დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

სასწავლო კურსები მეღვინეობაში

დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: მეღვინეობა I (ღვინის დეგუსტაცია და სერვინგი; ღვინის კლასიფიკაცია; ქვევრის ღვინო – ქართული ფენომენი).

– სასწავლო კურსი მოიცავს 3 ეტაპს: 
მეღვინეობა I (ღვინის დეგუსტაცია და სერვინგი; ღვინის კლასიფიკაცია; ქვევრის ღვინო – ქართული ფენომენი), 
მეღვინეობა II (ღვინის წარმოება და ქვევრის ღვინო),
მეღვინეობა III ( ღვინის ზადი და ნაკლი; ცქრიალა ღვინისა და ბრენდის წარმოება).

– კურსი ითვალისწინებს ღვინის დეგუსტაციებს, ტურებს ღვინის მარანსა და ქარხანაში.

– მსმენელს საჩუქრად გადაეცემა სახელმძღვანელო ღვინის ,,ზადი და ნაკლი“.

– სასწავლო მასალა მსმენელის ელექტრონულ ფოსტაზე გაიგზავნება თითოეული სასწავლო კვირის ბოლოს.

– სასწავლო კურსის თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, ქართულ და ინგლისურ ენაზე გაიცემა სერტიფიკატი.

– სამივე ეტაპის დასრულებისა და გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მსმენელს გადაეცემა სერტიფიკატი: ღვინის მცოდნე; Wine Connoisseur;

– გაეცანით კურსის ცალკეული ეტაპის შინაარსს….მხოლოდ კონკრეტული თემატიკებით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ცალკეულ კვირის აქტივობებზე.

– სასწავლო კურსის თითოეული ეტაპის ხანგძლივობა 4 კვირაა; სულ-12 კვირა, 3 თვე.

– კურსი ითვალისწინებს სწავლებას კვირაში 2 დღე (2სთ-ს განმავლობაში, შაბათსა და კვირას 12:30 დან 14:45 სთ-მდე).

– კურსის სრული შინაარსის გასაცნობად დაგვიკავშირდით:
ტელ: 568706035
მისამართი: ალ. ყაზბეგის 27.

სასწავლო კურსის თითოეული ეტაპის ღირებულება 310 ლარი. მთლიანი კურსის – 930 ლარი; ცალკეული კვირის აქტივობებზე რეგისტრაციისას – 85 ლარი;

წარმოგიდგენთ მეღვინეობის I (ღვინის დეგუსტაცია და სერვინგი; ღვინის კლასიფიკაცია; ქვევრის ღვინო – ქართული ფენომენი) დონის პროგრამას:

I კვირა – 24, 25 ნოემბერი
• მეღვინეობის ისტორია;
• ქვევრის ღვინო – ქართული ფენომენი;
• საქართველოს მევენახეობის რეგიონები და ყურძნის ჯიშები;
• ღვინის კლასიფიკაცა;
• დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები.

II კვირა – 1, 2 დეკემბერი
• ღვინის დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა;
• ღვინის სერვინგი, საჭირო ატრიბუტები:
• ღვინის ვიზუალური დეფექტები;
• ღვინისა და სურსათის შეხამების ძირითადი პრინციპები.

III კვირა – 8, 9 დეკემბერი
• თეთრი ღვინის ფერი და არომატი;
• პრაქტიკული ტრენინგი: თეთრი ღვინოების დეგუსტაცია (ევროპული ტიპის; ქვევრის, მუხაზე დავარგებული, ბუნებრივად ნახევრადტკბილი)

IV კვირა – 15, 16 დეკემბერი
• წითელი ღვინის ფერი და არომატი;
• პრაქტიკული ტრენინგი: წითელი ღვინოების დეგუსტაცია; ( მშრალი; ქვევრის, მუხაზე დავარგებული, წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი).

დაინტერესების შემხვევაში კურსის სრულ შინაარსს და საბანკო რეკვიზიტებს მოგაწვდით პირადი შეტყობინებით.

ქართული ღვინის გილდია