ცხიმის ბურთულების დიამეტრი მერყეობს 0.5-დან 10 მკმ. ფარგლებში. ქიმიური შედგენილობის მხრივ რძის ცხიმი თავისთავად წარმოადგენს გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავების რთულ ეთერს. რძის ცხიმიდან გამოყოფილია 20-მდე ცხიმოვანი მჟავა.

რძის ცხიმის დნობის ტემპერატურა, რომლის დროსაც ის გადადის მყარი მდგომარეობიდან თხევადში, მერყეობს 28-დან 360 C-მდე, გამყარების ტემპერატურა 18- დან 230 C-მდე. დნობისა და გამყარების ტემპერატურების მერყეობა განპირობებულია რძის ცხიმის შედგენილობაში შემავალი უჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობით და თვისებებით.

რძის ცხიმში გახსნილია A, D, E ვიტამინები. გარდა რძის ცხიმისა რძეში არის ლიპოიდები, ფოსფატიდები და სტერინები.

ფოსფატიდებიდან ძირითადია ლეციტინი და კეფალინი, რომლებიც შედის ცხიმის ბურთულების გარსში.

ფოსფატიდები შეიცავს ფოსფორს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებისთვის.

სტერინებს მიეკუთვნება ქოლესტერინი და ერგოსტერინი, უკანასკნელისგან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება ვიტამინი D.