როგორ ვუმკურნალოთ ცხვარში ჩლიქების დაავადებას
ჩლიქის სიდამპლე და ნეკრობაცილოზი ცხვრისა და თხის ქრონიკულად მიმდინარე ინექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ჩლიქთაშუა ხვრელისა და გვირგვინის კანის მაცერაციით, ანთებით, ჩლიქის რქოვანა ნაწილის ლპობით, დაშლით და კოჭლობით.
კლინიკური ნიშნები: ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 3-6 დღე, დასაწყისში აღინიშნება ჩლიქთაშორისი სივრცის მაცერაცია და ანთება, გამოიყოფა მძაფრი სუნის მორუხო ფერის ლორწო. ხშირად დაავადება რთულდება ნეკრობაცელიოზით, რასაც თან სდევს ტემპერატურის მომატება 40-40,5 °C-მდე, ავადმყოფობამ შეიძლება მიაღწიოს 40-90% მდე.
მკურნალობა: მკურნალობა იწყება დაზიანებული კიდურების თბილი წყლით მობანვით, შემდეგ მუშავდება ანტისეპტიკური ხსნარით. იოდზეფის 10 მლ. იხსნება 3 ლიტრ წყალში, შემდეგ იწყება ქირურგიული ჩარევა, კიდურებზე გარქოვანებული და დაშლილი ნაწილების იჭრება, ამის შემდეგ ცხოველებს ატარებენ ფორმალინის 10% -იანი ხსნარის აბაზანაში (2-3 დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში, 2 წთ ექსპოზიციით.) და აჩერებენ მშრალი და მაგარი ზედაპირის სადგომზე, რომელზეც მოყრილია ანტისეპტიკური ფხვნილი. ჭრილობის მომშრალების მიზნით და მწერების საწინააღმდეგოდ დაზიანებული კიდურებს პუდრავენ ანტისეპტიკური ფხვნილით „პრისიპკა” და აეროზოლი ჩემი-სპრეი ან ახალი კანი, იგივე მეორდება სანამ არ მიიღწევა სასურველი შედეგი.
სწრაფი ეფექტის მისაღწევად ტარდება ანტიბიოტიკო თერაპია, კერძოდ: პრიმაფული (ფართო სპექტრის გახანგრძლივებული მოქმედების ანტიბიოტიკი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით).
დოზირება:1 მლ. 10კგ. ც.წონაზე კუნთში, ინექცია საჭიროების მიხედვით 6 დღის შემდეგ მეორდება.
წყარო: agroface.ge