აგროსიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრად თხილის გადამმუშავებელ საწარმოსა და დაფნის ახალშენ პლანტაციაში

შპს ,,ედელინგმა“ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში თხილის საწარმოს მშენებლობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტით, აგროლიზინგის წესით 1,2 მილიონი ლარი 2019 წელს მიიღო.

 ამ ეტაპზე, როგორც კომპანიის დირექტორმა შოთა საღრიშვილმა პრემიერ-მინისტრს განუმარტა, ქარხანაში 40-მდე ადამიანია დასაქმებული და წარმოებული პროდუქტი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე იყიდება. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე, დიდ სირთულეებს დაუკავშირდებოდა და წამოწყებას 4-5 წლით უკან დახევდა.

პრემიერ მინისტრი 333333333333333

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში დაფნის ახალშენი პლანტაციაც  დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ შპს ,,ბ&ნ“ გარდა 82 ჰა-ზე დაფნის პლანტაციის გაშენებისა, გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს.

პრემიეორი 2222

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია მიაწოდა, კომპანია „ბ & ნ“ ახალ მრავალწლოვან ბაღს 25 ჰექტარზე სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით აშენებს. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 1,200 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა.

პრემიერი 11111111111111111111111111111

სახელმწიფო თანადაფინანსება 15,2 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, დაფნა 249 ჰექტარზე გაშენდა, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2.4 მლნ ლარს აჭარბებს. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ფერმერების დახმარებას.