აგროსიახლეები

რომელმა სამხრეთკავკასიურმა ქვეყანამ გაიტანა რუსეთში ყველაზე მეტი  ატამი? 

2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველომ  რუსეთში 2,9 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა  გაიტანა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
აღნიშნული მოცულობის ექსპორტის ღირებულება 3,6 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსეთში მხოლოდ 466,9 ტონა ანალოგიური ხილი გავიდა. შედარებისთვის, 2021 წელს ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 1 ათას ტონას და 2,1 ათას ტონას მიაღწია.

2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში საქართველოდან 1,1 ათასი ტონა ატამი გავიდა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში — 2,1 ათასი ტონა, რომლის ღირებულებამ 2,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

საერთო ჯამში, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე 3,1 ათასი ტონა ატამი  გაიტანა, რომლის ღირებულებამ 3,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24,2%-ით მეტია.

ქართული ატამი ასევე გაიგზავნა სომხეთში (213,7 ტონა) და ბელარუსში (20 ტონა).

წყარო: Caliber.Az