რომელ ქვეყანას აქვს ვენახის ყველაზე დიდი ფართობი
ვენახების ფართობის მიხედვით მსოფლიოს 93 ქვეყნიდან ყველაზე დიდი წილი ესპანეთზე მოდის. კერძოდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ვენახების გლობალურ ფართობში ქვეყნის წილმა 13%, ანუ 930 ათასი ჰექტარი შეადგინა (1 kha=10 000 000 კვადრატულ მეტრს).
ამის შესახებ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის, Vine and wine-ის ახალ ანგარიშში წერია.
შემდეგი საფრანგეთია. ქვეყნის წილი მსოფლიოში გაშენებულ ვენახების 11%-ია, რაც 783 kha-ს შეადგენს.
დანარჩენი ქვეყნების საერთო წილი 44%-ია.
2015-2024 წლების პერიოდში მსოფლიოში ვენახის ფართობის მიხედვით ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:,
- ესპანეთი – 930 ათასი ჰექტარი (13%);
- საფრანგეთი – 783 ათასი ჰექტარი (11%);
- ჩინეთი – 753 ათასი ჰექტარი (11%);
- იტალია – 728 ათასი ჰექტარი (10%);
- თურქეთი – 402 ათასი ჰექტარი (6%);
- აშშ – 385 ათასი ჰექტარი (5%);
- არგენტინა – 200 ათასი ჰექტარი;
- რუმინეთი – 187 ათასი ჰექტარი;
- ინდოეთი – 185 ათასი ჰექტარი;
- პორტუგალია – 173 ათასი ჰექტარი.
ცნობისთვის: Vine and wine-ის მიხედვით, საქართველო ღვინის მწარმოებელ 93 ქვეყანას შორის საანგარიშო პერიოდში, ანუ 2024 წელს მე-16 ადგილზე იყო. ქვეყანამ მაშინ 2.4 მლნ ჰექტოლიტრი (mHl) აწარმოვა, რაც 2023 წელთან შედარებით 27%-ით მეტია, ხოლო საშუალო 5-წლიან პერიოდში 19.7%-იანი ზრდაა.
ამ მხრივ წამყვან ათეულშია იტალია (44.1 mHl), საფრანგეთი (36.1 mHl), ესპანეთი (31.0 mHl), აშშ (21.1 mHl), არგენტინა (10.9 mHl), ავსტრალია (10.2 mHl), ჩილე (9.3 mHl), სამხრეთ აფრიკა (8.8 mHl), გერმანია (7.8 mHl) და პორტუგალია (6.9 mHl).
წყარო: https://www.bpn.ge

