როგორ ინაწილებენ სამუშაოს მუშა ფუტკრები (DOL)
ფუტკრები ორგანიზებული მუშაობის ორ ფორმას ავლენენ:
1- გაზაფხულ-ზაფხულის სამუშაო ემსახურება ოჯახის მაქსიმალურ განვითარებას და საკვების მარაგის შექმნას;
2- ზამთრის თაობა ინარჩუნებს ოჯახს პასიურ პერიოდში.
ახლა მოგითხორბთ როგორ ხდება ფუტკრის ოჯახში სამუშაოს გადანაწილება და კასტებში გადასვლა.
სამუშაოს გადანაწილება დამოკიდებულია ინდივიდების ფიზიოლოგიაზე, მიდრეკილებებზე და ფერომონებზე, რომელთა საშუალებითაც ხდება შესაბამის კასტაში ჩართვა.
ფუტკრის ოჯახში 4 ძირითადი კასტაა:
1 უჯრის მწმენდავები
2 ძიძები
3 საშუალო ასაკის (MAB)
4 მოღალეები
სურათზე ნაჩვენებია გაზაფხულ-ზაფხულის მუშა ფუტკრების კასტებში ჩართულობა და ზამთრის გენერაცია.
1 და 2 კასტა საჭიროების შემთხვევაში იშვიათად ერთვება სხვა კასტაში, ხოლო 3 და 4 ადვილად იცვლიან კასტებს. ერთიანი ისრები მიუთითებს ბუნებრივად კასტაში გადასვლას, ხოლო წყვეტილი ისრები ატიპიურ კასტაში ჩართვას. როდესაც ახალი თაობა დაიბადება ძიძები გადავლენ შუა ხნის ასაკის ფუტკრების კასტაში, ხოლო შუახნისები მოღალის კასტაში.
უჯრის მწმენდავები
ფუტკრის ცხოვრების პირველ დღეებში გრძელდება ფიზიოლოგური განვითარება. ამ პერიოდში მათი ამოცანა არის უჯრების გასუფთავება, ეს ჯგუფი არ ასრულებს სხვა სამუშაოებს.
ძიძები
ძიძობის ხანგძლივობა 1 კვირას გრძელდება, 4 დღიდან 12-ე დღემდე. ძიძები კვებავენ დედას ფუტკარს, ლარვას და ხნიერ ფუტკრებს, იცავენ ბუდეში ჰიგიენას. ძიძები დაყვებიან დედას ამალის სახით და არეგულირებენ მის ქცევებს, ისინი არიან დედის ფერომონების გამავრცელებელნი ბუდეში.
საშუალო ასაკის ფუტკრები (MAB)
საშუალო ასაკის ფუტკრები თავიანთ კასტაში იმყოფებიან 12 დან 21 დღემდე, ისინი არიან ბუდეში ინფორმაციის გადამტანი. ძიძებისგან განსხვავებით ისინი აღარ უვლიან ბარტყს, მათი კასტის სამუშაო წარმოადგენს ფიჭების შენებას, ნექტრის მიღებას და ბუდის დაცვას. მათი განლაგების ადგილი ბუდეში არის გაფანტული, ესეთი ლოკალიზაცია ხელს უწყობს ბუდეში აუცილებლობის შემთხვევაში გადაერთონ სხვა კასტაში. MAB – ებმა და მოღალეებმა უნდა მოახდინონ ზამთრის მარაგის მოგროვება და დაკომპლექტება, მათი ტოლი რაოდენობის შემთხვევაში, საკვების დაკომპლექტებაში დაიხარჯება ნაკლები დრო, ხოლო მიმღებების ნაკლებობის დროს, მოღალეები ცეკვით გადასცემენ ინფორმაციას რომ საჭიროა მეტი MAB – ის ჩართვა კასტაში. MAB – ებმა ასევე უნდა უზრუნველყონ ნექტრისთვის საჭირო ოდენობის ფიჭების აშენება.
მოღალეები
მოღალის კასტაში ჩართვის შემდეგ ეს ფუტკრები აღარ ასრულებენ ბუდის სამუშაოებს, მათი სამუშაო წარმოადგენს რესურსების შევსებას:
ნექტარი, მტვერი, პროპოლისი და წყალი.
შუახნის (MAB) > მოღალის კასტაში გადასვლა
,,მებების’’ გადასვლა მოღალის კასტაში კომპლექსურია, მათ უნდა შეინარჩუნონ თანაფარდობა, ჩაანაცვლონ მოღალეების რაოდენობა რომლებიც იხოცებიან, რათა ბუნებაში ნექტრის არსებობის დროს არ იყოს მოღალეების დეფიციტი. როდესაც ღალიანობა იწყება ყველა ,,მები’’ რომელიც არ არის დაკავებული ნექტრის მიღებით ან მშენებლობით, ერთვება მოღალის კასტაში. მაგრამ როდესაც არახელსაყრელი გარემოებაა ,,მებებმა’’ უნდა აარიდონ თავი მოღალის კასტაში ჩართვას რათა არ მოხდეს ნაადრევი ფიზიოლოგიური ცვლილებები და ნაადრევი სიკვდილი. მათთვის უფრო ხელსაყრელია რომ დაელოდონ ღალიანობას. როდესაც ოჯახში იმატებს მოღალეებზე მოთხოვნა, ამ პერიოში ასევე უნდა მოხდეს ძიძების განვითარებაც, რადგან მებების ჩართვა მოღალის კასტაში დაასუსტებს ოჯახს. მოღალე ფუტკრები ტროპილაქსის და ფერომონების საშუალებით ატყობინებენ ოჯახს რომ საჭიროა მეტი მებების ჩართვა კასტაში. მოღალის კასტაში ჩართვის გადაწყვეტილება დამოკიდებულია მიმღებების პროპორციასთან.
მეცნიერების ვარაუდით შეიძლება 3-ე კასტის წარმომადგენლები უკვე ფიზიოლოგიურად მზად იყვნენ 4-ე კასტაში გადასასვლელად მაგრამ არ ჩაერთონ ორი მიზეზის გამო:
1 საჭირონი არიან ნექტრის მიმღებებად
2 მინდორში საკმარისი რაოდენობის მოღალე მუშაობს
რაიმე ცვლილების ან პროტეინების ნაკლებობის დროს შეიძლება ნაადრევად მოხდეს მოღალის კასტაში ჩართვა.
ფიზიოლოგია და კასტები
ორი ფაქტორი ამყოფებს ფუტკრებს კასტაში, ფიზიოლოგია და ასაკისათვის დამახასიათებებლი ფერომონები. ძიძების შემთხვევაში ეს ხდება ორი ფერომონის საშუალებით:
1 დედა ფუტკრის მანდიბულარის ჯირკვლით(QMP)
2 ბარტყის ფერომონებით(BP).
BP ასტიმულირებს ჰიპოფარინგალურ ჯირკვლებს, ხოლო პროტეინებით კვება ხელს უწყობს მაღალი ვიტელოგენინის შენარჩუნებას(VG), რომელიც პროდუქტიულს ხდის ბარტყის საკვებს და ნაწილობრივ ახშობს ახალგაზრდული ჰორმონების გამოყოფას(JH).
ძიძის კასტიდან ,,მების’’ კასტაში გადასვლის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ბარტყთან ძიძების თანაფარდობა, მების კასტაში გადასვლის შემდეგ მათი ადგილმდებარეობა იცვლება, ბუდის ცენტრიდან პერიფერიებისკეს, ისინი უკვე აღარ არიან QMP და BP მატარებელნი.
QMP – დედის ფუტკრის მანდიბულარის ჯირკვალი
BP – ბარტყის ფერომონები
JH – ახალგაზრდული ჰორმონები
Vg – ვიტელოგენინის ჯირჯვალი
HP – ჰიპოფარინგეალური ჯირკვალი
მაღალი Vg, დაბალი JH და BP – QMP- ის დაბალი ზემოქმედება ახდენს ძიძების ჩართვას ,,მებების’’ კასტაში, ამის შემდეგ JH აგრძელებს ზრდას.
მაღალი Vg აფერხებს JH წარმოქმნას, მაგრამ როდესაც Vg კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ჩამოვა, JH ტალღების წარმოქმნა გამოიწვევს ნევროქიმიურ ცვლილებებს რომელიც საბოლოო ეტაპია ,,მების’’ ფიზიოლოგიის . ყველაზე სრულყოფილი ,,მები’’ ჩაერთვება მოღალის კასტაში, ხოლო ცეკვითი მოთხოვნის დროს დაჩქარდება მათი ჩართვა მოთხოვნად კასტაში.
ფუტკრის განვითარების საბოლოო ეტაპი არის მოღალის კასტა.
ზამთრის გენერაცია
ზამთრის თაობა ხასიათდება სიცოცხლის ხანგძლივობით ( რადგან ისინი არ ღებულობენ სხვადასხვა სამუშაოებში მონაწილეობას). მათი მიზანია ოჯახის შენარჩუნება ზამთრის პერიოდში და ბუდეში თერმორეგულაცია. ადრე გაზაფხულზე ისინი იწყებენ ძიძობას ხოლო კონდიციის შექმნის შემდგომ გადაერთვებიან მოღალეებად.
ზამთრის თაობა ძალიან გავს ძიძების კასტას, რადგან ახასიათებს დაბალი JH, აქტიური ცხიმოვანი სხეული, მაღალი Vg და იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე ზამთრის მდგომარეობა არის ძიძის კასტაში ხანგძლივად ყოფნა. ზამთრის ფუტკრები არ ერთვებიან სხვა კასტაში როდესაც ბარტყის ან მოღალეების რაოდენობა მცირეა.
მარიამ კილაძე,
მასალა მოწოდებულია „ნიკო კეცხოველის პრემია 2018“-ისათვის ჭიათურის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში