საქართველოში ბადრიჯნის მთავარ მიმწოდებლად თურქეთი რჩება
2025 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ბადრიჯნის იმპორტი საქართველოში 10, 3%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველომ 4 757, 5 ტონა _ 3, 501 მილიონი აშშ დოლარის ღირებულიების ბადრიჯანი შეიზინა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული იყო 5214, 4 ტონა _ 3, 903 მილიონი დოლარის ბადრიჯანი.
საქართველოში ბადრიჯნის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ თურქეთია –დანარჩენი 6,4% – ანუ 304,4 ტონა, 225 ათასი დოლარის ღირბულების ბადრიჯანი საქართველომ ირანიდან შეიძინა.
როგორც აღნიშნავს გამოცემა Business საქართველო, ფასების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება:
- თურქეთში ბადრიჯნის ფასი (გადასახადების გარეშე) შეადგენდა $0.73 კგ-ზე;
- ირანში – $0.74 კგ-ზე.
შედარებისთვის, 2024 წლის იმავე პერიოდში თურქული ბადრიჯნის ფასი დაახლოებით $0.75 იყო, ხოლო ირანული პროდუქციის ფასი თითქმის უცვლელი დარჩა.
იმპორტის შემცირების მიუხედავად, თურქეთი განაგრძობს ბაზარზე დომინირებას როგორც ძირითადი მიმწოდებელი, რაც გეოგრაფიული სიახლოვისა და ლოგისტიკური ხელმისაწვდომობის შედეგია.
წყარო: EastFruit