როგორ მივაბათ პომიდვრები საყრდენზე სწორად და როგორ ავარჩიოთ შესაფერისი მასალა
პომიდვრის მოყვანა თითქმის ყველამ იცის, თუმცა, ამ კულტურაზე ზრუნვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საყრდენ სისტემაზე მცენარის სწორად მიბმაა, რასაც — ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა და მებაღეები შეცდომას უშვებენ. ეს კი პირდაპირ მოქმედებს ნაყოფის ხარისხზეც და ბაღის მოსავლიანობაზეც.
სტატიაში გთავაზობთ დეტალურ რეკომენდაციებს იმის შესახებ, რატომ არის აუცილებელი პომიდვრების მიბმა და როგორ უნდა აირჩიოთ საყრდენი და მისაბმელი მასალა, რომელიც დაგვეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში.
რატომ არის აუცილებელი პომიდვრის მიბმა
მცენარეების მიწაზე დაწვენა არამარტო ესთეტიკურად არაკომფორტულია, არამედ საფრთხეს უქმნის პომიდვრის ჯანმრთელობას: ცუდი ვენტილაცია, შეზღუდული განათება და მიწისგან მომდინარე დაავადებები — ეს ის რისკებია, რომელიც საყრდენზე დამაგრებით მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი.
ამას გარდა, ვერტიკალურად მიბმული მცენარეების მოვლა გაცილებით მარტივია — უკეთესად ხორციელდება მორწყვა, შესაწამვლა, გასხვლა და მოსავლის აღება.
საიდან დავიწყოთ — სწორად შერჩეული საყრდენი და მისაბმელი მასალა
პომიდვრის ორი ძირითადი ტიპის მცენარე გვხვდება: დეტერმინანტული (დაბალი, რომელიც ერთიანად იძლევა მოსავალს) და ინდეტერმინანტული (მაღალი, რომელიც ხანგრძლივად იძლევა ნაყოფს).
დეტერმინანტული პომიდვრებისთვისაც კი, მიუხედავად მათი კომპაქტურობისა, საყრდენი ხელს უწყობს მოსავლის უკეთეს ზრდას. ინდეტერმინანტული ჯიშებისთვის კი — მყარ საყრდენზე მიბმა აუცილებელია.
რა მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ საყრდენად:
- ხის ან ლითონის 5–2 მეტრამდე სიგრძის სარები;
- ლითონის ან პლასტმასის სპეციალური ბადე-კონსტრუქციები;
- სათბურებში სპეციალური თოკები.
საყრდენზე მცენარის მიბმისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მასალას, რომელიც უნდა იყოს ელასტიური და რბილი. არასოდეს გამოიყენოთ მყარი, უხეში მავთული ან ბასრი პლასტმასის მასალა, რამაც შეიძლება მცენარე დააზიანონ. უპირატესობა მიანიჭეთ რბილ, მაგრამ გამძლე მასალებს, როგორიცაა ბამბის და ნეილონის თოკი, ან სპეციალურად მებაღეობისათვის განკუთვინილი სამაგრები.
როგორ მივაბათ პომიდვრები ღია გრუნტში
პომიდვრის ღია გრუნტში მოყვანისას, უმეტესად, გამოიყენება კოჭები ან სპეციალური კარკასები. მთავარია, საყრდენი მოამზადოთ მანამ, სანამ მცენარე გაიზრდება, რათა არ დაზიანდეს ფესვები. მცენარე საყრდენზე უნდა მიებას რბილი, თავისუფალი მარყუჟით, ყვავილოვან ღეროზე ოდნავ ზემოთ, ყოველ 15–20 სმ-ზე.
როგორ მივაბათ პომიდვრები სათბურში
სათბურში ხშირად გამოიყენება „დასაჭიმი სისტემები”, რომელთა საშუალებითაც პომიდვრები ებმება ჭერიდან ჩამოშვებულ ძაფებზე. ეს სისტემა უზრუნველყოფს:
- მცენარის ვერტიკალურ მდგომარეობას;
- ჰაერისა და სინათლის უკეთეს მიმოცვლას;
- მოსავლის მარტივ აღებას;
- ღეროების დაზიანების რისკის შემცირებას.
მცირე ძალისხმევითა და სწორად შერჩეული მასალით პომიდვრის მიბმა გახდება თქვენი მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.
პაომიდვრის საყრდენ სისტემაზე სწორად მიბმა არ არის უბრალო საქმე, ის ფუნდამენტური აგროტექნიკური მეთოდია ჯანსაღი, ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად.
გისურვებთ წარმატებას.