საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წყალსაწრეტი კოლექტორი იწმინდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, სოფელ თოხლიაურისა და მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალსაწრეტ კოლექტორებს წმენდს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა, რაც, დაახლოებით, 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას უზრუნველყოფს.
არხის გაწმენდას საქართველოს მელიორაცია ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.
კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, წყალსაწრეტებით უზრუნველყოფილი მიწის ფართობის მოცულოობა 8 725 ჰექტარია.