სახელმწიფო ხელს უწყობს ღვინის კომპანიებს, მონაწილოება მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში
„საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არის საუკეთესო შესაძლებლობა სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და, შედეგად, ღვინის გაყიდვების ზრდისთვის.
წლევანდელი გამოფენისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, რადგან წელს შესრულდა 25 წელი, რაც საქართველო აღნიშნულ გამოფენაში მონაწილებს.
გამოფენის პარალელურად გვქონდა დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი გერმანული მედია ჰოლდინგის „Meininger“ კონფერენციაზე, გვქონდა შეხვედრები ProWein-ის ხელმძღვანელობასთან, სადაც მიმოვიხილეთ თანამშრომლობის 25 წელი, და რა თქმა, უნდა დავსახეთ სამომავლო გეგმები“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა ProWein გერმანიის ქალაქ დუსელდორფში 1994 წლიდან ტარდება. მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და მონაწილე კომპანიების რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა.
ლევან მეხუზლამ გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations“ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს გერმანიაში ფართომასშტაბიანი კამპანია განხორციელდება, რომელსაც „ff.k Public Relations“ უხელმძღვანელებს.
„ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციის „ff.k Public Relations“ თაოსნობით, წელს, გამოფენის „ProWein Dusseldorf“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი გერმანელი ინფლუესერის და სომელიეს, ტონი ასკიტისის მიერ მოწყობილი ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები. ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა გერმანიაში 1 მილიონ ლიტრს გადააჭარბა; ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.