აგრარული განათლებამებოსტნეობარუბრიკებიფერმერი ფერმერს

შამპინიონი _ ქამასოკო (Agaricus)

ქამასოკო, შამპინიონი (Agaricus) — ქუდიანი სოკოების გვარი. გვარის ყველა სახეობა ქამასოკოს სახელწოდებით არის ცნობილი. 300-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზესაქართველოში ქამასოკოს 12 სახეობა გვხვდება, რომელთაგან აღსანიშნავია მინდვრის ქამაკულტურული ქამატყის ქამასოკომინდვრის ქამაქალაქის ანუ ტროტუარის ქამამეჭეჭებიანი ქამა და სხვა.
ქამასოკოს სახეობები ერთმანეთისაგან ხშირად ძნელად გასარჩევია. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ქამასოკო (ლათ. Agaricus campestris), რომლის ქუდის დიამეტრია 3—10 სმ. ნაცრისფერია, ხორცოვანი; ქუდის რბილობი გადატეხისას ჰაერზე ვარდისფერდება. იზრდება ადრე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე, ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში ბაღებში, ბოსტნებში, ეზოებში, მინდვრებზე და ა. შ.

Agaricus Xanthodermus Fs 09

საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ორი ლათ. Agaricus xanthodermus და ლათ. Agaricus placomyces — შხამიანია, სხვები იჭმება. ზოგჯერ ქამასოკოს (უფრო ზუსტად ორსპორიან ქამასოკოს) საგანგებოდაც აშენებენ სათბურებში, გაუქმებულ შახტებში ან სარდაფებში.

შამპინიონს განსაკუთრებული ადგილი უკავია ბოსტნეულ მცენარეთა კულტურაში. სოკოს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, რადგან ბევრ ცილოვან აზოტს შეიცავს.

ცილები სოკოში დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ხორცში. ცილოვანი აზოტი შამპინიონის მშრალ ნივთიერებაში 20%- აღწევს.

ახალგაზრდა სოკოებში აზოტიანი ნივთიერებები მეტია, ვიდრე ხნიერში, თანაც ქუდში უფრო მეტია, ვიდრე ფეხში.

სოკოს იყენებენ შემწვარი ან მოხარშული სახით, მისგან ამზადებენ კონსერვებს, ინახავენ მარინადის სახით.

ზამთარში დაცულ გრუნტში აწარმოებენ ახალი სახით მოსახმარებლად შამპინიონის გამოყვანას.

სოკო მრავლდება ვეგეტატიურად, მიცელიუმის უჯრედების დაყოფით და სპორებით.

შამპინიონს ისევე, როგორც სხვა სოკოებს ქლოროფილი არა აქვს და ამიტომ სინათლეს არ საჭიროებს, ის იზრდება ლპობადი მკვდარი ორგანული ნივთიერების ხარჯზე.

შამპინიონის ძირითადი ვეგეტატიური მასა-მიცელიუმი შედგება მრავალრიცხოვანი თეთრიძაფებისაგან, რომლებიც გამჯდარია ორგანულ საკვებ სუბსტრატში. ხელსაყრელ პირობებში შამპინიონი სუბსტრატის ზედაპირზე წარმოქმნის სოკოს ნაყოფიერ სხეულებს-სპოროვანი გამრავლების ორგანოებს. სწრაფად ვითარდება, რა სუბსტრატის ზედაპირზე ნაყოფიერი სხეული, შემდგომში ორ ნაწილად იყოფა: ფეხვი, რომელიც შეერთებულია მიცელიუმთან და ქუდინაყოფიერი სხეულის ზემოთა ნაწილად, რომელიც სპორებს იძლევა.

ქუდსა და ფეხს არა აქვს განსაკუთრებული აგებულება და ისინი შედგებიან მიცელიუმის ცალკეული ძაფებისაგან. ქუდის ქვემო მხარეზე რადიალურად განწყობილი ფირფიტებია, რომლებშიაც ვითარდებიან ცალკეული ვეგეტატიური ნაწილები-სპორები. ერთი ქუდი რამდენიმე მილიარდ სპორას იძლევა. საჭმელად გამოიყენება შამპინიონის ნაყოფიერი ახალგაზრდა სხეული სპორების მომწიფებამდე.

Unnamed

ნაყოფიერი სხეულის ჩასახვიდან სპორების წარმოქმნამდე, ზრდისათვის ხელსაყრელ პირობებში 7-10 დღეა საჭირო.

შამპინიონისათვის საუკეთესო ტემპერატურად ნაყოფიერების პერიოდში ითვლება 11-15°C .

გრუნტის ტემპერატურა კი ნაყოფიერების პერიოდში 14-18°C-ია. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 80- 85%-ია.

შამპინიონი მოჰყავთ სპეციალურ სათბურებში, შენობის სარდაფებში, კვალსათბურებში, ყუთებში და ღია გრუნტში.

სათბურს ხურავენ სინათლეგაუმტარ სახურავით. საჭირო ტემპერატურის რეჟიმი საშამპინიონე სათბურებში იქმნება შესაბამისი ნეხვით, რომელიც იმავე დროს სოკოსათვის კვების წყაროსაც წარმოადგენს.

ნეხვს და ნაგავს წინასწარ აგროვებენ და ინახავენ დატკეპნილ მდგომარეობაში. 1მ2 –ზე უნდა დამზადდეს 0,5 კუბური მეტრი. სათბურში შეტანამდე საჭიროა მისი შეხურება, ამას აღწევენ აჩეჩვით. 45°C -ზე ზევით მთელი სოკოვანი ფლორა იღუპება. სოკოს მცენარისათვის საუკეთესოა ცხენის ახალი ნეხვი, რომელსაც ურევენ მცირე რაოდენობით ნამჯას. ნეხვს იყენებენ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ის მთლიანად არ არის გადამწვარი, რომელსაც კიდევ შეუძლია სიმხურვალის გამოყოფა. ნეხვის დატენვის ვადა აგვისტოა. საჭიროა წუნწუხის დამატება და შემდეგ სულფატ ამონიუმის 2 კგ-ის რაოდენობით ტონაზე.

მიცელიუმის დარგვას აწარმოებენ გრუნტში, მისი გაწყობიდან 20-30 დღის შემდეგ, როდესაც ტემპერატურა 20-250 -ია, ტენიანობა- 50%.

მომზადებულ სუბსტრატში მხოლოდ სტერილურ მიცელიუმს რგავენ, მისი 1 კგ საკმარისია საშამპინიონეს 4მ2 სასარგებლო ფართისათვის.

 სოკოს ნაყოფიერება იწყება მიწის დაყრიდან 20-40 დღის შემდეგ. სოკოს აღება ყოველდღიურად წარმოებს და გრძელდება 3-დან 7 თვემდე. აღებისას იღებენ უფრო დიდ, მაგრამ გაუშლელ სოკოებს, სოკო უნდა მოიჭრას. აღებული სოკო კარგად ინახება 5-7 დღე 1-3°C. ერთ კვადრატულ მეტრზე შეიძლება მივიღოთ 3-5 კგ სოკოს მოსავალი