სიმინდის მავნებელ-დაავადებებისა და სარეველებისაგან დაცვა
აპრილის დასაწყისი, ნიადაგის დახვნა, ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი, ასევე მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ ნიადაგური მოქმედების ჰერბიციდების შეტანა _ ალკანსე (პენდიმეტალინი + კლომაზოლი) – 2,5 ლ/ჰა, ან ამეტრინი (პრომეტრინი) _ 2 – 3,5 ლ/ჰა, ან იკანოსი (პრომეტრინი) _ 1 – 1,5 ლ/ჰა, ან გოლიაფი (2,4 დ მჟავას მარილი 350 გ/ლ + დიკამბას დიმეთილამინის მარილი 125 გ/ლ) _ 1,2 – 1,5 ლ/ჰა.
აპრილის შუა რიცხვებში თესვისთვის მომზადება, თესვსის დაწყება:
თესლის შეწამვლა მავნებლების წინააღმდეგ (ბუგრები, მავთულა ჭიები, მარცვლეულის ბუზი, სამხრეთის რუხი ცხვირგრძელა, მავთულა ჭიები, დასავლეთის სიმინდის ხოჭო, ტკაცუნები, ღრაჭები): ნუპრიდი ან სიდოპრიდი (იმიდაკლოპრიდი) _ 4,5 – 5 ლ/ტ თესლზე; სამუშაო ხსნარის ხარჯ.ნორმა – 10 ლ წყალი/ტ თესლზე, ან პონჩო (კლოთიანიდინი) – 4 ლ/ტ თესლზე, ან ეფდალ იმიდრიდი (იმიდაკლოპრიდი) _ 7,5 – 10 ლ/ტ თესლზე, ან გორტკა (იმიდაკლოპრიდი) – 6 ლ/ტ თესლზე, ან რეზიუმე (იმიდაკლოპრიდი) – 5კგ/ტ თესლზე + თესლის შეწამვლა დაავადებების წინააღმდეგ (მაგარი და მტვრიანა გუდაფშუტები, ფესვის ყელის სიდამპლეები, ფუზარიოზები, სეპტორიოზი, ბადისებური და ზოლებიანი ლაქიანობები, პითიუმი, ალტერნარიოზი): ინშურ პერფორმი (პირაკლოსტრობინი + ტრინიკონაზოლი) – 0,5 ლ/ტ თესლზე,სამუშაო ხსნარის ხარჯ.ნორმა – 10 ლ წყალი/ტ თესლზე; ან ეფდალ დინექსი (დინიკონაზოლი) – 2 კგ/ტ თესლზე; ან სონფიქსი (დინიკონაზოლი) – 2 კგ/ტ თესლზე.
შენიშვნა: რეკომენდაციაში მოცემული პესტიციდები რეგისტრირებულია საქართველოში. შესაძლებელია მისი კორექტირება, ასევე პრეპარატების ჩანაცვლება სპეციალისტებთან შეთანხმებით კლიმატური პირობების, ზონალობის, პესტიციდების ასორტიმენტისა და გამოყენების რეგლამენტების გათვალისწინებით.
სამუშაო ხსნარის მომზადება: ჩატარებული წამლობის ეფექტურობისათვის საჭიროა სამუშაო ხსნარის კონცენტრაციის ზუსტი განსაზღვრა: სამუშაო ხსნარის კონცენტრაცია არის პრეპარატის ხარჯვის ნორმა (1 ჰა-ზე) გამრავლებული 100-ზე და გაყოფილი სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმაზე (1 ჰა-ზე).