აგროსიახლეები

შვეიცარიაში „დაქლორილი ქათმების“ იმპორტი პოლიტიკურ დავას იწვევს

შვეიცარიის მთავრობა ვაშინგტონთან აშშ-დან ქლორით დამუშავებული ქათმის იმპორტის ნებართვის გაცემას განიხილავს, რათა ტარიფებთან დაკავშირებული დავა შეარბილოს.
ქვეყანაში ასეთმა ოდინალურმა გადაწყვეტილებამ, როგორც ფერმერების, ისე მსხვილი სავაჭრო ქსელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

გაზეთ NZZ am Sonntag-ის ცნობით, შვეიცარია მზად არის გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, რადგან ამერიკამ შვეიცარიულ ექსპორტზე 39%-მდე საბაჟო გადასახადი დააწესა და ეს გადწყვეტილება უვადოდ უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე.

ახალი სავაჭრო შეთანხმების პროექტი მოითხოვს, რომ შვეიცარიამ ამერიკული მეფრინელეობის პროდუქციის ბაზარზე შეზღუდვები მოხსნას, მათ შორის ქათმის იმპორტზე, რომელიც დაკვლის შემდეგ ქლორის დიოქსიდის ხსნარში მუშავდება, რათა  სალმონელა და კამპილობაქტერია განადგურდეს.

აქამდე შვეიცარიაში ასეთი ფორმით დამუშავებული ქათმის ხორცის ადგილზე წარმოება ან უცხოეთიდან შემოტანაა  აკრძალული იყო.

შვეიცარიის ფერმერთა ასოციაციის (SBV) პრეზიდენტმა მარკუს რიტერმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას „ბაზარი მიიღებს“. თუმცა ფრინველის მწარმოებლების ასოციაციამ ეს ნაბიჯი „მიუღებლად“ შეაფასა და გაიხსენა, რომ მსგავსი აკრძალვა აქამდე დაუშვებლად ითვლებოდა.

ქვეყნის უმსხვილესი საცალო ქსელები – Migros, Coop, ასევე Aldi და Lidl – უკვე აცხადებენ, რომ ქლორით დამუშავებულ ქათამს თავიანთ ქსელებში არ შეიტანენ. ისინი პრიორიტეტს შვეიცარიულ, მაღალი  სტანდარტებით ნაწარმოებ პროდუქციაზე აკეთებენ.

ქლორირებული ქათმის თემა მხოლოდ შვეიცარიისთვის არ არის ახალი. მსგავსი დისკუსიები ადრე ევროკავშირისა და აშშ-ის სავაჭრო მოლაპარაკებების დროსაც გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა ორგანიზაციები და მწარმოებლები ჯანმრთელობის რისკებზე საუბრობდნენ, ევროპის სურსათის უსაფრთხოების სააგენტომ (EFSA) დაასკვნა, რომ ასეთი პროდუქტის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამგვარად, საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით სურსათის უსაფრთხოებას ეხება, რეალურად სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების საგნად იქცა, შვეიცარიის ხელისუფლებას  სავაჭრო ურთიერთობებსა და ადგილობრივ სტანდარტებს შორის ბალანსის მოძებნა უწევს.

წყარო: NZZ am Sonntag / AgroXXI.ru