საქართველოში მოწეული მარცვლეულის უდიდეს წილს, 90 %-ზე მეტს, საოჯახო მეურნეობები აწარმოებენ
საქართველოში ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა ძალიან დაბალია, ჰექტარზე 1,5 ტონის ფარგლებში მერყეობს, კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სიმინდის კულტურაში, სადაც წლებია საშუალოდ ჰექტარზე 2-2,5 ტონა სიმინდის მარცვალი მოგვყავს.
სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა დღეს, თითქმის მთლიანად, ძირითადად რუსეთიდან შემოტანილი ხორბლისგან გამომცხვარი პურით იკვებება.
არადა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანას თუ არსებულ რესურსს სწორად გამოიყენებს, მარცვლეულზე საკუთარი მოთხოვნილების 60-70%-ით უზრუნველყოფა შეუძლია.
და თუ ეს ასეა, რა გვიშლის ხელს, რა პრობლემების წინაშე დგას დარგი, რა უნდა გაკეთდეს, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, ქვეყანაში მარცვლეულის წარმოება გაიზარდოს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია „საფერავის“ ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ სოფლის მეურნეობის დოქტორ, პროფესორ ცოტნე სამადაშვილთან ერთად მოგითხრობთ.
გადაცემას უძღვება ჟურნალ „ახალია აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი