აგროსიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამეცნიერო ექსპედიციები გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, ტრადიციული ჯიშების შეგროვების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამეცნიერო ექსპედიცია გამართეს.
ექსპედიციის ფარგლებში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან ლობიოს, სიმინდის, ხორბლის, ქერის, ფეტვის, ცერცვის, ბარდის და კარტოფილის ძველი, ადგილობრივი ჯიშის ნიმუშები შეგროვდა.

ექსპედიცია 11111111111111111111111

კარტოფილის ნიმუშები, ცენტრის  მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორიას შემდგომი კვლევისა და კონსერვაციისთვის გადაეცა, ხოლო მარცვლეულის თესლის ნიმუშები, შესაბამისი დამუშავების შემდეგ, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში შეინახება.

ექსპედიცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში და in-situ/on farm და ex-situ კავშირის გაძლიერება“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და, გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ექსპედიციების მოწყობაა.

ექსპეცია 2222222222222222222222

„ექსპედიციის დროს, გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ძველ, უნიკალურ  ჯიშებზე, მათ სამკურნალო თვისებებსა და ტრადიციებზე ინფორმაციებს გვიზიარებენ“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების სერტიფიცირების დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა, თამარ ჯინჯიხაძემ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ნიმუშების შეგროვება 4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება.