დარგებიმემცენარეობა

სათბურის ვარდის წარმოების ტექნოლოგია

ვარდი (ლათ. Rosa)- მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი, ლათ.-Rosa Canina), რომლებიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია გავრცელებული. საქართველოში 25-მდე სახეობაა.
ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე  აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით.

ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული.

ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი.
შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია.

ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.

სათბურის ვარდის წამოების ტექნოლოგია სრულად იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://www.care-caucasus.org.ge/uploads/ROSE1.pdf