სენაჟის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიები
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ზამთრის სეზონში გამოსაკვებად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის და განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებული საკვები _ თივა, სილოსი და სენაჟი. ამათგან მაღალი კვებითი ღირებულებით ხასიათდება სენაჟი.
სენაჟის დამზადება ნაკლებადაა დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე, ვიდრე თივის დამზადება. სასენაჟედ მოთიბული მასა სასურველ ტენიანობამდე 45-55%-მდე, რომ დავიდეს, იმის მიხედვით, თუ როგორია მოთიბვის პროცესში მწვანე მასის ტენიანობა, კარგ ამინდში საკმარისია 2-4 საათი, ზოგიერთი მაღალტენიანი ბალახის შემთხვევაში 4-7 საათი, ხოლო ღრუბლიან ამინდში კი ეს დრო საკმაოდ დიდია 1-2 დღე. ცვლადი ამინდის პირობები ბალახეული კულტურების სასენაჟედ აღებისას საშუალებას იძლევა გავზარდოთ აღების ტემპი, ამასთან იზრდება მასაში საკვები ნივთიერებების რაოდენობა და უმჯობესდება მათი მონელება, ამასთან რაც უფრო მცირეა მასის დაჭკნობის და სასენაჟე მასის ჩადების დრო, მით მაღალია მიღებული საკვების კვებითი ღირებულება.
სენაჟის დამზადებისას ბალახის აღება წარმოადგენს მეორად ფაქტორს და ნაკლებ გავლენას ახდენს დამზადებული საკვების ხარისხზე, საკვებში მონელებადი პროტეინის რაოდენობაზე, უჯრედოვანას ვიტამინების და სხვა საკვებ ელემენტების რაოდენობაზე.
სენაჟის დამზადების ტექნოლოგიის დაცვისას კვებითი ღირებულებების დანაკარგი არის შედარებით მცირე, ვიდრე თივისა და სილოსის დამზადებისას.
შრომითი დანახარჯები სენაჟის დამზადებისას შედარებით მცირეა, ვიდრე სხვა სახის საკვების დამზადებისას. ყოველ ერთი საკვები ერთეულის თივის დასამზადებლად იხარჯება 2,4 კაც.სთ; სილოსის დროს 1,1, ხოლო სენაჟის დამზადებისას 0,8კაც.სთ. ეს განპირობებულია ძირითადად იმით, რომ სენაჟის კვებითი ღირებულება გაცილებით დიდია, ვიდრე სილოსის. ამასთან სენაჟის ყოველი საკვები ერთეულის დამზადება მოითხოვს შედარებით ნაკლებ კაპიტალურ დანახარჯებს, შესანახი სათავსოების მოსაწყობად.
მაღალხარისხიანი სენაჟის დამზადებაში, დიდი მნიშვნელობა აქვს, მწვანე მასის მოთიბვის სიმაღლეს. ბალახის მოჭრის ყველაზე ოპტიმალური სიმაღლეა 5- 7სმ. მოჭრის სიმაღლის გაზრდა იწვევს მოსავლიანობის შემცირებას, ხოლო მოჭრის სიმაღლის შემცირება იწვევს დაჭუჭყიანებას და ბალახის ძირების დაზიანებას, რაც შემდგომი მოთიბვისათვის ამცირებს მოსავლიანობას. მოთიბული მასის სწრაფად და თანაბარი დაჭკნობისათვის, სასურველია მოთიბვის პროცესთან ერთად ვაწარმოოთ გათიბული მასის დატყლეჟვა, ამის შედეგად გაჭკნობის პროცესი 1,5-2–ჯერ ჩქარდება. ამისათვის გამოიყენება თვითმავალი სათიბ-საქუცმაცებელი მანქანები.
დამჭკნარ მწვანე მასას, ბალახს აკრეფის პროცესშივე აქუცმაცებენ 60- 80 მმ-ის სიგრძეზე, ამ დროს საკვები ნივთიერებების დანაკარგი მინიმალურია, ხოლო სენაჟის ხარისხი მაღალი. მრავალი მკვლევარის დაკვირვება გვიჩვენებს მწვანე დამჭკნარი მასის დაჭრის ოპტიმალური სიგრძეა 30მმ, რომელთა რაოდენობა მთლიან მასაში უნდა იყოს 75%. ტრანშეიში დამზადებისას მისი სიგრძე შეიძლება გაიზარდოს 50მმ-მდე. ეს გამოწვეულია იმით, რომ მცირე ნაწილებად დაქუცმაცება შესაძლებელს ხდის დატკეპნისას გავზარდოთ მასის სიმკვრივე.
იმისათვის, რომ ვაკონტროლოთ, სწორად მიმდინარეობს თუ არა სენაჟის დამზადება, უნდა ვაკონტროლოდ მასის ტემპერატურა. იგი არ უნდა აღემატებოდეს 308-3100 (35-370C) გამჭკნარი მწვანე მასის ჩადებისას მასაში წარმოიქმნება შედარებით მეტი სითბო ვიდრე სილოსში. კოშკში ჩატვირთვის დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, ხოლო ტრანშეიში 3 დღეს. აქედან გამომდინარე სენაჟის დამზადებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სილოსის დამზადებისათვის განკუთვნილი ნაგებობის ფორმას და ზომებს. კოშკში სენაჟის ჩატვირთვისას მასის ტენიანობა უნდა იყოს 45-55% ხოლო ტრანშეიში 55-60%. ტენიანობის ქვედა დონე განსაზღვრულია მასაში ტემპერატურის აწევით – რაც წარმართავს მიკრობიოლოგიურ პროცესებს.
ტრანშეიში ჩატვირთვისას ძნელია სრულად გამოვდევნოთ ჰაერი, ამისათვის დასაშვებია დაქუცმაცებული მასა იყოს 60%-ანი. ასეთ საკვებში შესაძლებელია რძემჟავა დუღილი მიმდინარეობდეს არა ინტენსიურად, მაგრამ მისი როლი განსაზღვრულია და საკვები განიცდის დაობებას მშრალი ნივთიერებების დიდი შემცველობის გამო.
ჩატარებული ცდების შედეგები მეტყველებს, რომ მწვანე მასის დაჭრის სიგრძე ასევე მოქმედებს საკვების ბიოქიმიურ შემადგენლობაზე. ამ დასკვნას ადასტურებს შავჭრელი ჯიშის მრპ-ს მოზარდის გამოკვების შედეგები. ცდები ტარდებოდა სქემით: 26 დღე მომზადების პერიოდი და 90 დღე ძირითადი; ძირითადი დრო გაყოფილი იყო სენაჟით კვების სამ ქვეპერიოდებად; პირუტყვის დღე-ღამური რაციონი შეადგენდა: მდელოს თივა 1კგ, სარწყავი ხორბლის ნამჯა 1კგ, სენაჟი 18კგ, მინერალური დანამატები და კონცენტრირებული საკვები 568 იცვლებოდა ნორმის ზრდიდან გამომდინარე პირუტყვის ნამატი იყო ინტენსიური I-ში 21,8კგ, II-ში 22,2კგ. ამავე პერიოდში მინიმალური იყო III-ში 18,4კგ. სენაჟის სხვადასხვა ხარისხის მიხედვით. ამასთან იგი აისახა ორგანიზმში ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესზე, მესამე პერიოდში არასრულად მიმდინარეობდა რაციონში არსებული საკვები ნივთიერებების გამოყენება.