აგრარული განათლებარუბრიკები

სარწყავი სისტემები, წყლის ხარჯის და ქიმიური პარამეტრების ოპტიმალური დონის განსაზღვრა

ნებისმიერი სარწყავი სისტემის (მიღვარვითი, დაწვიმებითი, იმპულსური სპრინკლერები, წვეთოვანი, მიკროსპრინკლერები) გამოყენებისას მნიშვნელოვანია სისტემის იმგვარი კალიბრაცია, რომელიც ზუსტად აღრიცხავს მოხმარებული წყლის რაოდენობას.
პრინკლერების და მიკროსპრინკლერების გამოყენებისას ამის გაკეთების უმარტივესი გზაა მცირე კონტეინერები ნარგავებში სხვადასხვა ადგილას განვათავსოთ და მათში წყალი პერიოდულად შევაგროვოთ. შეგროვებული წყლის ხარჯვის მიხედვით დავადგენთ წყლის ხარჯვის ინტენსიურობას (მილიმეტრი საათში).

წყლის მოხმარების ერთგვაროვნების დასადგენად, საუკეთესო საშუალება სარწყავი სისტემის ორივე ბოლოში წყლის მოცულობის გაზომვაა. თუ ნარგავები ფერდობზეა, წყლის მოცულობა ნაკვეთის ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ წერტილებში უნდა გაიზომოს. სიმაღლეში განსხვავებები და მანძილი, რომელსაც წყალი სარწყავ მილებში გადის, წყლის წნევაზე და, შესაბამისად, წყლის ხარჯვის მოცულობაზე ზემოქმედებს. თუ წვეთოვანი მორწყვის მეთოდს ვიყენებთ, კონტეინერები საწვეთურების ქვეშ უნდა მოვათავსოთ და საწვეთურის წყლის ხარჯვის დონე ასე განვსაზღვროთ.

ჰექტარზე წყლის ხარჯვის საშუალო მაჩვენებლის გამოთვლა შესაძლებელია თითოეული საწვეთურიდან წყლის ხარჯვის დონესა და საწვეთურებს შორის მანძილზე დაყრდნობით. მორწყვის სისტემის ეფექტურობა ნაკვეთის ყველაზე ტენიანი უბნებიდან წყლის საჭირო რაოდენობის მშრალ უბნებში გადანაწილების შესაძლებლობით იზომება. კარგად დაგეგმილი წვეთოვანი სისტემის ეფექტიანობა 70-90, სპრინკლერული სისტემებისა – 60-75, ხოლო მიღვარვითი და დაწვიმებითი მორწყვისა – 30-დან 50 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

რაოდენობასთან ერთად წყლის ქიმიური პარამეტრების ოპტიმალური მნიშვნელობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ცხრილში მოცემულია სარწყავი წყლის მნიშვნელოვანი ქიმიური პარამეტრების ოპტიმალური დონე.

წყლის ქიმიური შემადგენლობის ოპტიმალური პარამეტრები

წყლის პარამეტრები

აღნიშვნა

ერთეული

ოპტიმალური ზღვრები

მარილიანობა
ელექტროგამტარობა

ECw

dS/m

0-3

კათიონები და ანიონები
კალციუმი

Ca++

me/l

0- 20

მაგნიუმი

Mg++

me/l

0- 5

ნატრიუმი

Na+

me/l

0-40

კარბონატები

CO-3

me/l

0-1

ბიკარბონატები

HCO3 

me/l

0-10

ქლორი

Cl-

me/l

0-30

გოგირდი  

SO4

 me/l

0- 20

მიკრო და მაკრო ელემენტები
აზოტის რაოდენობა ნიტრატზე გადაანგარიშებით

NO3N

mg/l

0-10

აზოტის რაოდენობა ამონიუმის იონზე გადაანგარიშებით

NH4N

mg/l

0-5

ფოსფორი

PO4 -P

mg/l

0-2

კალიუმი

K+

mg/l

0-2

ბორი

B

mg/l

0 – 2

მჟავიანობა

pH

1–14

6.0-8.5

ნატრიუმის ადსორბციის კოეფიციენტი (SAR)

SAR

(me/l)

0-15