აგროსიახლეები

საქართველოდან 11 თვეში ექსპორტზე 91.4 მილიონი ლიტრი ღვინოა გატანილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნიბუთ ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა იზრდება.
„2022 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 91.4 მლნ ლიტრი ღვინო. აღნიშნული მოცულობა უკვე აჭარბებს 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელს – 80.5 მლნ ლიტრს”, _ აღნიშნულია ღვინის სააგენტოს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი წლიურად 6.2%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული.

 ქართული ღვინო ყველაზე ძვირი იაპონიაში, აშშ-სა და გერმანიაში ღირს.

2021 წელს საექსპორტო ბაზრებზე ღვინის ფასი გაიზარდა. შედეგად, ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასმა უკრაინაში 2.62 დოლარი შეადგენდა, რუსეთში ღვინის საშუალო ფასი 2.76 დოლარი იყო. ყველაზე ძვირად საქართველოში წარმოებული ღვინო იაპონიაში იყიდება და ლიტრის საშუალო ფასი 7 დოლარს აღწევს.

 პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნების ბაზარზე  ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 2.78-დან 3.28 დოლარს შორის მერყეობს.

ჩინეთში ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 3.73 დოლარს შეადგენს, ხოლო აშშ-ში _ 6.38 დოლარს.