საფრანგეთში უკვე 800 ჰექტარზე მეტ ბაღებში ჰერბიციდებს აღარ იყენებენ
პოლიტიკა „არა ჰერბიციდებს“, რომელიც ალიანსის სავარგულებზე მოქმედებს, დადებითად აისახა გარემოზე და სასმელი წყლის სისუფთავეზე.
საფრანგეთის ხილის მწარმოებელთა ალიანსმა Perlim-Meylim, რომელიც გეოგრაფიული ადგილწარმოშობის ნიშნით დაცულ ლიმუზინის ვაშლს აწარმოებს და ცოტა ხნის წინათ მესამე დონის მაღალი ეკოლოგიური ფასეულობის მქონე პროდუქციის სერტიფიკატი (HVE) მიიღო, გადაწყვიტა ეკო ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესების მიზნით, ბაღებში სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდები აღარ გამოეყენებინა და მხოლოდ მექანიკური მეთოდისთვის მიემართა.
Perlim-Meylim-ი იყო პირველი, ვინც სარეველების წინააღმდეგ მექანიკური მეთოდების გამოყენება დაიწყო. გასულ წელს კომპანიის ხელთ არსებული ბაღების 50%-ი, 180 ჰექტარი მთლიანად უჰერბიციდოდ, გლიფოსატის და სხვა ქიმიური სუბსტანციების გამოუყენებლად, მექანიკურად დაამუშავეს.
ჯესიკა რუსელი, კომპანიის ხარისხის მართვის მენეჯერი, ამბობს, რომ წლეულს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საერთოდ უარი ვთქვათ ჰერბიციდებზე და ალიანსის შვილობილი კომპანიების ბაღებიც კი, სულ 800 ჰექტარი, სარეველებისგან მექანიკურად გავწმინდოთ.
დღეს ჯერ კიდევ ადრეა იმის განსჯა, თუ როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ვაშლის ბაღების მოსავლიანობაზე და ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესებაზე, მაგრამ პოლიტიკა „არა ჰერბიციდებს“, რომელიც ჩვენ ბაღებში ტარდება, უკვე საშუალება მოგვცა დაგვეზოგა რამდენიმე ტონა ჰერბიციდი, რამაც დადებითად იმოქმედა გარემოზე და სასმელი წყლის სისუფთავეზე.
შარშანდელი გამოცდილების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სადაც ჰერბიციდებით ორჯერად ქიმიურად დავამუშავეთ ფართობები, მომდევნო წელს, ოთხჯერ მექანიკური დამუშავება დაგვჭირდა. როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორი ამბობს სარეველების მექანიკური დამუშავება წლიდან წლამდე ცვალებადია, თუ წვიმიანი სეზონია, სარეველებიც ინტენსიურად იზრდება და დამუშავების ჯერადობაც მეტია, თუ მშრალი სეზონია _ ნაკლები.
სასოფლო-სამეურნეო პალატასთან თანამშრომლობის შედეგად ალიანსი რეგულარულად აწყობს ბაღის დღეებს წევრი ფერმერებისთვის, სადაც ხდება სარეველების საწინააღმდეგო ნიადაგის სარეველებისგან გასაწმენდი ახალი თუ ძველი აგრეგატების დემონსტრირება, ასევე ვაშლის მწარმოებლები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და სხვა. მოკლედ ასეთი შეხვედრები ფერმერებისთვის სასარგებლოა.
ალიანსისთვის ჰერბიციდებზე უარის თქმა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს, მიეღოთ მაღალი დონის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის სერტიფიკატი. ორგანიზაციას სურდა იმაზე მეტი გაეკეთებინა, რასაც სახელმწიფო ითხოვდა გარემოს დაცვის მიმართულებით და მან ეს მოახერხა.
წყარო: East-fruit.com.