როგორი იქნება ღორის ხორცის მსოფლიო ბაზარი 2030 წლისათვის. ევროკომისიის პროგნოზი
მოთხოვნის და მიწოდების ზრდა, ფასების მნიშვნელოვანი რყევა _ ასეთია უახლოესი 12 წლის მსოფლიოს ღორის ხორცის ბაზრის პროგნოზი, რომელიც ევროკომისიის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს.
პერსპექტიული გათვლებით, 2030 წლამდე ღორის ხორცის მსოფლიო ბაზრის განვითარების შესახებ ევროკომისია ვარაუდობს, რომ ღორის ხორცზე გლობალური მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ეს იყო გასული ათი წლის განმავლობაში (+560 000ტ.) და მიაღწევს 8,4 მილიონ ტონას.
ამ დინამიკაში მნიშვნელოვანი ზრდას დემონსტრირებას მოახდენენ ევროკავშირის ძირითადი პარტნიორები აზიის და აფრიკის ქვეყნები (საჰარის სამხრეთით).
ევროკომისა – ღორის ხორცის ბაზრის 2030 წლის პროგნოზი
ჩინეთის მოთხოვნის პროგნოზირება, მას შემდეგ, რაც მეღორეობის სექტორის რესტრუქტურიზება მოახდინეს, შეუძლებელია.
ევროკავშირის ქვეყნებში ღორის ხორცის წარმოება 2030 წლისთვის უმნიშვნელოდ, 1%-თ შემცირდება, მაშინ როცა ახალ წევრ ქვეყნებში, რომლებიც თანამეგობრობას ბოლო პერიოდში შეუერთდნენ, თითქმის 235000 ტონით (7%) გაიზრდება. მთლიანად 12 წლის შემდეგ ევროკავშირი 23, 5 მილიონ ტონაზე მეტ ღორის ხორცს აწარმოებს. ამასთან ევროკავშირი წარმოებული ხორცის მოცულობას მთლიანად არ მოიხმარს, რადგან მოთხოვნა 21 მილიონ ტონამდე შემცირდება.
ექსპერტთა აზრით, უახლეს ათწლეულში ერთი კგ. ღორის ხორცის ფასი 1.5-დან-1,7 ევრომდე ეღირება. ფასების ზრდა 2020 წლამდე მოსალოდნელი არ არის, 2020 წლიდან კი პროგნოზით უკეთესი მდგომარეობა უნდა იყოს.
წყარო: topagrar.pl