აგროსიახლეები

რუსეთში წიწიბურას 2025 წლის მოსავალი ბოლო 6 წლის მინიმუმს ჩამოსცდა

რუსეთში 2025 ელს წიწიბურას  წარმოება ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა, ანალიტიკოსების პროგნოზით, წლევანდელი მოსავალი მხოლოდ 788 ათას ტონას შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით  35%-ით ნაკლებია და 2019 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი მოსავალია.
წარმოების დაცემის მთავარი მიზეზი წიწიბურას ათესი ფართობების შემცირებაა, რომელიც მიმდინარე წელს მხოლოდ 733,4 ათასი ჰექტარს შეადგენს, რაც ბოლო 22 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ექსპერტები წარმოების შემცირების სხვა მიზეზებსაც ასახელებენ:

  • დაბალი საბაზრო ფასი – ტონაზე 23-24 ათასი რუბლის ფარგლებში, რაც იაფია, ვიდრე იმავე სეზონზე მესამე კლასის ხორბალი.
  • მაღალი საწარმოო დანახარჯები, რაც წიწიბურას მოყვანას ფერმერებისთვის ეკონომიკურად წამგებიანს ხდის.
  • მოთხოვნის კლება, რაც ბაზარზე წიწიბურას ჭარბი მოცულობით არის განპირობებული.

ანალიტიკური ცენტრის „ПроЗерно“-ს დირექტორი ვლადიმერ პეტრიჩენკო განმარტებით, რომ წიწიბურას წარმოება დღეს ერთერთი ყველაზე წამგებიანი მიმარტულებაა მარცვლეულის სეგმენტში. დაბალი ფასების და მაღალი დანახარჯების პირობებში, ფერმერები წიწიბურას ნათეს ფართობებს ყოველწლიურად ამცირებენ.

იმის მიუხედავად, რომ წიწიბურას მოხმარებამ რუსეთში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, წელიწადში _ 3.47 კგ. ერთ სულ მოსახლეზე, ანალიტიკოსები მოთხოვნის გაზრდას აღარ ელოდებიან.

შემცირების მიუხედავად 2025 წელს წარმოება მოთხოვნას 11%-ით აჭარბებს, რაც ბაზარზე წიწიბურას ჭარბ რაოდენობას ქმნის. ექსპორტის ზრდაც, ჩინეთის გარდა, რომელმაც წლეულს, დაახლოებით, 280 ათასი ტონა რუსული წიწიბურა შეისყიდა, რთულად მიმდინარეობს.

სათესი ფართობები შემცირდა ალტაის მხარეში, ბაშკირეთში, ორელის ოლქში და სხვა წამყვან რეგიონებში.

2025 წელს, სავარაუდოდ, ბაზარი ძირითადად  ივსება წინა წლებში დაგროვილი მარაგებით, რაც, დაახლოებით, 700 ათას ტონას შეადგენს, თუმცა ექსპერტების გათვლით, სეზონის განმავლობაში, ამ რეზერვის შემცირებასაც უნდა ველოდოთ

რუსეთის სოფლის მეურნეობა წიწიბურას სეგმენტში სახარბიელო მდგომარეობაში არ არის, ამიტომ საჭირო სფეროს მიზნობრივი მხარდაჭერა და კულტურის წარმოების სტიმულირება.

წყარო: AGRONEWS