დარგებიმებაღეობა

სა­ქარ­თვე­ლო­ში სუბ­ტრო­პი­კულ მცე­ნა­რე­თა შე­მო­ტა­ნის მოკ­ლე ის­ტო­რია _აღმოსავლეთის 14 საჩუქარი

სა­ქარ­თვე­ლო­ში სუბ­ტრო­პი­კულ და ზო­გი­ერთ ტრო­პი­კულ მცე­ნა­რე­თა ინტროდუქციას დი­დი ხნის ის­ტო­რია აქვს. მა­თი შე­მო­ტა­ნა გარ­კვე­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში იყო ძვე­­ლი და ახალი ბაღ-პარკების მოწყობასთან, რომელიც მო­ით­ხოვ­და ახ­ა­ლი სა­ხეობის დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ებ­ით შევ­­სებას და გაშენება-გამრავლებას.

1825 წელს ქუ­თა­ის­ში გა­უშ­ენ­ებ­ი­ათ ბა­ღი, სა­დაც შე­მო­უტ­ან­ი­ათ ლე­გა აკ­აც­ია, ცრუ აკ­აც­ია, კა­მე­ლია სასანქოა, ქა­ფუ­­­რის ხე, ოლ­ი­ან­დრა და სხვა.

1845 წელს ზუგ­დიდ­ში და­დი­ან­ის ბა­ღში, გარ­და დე­კო­რა­ცი­ული მცე­ნა­რეებისა, სათ­ბურ­ში გა­უშ­ენ­ებ­ი­ათ ლი­მო­ნიც.

1840 წელს სო­ხუ­მის სამ­ხედ­რო ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყო­ფი­ლა დე­კო­რა­ცი­უ­ლი მცე­ნა­რე­ებ­ის 66 ფორ­მა, მათ შო­რის ახ­ა­ლზე­ლან­დიური სე­ლი, ოლ­ე­ან­დრა, კორ­პის მუ­ხა და სხვა.

1896 წელს პროფ. ა. კრასნოვისა და აგრონომ ი. კლინ გელის ექსპედიციას შემოუტანია მთელი რიგი სუბტრო­პი­კუ­ლი კულ­ტურები, რომელიც ცნობილია „აღმოსავლეთის 14 საჩუქრით“.

1925 წელს ქ. ბა­თუმ­ში და­არ­სდა ტრო­პი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­­ტი, რომ­ლის ჩუ­ქურ­თმე­ბი­ა­ნი წარ­წე­რა და და­არ­სე­ბის თა­­­რი­ღი დღე­საც შე­მორ­ჩე­ნი­ლია ყოფილი ქა­ლა­ქის 1 სა­ავ­ადმ­ყო­ფოს შე­ნო­ბის ფა­სად­ზე. ინ­სტი­ტუ­ტ­ში მა­ღალ დო­ნე­ზე მიმ­­დი­ნა­რე­ობ­და, რო­გორც სწავ­ლა, ისე სა­მეც­ნი­ე­რო კვლევითი მუ­შა­ო­ბა, სუბ­ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ებ­ის მოვ­ლა-მოყ­ვა­ნი­სა და გამ­რავ­­ლე­ბის სა­კით­ხებ­ზე.

1925 წელს შე­იქ­მნა სო­ხუმ­თან ახ­ლოს, გულ­რიფ­შში, ბო­ტა­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტი, რომ­ლის მეც­ნი­ერ-მუ­შაკ­ებმა სუბ­ტრო­­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ებ­ის მდი­და­რი კო­ლექ­ცია შექ­მნეს.

1930 წელს ოზ­ურ­გე­თის, ჩაქ­ვი­სა და ზუგ­დი­დის საც­დე­ლი სად­გუ­რე­ბის ბა­ზა­ზე ოზ­ურ­გეთ­ში (ან­ას­ე­ულ­ი) და­არ­სდა ჩა­ისა და სუბტროპიკული კულტურების სა­კავ­ში­რო სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, სა­­დაც ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­და აგ­რო­ქი­მი­ის, ნი­ად­აგმ­ცოდ­ნე­ობ­ის, მიკ­­რო­ბი­ოლ­ოგ­ი­ის, ფი­ზი­ოლ­ოგ­ი­ის და ბი­ოქ­იმ­ი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ორი სა­ვე­გე­ტა­ციო სახ­ლი, სა­მი სათ­ბუ­რი და ორი ლი­ზი­მეტ­რუ­ლი სად­გუ­რი, სადაც პირ­ვე­ლი­ვე წლე­ბი­დან დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით ჩა­ეყ­ა­რა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ი­სა და ციტ­რუ­სე­ბის მოვლა-მოყვა­ნის საკ­ვან­ძო სა­კით­ხებ­ზე სა­ვე­ლე ცდე­ბის და­ყე­ნე­ბას და მრა­ვალ­წლი­ანი ხან­გრძლივი სა­ვე­ლე ცდე­ბის ბან­­კის შექ­მ­ნას.

რეზო ჯაბნიძე,

სსმმ აკადემიის აკადემიკოსი