საქართველოში გავრცელებული გარეული ბოცვრის ბიოლოგია
საქართველოს ბიომრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილი ტყე, ცხოველთა სამყარო და ფაუნაა. ტერიტორიის 54% მთებს უკავია, 33 % მთის წინებს, ხოლო ხოლო 13 % დაბლობს, ტყეს ტერიტორიის 40 %, რომელიც ცხოველთა სამყაროსთან ერთად თავისი სტრუქტურით ერთიან ეკოლოგიუერ კომპლექსს წარმოადგენს. ტყეებში გავრცელებული ცხოველები ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების თვისებებით გამოირჩევიან, რომლებიც დაკავშირებული არიან გარემოსთან, მცენარეულობასთან, ნიადაგთან, კლიმატურ პირობებთან და ა.შ.
ტყის ბინადართა შორის გარეული ბოცვერი მიეკუთვნება იმ ცხოველებს, რომლებიც გამოირჩევიან ჟანგბადის მაღალი მოთხოვნილებით, ცუდად იტანენ სიცხეს, ადვილად ეგუებიან სიცივეს, აღნიშნული ფაქტორები ხელს უწყობს ტყეებში თავისუფალ მოშენებას და გავრცელებას.
საქართველოში გარეული ბოცვერი ყველაზე მეტად კახეთის ტყეებში და ელდარის ნახევარუდაბნოებშია გავრცელებული, დასავლეთ საქართველოში ზემო იმერეთის და რაჭა ლეჩხუმის ტყეები გამოირჩევა, თუმცა იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გვხვდება. საქართველოს ტყეებში გავრცელებული გარეული ბოცვრის სხეულის სიგრძე 57-68 სმ მერყეობს, ცოცხალი მასა საშუალოდ 4-6 კგ-ს უდრის, იშვიათად 7 კგ -ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ გარეული ბოცვერი დაბადებიდან ოთხი თვის ასაკამდე ცოცხალ მასას 50-ჯერ ზრდის. გამოირჩევა გრძელი ყურებით 9-14 სმ, გრძელი კუდით. თვალები მოწითალო ყავისფერი, ახასიათებს უკანა გრძელი კიდურები, ტერფის სიგანე 13-18 სმ. ბწევოვანის საფარის შეფერილობა რუხი ყავისფერი, მუცელი თეთრი, ხოლო ყურები მთელი წლის განმავლობაში შავი ფერის. ბეწვოვანი საფარის ცვლილება სექტემბერში ეწყება და მთავრდება ნოემბრის ბოლოს.
ბეწვის ცვენა ერთდროულად არ იწყება, იწყება თეძოებიდან, გადადის გავაზე, ხერხემალზე, მთავრდება თათებზე და გვერდებზე.
გარეული ბოცვრის ხორცი შინაური ბოცვრის ხორცისაგან განსხვავებით, მუქი მოლურჯო ფერისაა. გაცივების შემთხვევაში ოდნავ მუქდება. კვების პირობებიდან გამომდინარე აქვს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი. ახასიათებს მკვრივი კონსინსტენცია და ძნელად იხარშება.
სქესობრივ სიმწიფეს გარეული ბოცვერი ერთი წლის ასაკში აღწევს მაკეობას ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ რიგ შემთხვევებში და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ყრის 2-3 თვალახელილ და ბეწვოვანი საფარით შემოსილ ბაჭიებს. ტყეში სადაც ისინი ბინადრობენ მუდმივი საცხოვრებელი ან სორო არ გააჩნიათ, დედალი ბოცვერი ბაჭიებს უსაფრთხო ადგილზე
ტოვებს და ხშირად აკითხავს გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებლად ცხოვრებას თვენახევარი ასაკიდან იწყებენ. გარეული ბოცვერი ღამის ცხოველია, საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს ტყეში არსებული საკვების მოპოვებას. გარეული ბოცვერი მხოლოდ მცენარეებით იკვებება./
ტყის ბინადართა შორის გარეული ბოცვრები ტყის სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობენ, სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით ბევრი ნიშანთვისებებით გამოირჩევიან, კერძოდ საკვებად იყენებენ ხე მცენარეების ახალგაზრდა ყლორტებს, ბალახებს, მათ შორის მარცვლოვნებს (გლერტა, კაპუეტა,კოინდარი), პარკოსნებს (ესპარცეტი, სამყურა), ბალახნაირებს (ავშანი, კულმუხი), რომელთაც ტყეებში გავრცელებულ მცენარეულობას შორის მნიშვნელოვანი ბოტანიკური, ბიოლოგიური და ეკოლოგიური ადგილი აქვს დათმობილი. დადგენილია, რომ ზაფხულში ტყეში უფრო გრილა (0,2-0,50C -ით) ხოლო ზამთარში უფრო თბილა (0,1-0,30C -ით) ვიდრე ტყის გარეთ. ზაფხულში გარეული ბოცვერი იკვებება ტყის მცენარეებით, ხეების და ბუჩქების ახალი წანაზარდებით, ფოთლებით და ღეროებით, აღსანიშნავია, რომ ზაფხულის რაციონის შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია, შედგება სხვადსასხვა ველური და კულტურული მცენარეებისაგან. ტყის ბალახი რომლითაც იკვებება გარეული ბოცვერი გაცილებით მეტ წყალს და ნაკლებ საყუათო ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე ველის ბალახი, მისი დადებითი თვისება ის არი, რომ გვალვის დროს ტყეებში ბალახოვანი საფარი მწვანედ და ნედლად ინახება მაშინ, როდესაც ველის ბალახი გამხმარი და შეყვითლებულია, რომელსაც გარეული ბოცვერი საკვებად იშვიათად იყენებს, უმეტესად ხეების ფოთლებს და ყლორტებს ეტანება.
ზამთარში იკვებება მშრალი ბალახით, ტყეში არსებული გაყინული ხილით, ხეების ფოთლებით, ქერქებით, თხრიან ორმოებს, რომელიც გარკვეული ტიპის თავშესაფარია. ეწყებათ ბეწვოვანი საფარის ცვლილება, ბეწვი სრულად თეთრი ფერისაა, ამიტომ არის, რომ უხილავი ხდება ტყეში გავრცელებული მტაცებლებისაგან, ძნელად მისაგნები მონადირეებისათვის, ძვირფასი სარეწაო ცხოველია, სამოყვარულეო და სპორტული ნადირობის ობიექტი.
ამრიგად ცხოველთა და მცენარეთა სამყარო თავისი სტრუქტურით რთულ ბუნებრივ კომპლექსს წარმოადგენს. ტყე თითქმის უსასყიდლოდ ემსახურება ხალხს, ქვეყნას.
აღნიშნულიდან გამომდინარე ტყეებთან ურთიერთობაში სახელმწიფო და მომხმარებელიც, ვალდებულია იზრუნოს ტყის შენარჩუნებაზე და მის პროდუქტიულობის გაზრდაზე, რადგან მხოლოდ მაღალპროდუქტიულ ტყეებს შესწევთ უნარი უზრუნველყონ ქვეყნის გარემოს ეკოლოგიური მდგრადობა. ტყე მცენარეთა თანასაზრდოებაა, სადაც ცხოველები და გარემო მუდმივ განვითარებაშია.
ჯემალ გუგუშვილი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, მეცხოველეობის
და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების
აკადემიკოს-მდივანი