აგროსიახლეები

სამხრეთ კავკასიაში ტყის ხანძრების რისკები იზრდება

სამხრეთ კავკასიაში კლიმატის ცვლილების გავლენა ყოველწლიურად უფრო თვალსაჩინო ხდება.  ტემპერატურის ზრდა, ნალექების შემცირება ტყის ხანძრების რისკს საგრძნობლად ამძაფრებს.
 რეგიონული თანამშრომლობა და თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტები ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რათა ქვეყნები უკეთ მომზადებული შეხვდნენ ბუნებრივი საფრთხეების ზრდად ტენდენციებს.

კლიმატის ცვლილების გამო რეგიონში გაზრდილი ატმოსფერული ტემპერატურა, გახანგრძლივებული სითბური ტალღები და ნალექების შემცირება ტყის ხანძრების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

პრობლემას ამძიმებს არასწორი მიწათსარგებლობის პრაქტიკებიც, როგორიცაა, მაგალითად, ნაწვერალის გადაწვა და სხვა.

OSCE-adelphi-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანი რეგიონში ტყის ხანძრების რისკების შემცირება და მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტყის ხანძრების რისკების რუკების მომზადება საქართველოს ქვემო ქართლისა და სომხეთის ლორის რეგიონებისთვის, ამ პროცესს GEO Outlook წარუძღვება.

3-4 დეკემბერს ჩვენმა ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს ეუთოს რეგიონულ შეხვედრაში ერევანში, სადაც განიხილეს რისკების შეფასების მეთოდოლოგია და იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.

GEO Outlook-ის მიერ რუკების მომზადების პროცესში ქართველი და სომეხი ექსპერტების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრანსასაზღვრო რეგიონებში ტყის ხანძრების პრევენციისთვის.

ქვემო ქართლისა და ლორისთვის ტყის ხანძრების რისკების რუკების შექმნა, რომელშიც GEO Outlook ქართველ და სომეხ ექსპერტებთან ერთად მუშაობს, ტრანსასაზღვრო მდგრადობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯია.

OSCE-adelphi-ის მხარდაჭერით რეგიონში ტყის ხანძრების პრევენციის მიმართულებით ფორმირდება, ცოდნის გაზიარებაზე, ერთობლივ შეფასებებზე და პასუხისმგებლობით გაერთიანებულ ქმედებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ახალი სტანდარტი.

ეს პროცესი არა მხოლოდ არსებული რისკების მართვას ემსახურება, არამედ მომავალში უფრო უსაფრთხო და გამძლე გარემოს ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.