როგორ დავრგოთ ხე სწორად?
მიჩნეულია, რომ ხის დარგვის დროს, იგი მეორედ იბადება.
იმისთვის, რომ ახლადჩარგულ მცენარეს გახარება არ გაუჭირდეს, იგი სწორად უნდა დავრგოთ.
♦ დარგვამდე მცენარის ფესვები უნდა შევათვალიეროთ, თუკი რომელიმე დაზიანებულია აუცილებლად უნდა შევაჭრათ, რადგან შესაძლოა, დაზიანებული ნაწილიდან ფესვთა სისტემას სიდამპლე გაუჩნდეს.
♦ აუცილებელია განისაზღვროს ხეებს შორის მანძლი, რომელიც მინიმუმ 2 მ. მაინც უნდა იყოს.
♦ პირველ ეტაპზე ვამზადებთ ორმოს, იმის მიხედვით თუ რა ზომის მცენარეს ვრგავთ. თუ მცენარე დაახლოებით 2-3 მეტრია ორმო 80 სმ სიღრმეზე უნდა ამოითხაროს. შიგნით უნდა ჩაიყაროს გადამწვარ ნაკელში და პერლიტრში არეული ნაყოფიერი მიწა.
♦ საჭიროების შემთხვევაში დრენაჟი უნდა გაკეთდეს. ჩარგვის შემდეგ მცენარე აუცილებლად უნდა მოირწყას საშუალოდ10 ლიტრი წყლით. ნიადაგის შემობარვა დიდ ხეებს – დაახლოებით, 1 მეტრის რადიუსზე, ხოლო ბუჩქებს და პატარა მცენარეებს – 0,5 მეტრის რადიუსზე სჭირდებათ.
♦ როგორც კი ჩავრგავთ ხეს, მას დამაგრება სჭირდება, ამიტომ ორმოს ამოვსებამდე უნდა შევუყენოთ მყარი სარი.
♦ ყინვისა და ძლიერი სიცხის დროს მცენარის დარგვა არ შეიძლება!
წყარო: sanerge.com