სკა – სახეობები, ტიპები და კომპლექტაცია
სკა – ფუტკრების საცხოვრებელი სახლია, აქ ისინი აშენებენ ბუდეს, რომელსაც ადგენენ ცვილის ფიჭისგან. ფიჭის უჯრედებში ზრდიან ბარტყებს, იმარაგებენ საკვებს, ხოლო ფიჭებს შორის თავსდებიან ფუტკრები.
სკა უნდა იცავდეს ფუტკარს გარემოს ტემპერატურის ცვალებადობისაგან, ქარისაგან, სიცივისა და სიცხისგან, რათა ფუტკარმა შეძლოს სკის შიდა ტემპერატურის დაცვა.
სკის ძირითადი ნაწილებია:
ა) ძირი, მოძრავი ან კორპუსზე მიმაგრებული საფრენები;
- ერთი ან რამდენიმე კორპუსი, რომელშიც თავსდება ბუდის ჩარჩოები, მაგრამ ზოგიერთი ტიპის სკებს ედგმება საკუჭნაოები, კორპუსებს წინა კედელზე გაკეთებული აქვთ საფრენები;
- თხელი თუნუქით დაფარული ხის ბრტყელი სახურავი სავენტილაციო ხვრელებით;
- ბუდის და საკუჭნაოს ჩარჩოები;
- სამთაბაროდ ფუტკრის წასაყვანად საჭირო დამხმარე და ბუდის დასათბუნებელი მასალა (სკის ნაწილების დასამაგრებლები და დათბუნებისათვის გვერდითი და ზედა ბალიშები);
ყველა ნაწილები – ძირი, კორპუსი, საკუჭნაო, სახურავი ერთმანეთს მჭიდროდ უნდა ერგებოდეს, ადვილი უნდა იყოს შესაძლებელი დაშლა-აწყობა. ერთნაირი ზომის გამო ერთი და იგვე ნაწილი თავისუფლად ერგებოდეს ყველა სკას. სტანდარტული ზომის უნდა იყოს ბუდისა და საკუჭნაოს ჩარჩოებიც, რათა თავისუფლად მოხდეს მათი ერთი სკიდან მეორეში ჩადგმა. ყოველ სკას უნდა ახლდეს ტიხრები. სკაში უნდა თავსდებოდეს ოჯახი, რომელსაც ექნება საჭიროებიდან გამომდინარე მოცულობაში გაზრდის და დაპატარავების საშუალება.
სკას მრავალი სახეობა გააჩნია . ყველა ჩარჩოიანი სკები შეგვიძლია დავყოთ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სახეობად. ვერტიკალურს უწოდებენ სკას, რომის მოცულობა, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსების დამატებითი დადგმით იზრდება. ამიტომ მისი სიმაღლე უფრო მეტია, ვიდრე სიგანე. ჰორიზონტალურ სკად კი მიიჩნევენ ისეთს, რომლის მოცულობას არა სიმაღლეში,არამედ განში ზრდიან.
მრავალკორპუსიანი სკა
ამ სახის სკა აქტიურდ გამოიყენება აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ ამერიკაში.
მრვალკორპუსიანი სკის კონსტრუქციული თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ უფრო მსუბუქები არიან და მათი მოცულობაც გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე სხვა ტიპის სკები; თითოეულ მათგანში 10 ჩარჩო და ტიხარი თავსდება. ამ სახეობის სკა განკუთვნილია ფუტკრების სტაციონარულ თუ მომთაბარე საფუტკრეებში შენახვისათვის. ის შედგება რამდენიმე (ხშირად ოთხი) კორპუსისგან, რომელთაგან თითოეულში თავსდება 435×230 მმ ზომის 10 ჩარჩო. ასეთი სკაში ფიჭის საერთო ფართობი საკმარისია ფუტკრის ძლიერი ოჯახის განსათავსებლად. სკას ერთგვარი სვეტის ფორმა აქვს, რომელსაც გააჩნია მცირე შვრილი ქვედა ფუტკრების შესაფრენ ნაწილში; შვერილი უზრუნველყოფს ქვედა საფრენი ჭრილის საიმედოდ დახურვას სკის ტრანსპორტირებისას და გზაში ხელს უწყობს ჰაერის თავისუფლად შეღწევას სავენტილაციო მოწყობილობებისკენ.
ძირი – სკის ავტონომიური ნაწილია, მოხსნადია ; მისი დახრილი პანელი (1:23 -ი დახრილობით) შედგება 35 მმ სისქის სამი დაფისგან, რომლებიც ოთხივე მხრიდან შემოსალტულია. საფრენ ნაწილში მის უკანა ხის სალტეებს შვერილები გააჩნიათ, რომლებიც საშუალებას აძლევენ მჭერებს (მეტალის ფირფიტებს) შიგნიდან დაამაგრონ შესაფრენ – ასაფრენი დაფები. ტრანსპორტიებისას მჭერების საშუალებით შესაფრენ-ასაფრენი დაფა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადადის და საიმედოდ ხურავს ქვემოთა საფრენს. ქვედა საფრენში თავსდება 20×20 მმ-ის ჩასადგამი დეტალი, რომელსაც აქვს 100 მმ სიგრძის შესაფრენი ჭრილი.ჩასადგამი დეტალის ამოღების შემთხვევაში საფრენს მაქსიმალური 375×20 მმ ზომის ჭრილი აქვს (რომელიც აუცილებელია მთავარი ღალის პერიოდში). სკის ძირს ქვემოდან ხის მასალის წნული უკეთდება მიწაზე დადგმისას რომ არ დაინესტოს და დალპეს. ქვემოდან უნდა შეიღებოს. ყოველ კუთხეში ორივე მხრიდან დაჭედებულია დეტალებად დაშლის თავიდან ასაცილებლად.
კორპუსი – მისი კედლები 35 მმ-იანი ხის დაფებისგანაა დამზადებული. კორპუსის ზედა და ქვედა კიდეებში გამოყოფილია ფალცები კორპუსების ერთმანეთთან და სკის სხვა ნაწილებთან საიმედოდ დაკავშირებისთვის ტრანსპორტირებისას და სითბოს შესანახად. თითოეული კორპუსის წინა კედელზე გამოჭრილია 25 მმ-ი დიამეტრის ზედა შესაფრენი ხვრელი, რომელსაც ხურავს ლითონის საყელური. კორპუსის მოხერხებული აღებისათვის გვერდითა კედლების გარე მხარეზე სპეციალური ნიჟარაჩაღრმავებებია დაყოლებული. კორპუსის კედლები კიდეებში წყალგამძლე წებოთია დაკავშირებული ერთი მეოთხედით და ლურსმნებითაა დაჭედებული. კორპუსის შიდა ზომებია 375x450x340 მმ. ჩარჩოებს კი გამყოფებია აქვს დატანებული.
სახურავი – შედგება 5 თხელი ფირფიტისგან, რომლებიც ორი ხის სამაგრითაა გამაგრებული. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ჰორიზონტალური დიაფრაგმა, რომელსაც სკის კორპუსებს შორის ათავსებენ. სახურავის ქვედა განყოფილება
წარმოადგენს სარტყელს, რომელიც აფიქსირებს კორპუსის ქედებზე დაწოლილ ჭერს. 15-მილიმეტრიანი ქვედა ფალცით ზევიდან აფიქსირებს ჭერს. საჭიროების შემთხვევაში ქვედა განყოფილებაში ათავსებენ ზედა დასათბუნებელს. სახურავის ქვედა განყოფილების ძირითად მდებარეობას წარმოადგენს სკის ზედა ნაწილი, თუმცა ჭერთან ერთობლიობაში გამოიყენება ჰორიზონტალური დიაფრაგმის მაგივრად კორპუსებს შორის, რომლებშიც სხვადასხვა დედა ფუტკრების მქონე ფუტკრების ოჯახები ცხოვრობენ. თუ ასეთ შემთხვევებში აუცილებელი ხდება ფუტკრების იზოლირება, (მაგალითად, გარემოს შხამ-ქიმიკატებით დამუშავებისას) და ხელი შეუშალოთ ფუტკრის გარეთ გამოფრიენას, ჭერს ვხსნით და მის ადგილას ვდებთ სავენტილაციო ჩარჩოს (რათა თავიდან ავიცილოთ სკის ქვედა განყოფილებაში მყოფი ფუტკრების დაორთქლვა). ზედა ოჯახის ფუტკრებს უშვებენ სახურავის ქვეშ. საფრენებს ხურავენ. სეზონის ცხელ პერიოდში სკის უკეთესი ვენტილაციისთვის, შეიძლება ქვედა კორპუსის ქვეშაც განთავსდეს. და ბოლოს, ერთიმეორეზე მოთავსებული სახურავის ორი ქვედა განყოფილებისგან ქმნიან სადგამს, რომელშიც შეიძლება განთავსდეს 435×300 მმ-ის ჩარჩოები. ამის აუცილებლობა შეიძლება გაჩნდეს ფუტკრების ოჯახების 435×230 მმ ჩარჩოზე გადასაყვანად, ან სანაშენედან მოსული ფუტკრის პაკეტების 435×300 მმ ჩარჩოებზე გადატანისას.
ტრანსპორტირების დროს სახურავი იქცევა მყარ ბრტყელ დანადგარად იმის გათვლით, რომ განთავსდეს ავტომანქანის ძარაზე ერთიმეორეზე რამდენიმე იარუსად. ამის გამო სახურვის შესაჭედად გამოიყენება 24 მმ-იანი დაფები.სახურავის სარტყელი სიმაღლეში 105 მმ. კუთხეებში ფიცრები შეერრთებულია წებოთი და დაჭედებულია ლურსმნით. სახურავის ქვემოდან შესაჭედად ამოარჩევენ 15 მმ-იან ფალცს, მისი საშუალებით სახურავი პირდაპირ ჭერზე იდგმება მისი ქვედა განყოფილების გვერდის ავლით. სახურავში შეიძლება ჩამონტაჟდეს სავენტილაციო ჩარჩო. სახურავი დაფარულია თუნუქით.
სავენტილაციო ჩარჩო – შედგება ხის ნაწილისგან და მეტალის ფუტკარგაუმტარი ბადესგან. იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია ფუტკრების ოჯახი, ჩარჩო შეიძლება დამაგრდეს სახურავის ქვედა განყოფილების ფალცებში, კორპუსში ან კიდევ ჩამონტაჟდეს სახურავში ფიქსატორების დახმარებით. სავენტილაციო ჩარჩოს დამონტაჟებისას სახურავის ქვედა განყოფილებაში წარმოიქმნება 55 მმ-იანი ჩარჩოს ზემოთ არსებული სივრცე. როდესაც ჩარჩო თავსდება სახურავში, ის გასაზრდელია 85 მმ-მდე. თუ კორპუსსა და სახურავს შორის კიდევ სახურავის ქვედა განყოფილებაა, მაშინ ეს დაშორება 130 მმ-მდე იზრდება. ფუტკრის ძლიერი ოჯახის ტრანსპორტირებისას ფუტკრების ბუდის ზემოთ შეიძლება ჩადგმულ იქნას ცარიელი კორპუსი. ამ შემთხვევაში ჩარჩოებითვის განკუთვნილ ფალცებში დგამენ სავენტილაციო ჩარჩოს. ზუსტად ასევე შეიძლება მოქცევა როდესაც გვინდა ფუტკრების იზოლირება, რომ არ მოიწამლონ შამქიმიკატებისგან, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებლების წინააღმდეგ იყენებენ.
დღეს ყველაზე ხშირად ვხვდებით 10 ჩარჩოიან მრავალკორპუსიან სკას. ბევრი სხვა სახეობისგან განსხვავებით, ის საშუალებას იძლევა წარმატებით გაუძღვეს როგორც გამოცდილი მეფუტკრე, ასევე დამწყები. ამასთან, ასეთ სკაში შეიძლება თავისუფლად მოთავსდეს ფუტკრის ბევრი ოჯახი.
ალპური სკა. წარმოადგენს მრავალკორპუსიანი სკების სახეობას, არ გააჩნია გამყოფი მესერი, სავენტილაციო ჭრილი ან ნახვრეტი და მარაგდება ნექტრით ფუტკრის ერთადერთი საფრენით.
რუტის სკა (ლანგსტროტი – რუტი) ამ სახის სკის შექმნის იდეის ავტორებად აღიარებენ ორ ამერიკელ მეფუტკრეს – ლანგსტროტსა და რუტს. ის წარმოადგენს მრავალკორპუსიანი სკის ერთ-ერთ სახეობას.დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნილი სკა არის. აშშ – ს საფუტკრებში სკების თითქმის 90% წარმოადგენს რუტის სკა. ის რამდენიმე კორპუსისგან შედგება (ყველაზე ხშირად 6 ცალისგან). თითო კორპუსებში მოთავსებულია 10 ჩარჩო, ზომით – 230х435 მ.მ. რუტა-ს სკები სხვადასხვა მოცულობისაა – 2, 3 და 4 სართულიანები. თითოეულ სართულზე 10 ჩარჩოა. ზოგჯერ ნახევარჩარჩოები, სექციები ან სადგარებიც აქვთ, მაგრამ ჩვეულებრივ მე-2, მე-3 სართულების ზემოთ.
სკის კორპუსი უმჯობესია დამზადდეს 22-40 მმ სისქის მშრალი, თანაბარი ზომის ხის ნაჭრებისგან, კორპუსის სიმაღლე უნდა იყოს 240 მმ, სიგანე – 400 მმ, ხოლო სიგრძე – 462 მმ..
რუტის ჩარჩოს გარეგანი ზომებია: სიმაღლე – 232მმ (91/ დიუმი), სიგანე – 446 მმ (17’/2 დიუმი), ასე რომ, ჩარჩოსა და კედელს შორის 8 მმ-ის სივრცე რჩება. ჩარჩოები მარტივებია და გამყოფები არ გააჩნიათ. რუტი-ს საწარმოს მიერ დამზადებული ორიგინალური სკა: 1) ჩარჩოებს შორის დისტანცია – 35 მმ, 2) ჩარჩოს გვერდების სიგანე – 22 მმ, 3) დიაფრაგმის სისქე -13 მმ, 4) კედლების სისქე – 22 მმ, გააჩნია მასალას, ადგილმდებარეობას და მოვლას. 5) ჩარჩოს ქვედა სივრცისა და ზაფხულის შესაფრენის სიმაღლე – 22 მმ. სკის ძირი ადვილად ამობრუნებადია და დამზადებულია 23 მმ სისქის ფიცრისგან. ამობრუნება შესაძლოა ფართო შესაფრენზე და ჩარჩოს მაღალ ქვემოთა სივრცზეც. სკის კედლებში სახელურების ნაცვლად ნიჟარებია ამოჭრილი.
ორკორპუსიანი სკა
შედგება ორი იდენტური კორპუსისგან, ძირისა და სახურავისგან.
ძირი – დამზადებულია 35 მმ სისქის სამი ხის ფიცრისგან და ფარის ფორმა აქვს. ის მჭიდროდ მაგრფება კორპუსის კედლს, რომლებიც მოიცავენ ქვედა სამ მხარეს. წინა კედლის მხრიდან ძირი გამოწეულია 35 მმით. ამ გამოწეულ ადგილს დამატებითი დეტალების საშუალებით უმაგრდება მოსახსნელი დასაფრენი დაფა, რომელსაც ტრანსპორტირებისას ვერტიკალურ მდგომარეობაში გადაიყვანენ და კორპუსთან აფიქსირებენ.
კორპუსი შედგება ერთმანეთში ენებით ჩამაგრებული 40 მმ-იანი ფიცრის ნაჭრებისგან, ხოლო კუთხეებში ლურსმნებით არის დაჭედებული. წინა და უკანა კედლის ზედა კიდეებზე შიდა მხრიდან ფალცებია ამოღებული ჩარჩოების დასაფიქსირებლად. კორპუსის კედლები სამი მხრიდან მოიცავენ ძირს. ხოლო წინა კედელი მთელ სიგრძეზე დაშორებულია ძირამდე 15 მმ-ით , რითაც ქმნის ქვედა შესაფრენ ჭრილს, რომელიც რეგულირდება ორი სოლისებრი საკეტებით. ქვედა საფრენის ქვემოთ არსებული საკეტის გამოღება შესაძლებელია , მაგალითად, როცა ძირს ასუფთავებენ ნარჩენებისგან. მისი გამოყენება ზაფხულშიც შეიძლება დიდი სიცხეების დროს სკაში ვენტილიაციის გასაძლიერებლად. ზედა საფრენი მრგვალია, 25 მმ დიამეტრისაა. კორპუსის გვერდიტა კედლებში სპეციალური ჩაღრმავებებია დატანებული სკის ხელში ადვილად ასაღებად. კორპუსის შიდა ზომებია: 450x450x330 მმ.
მაღაზია-სადგამები – თითო სკაზე ორი მოდის, 30 ან 40 მმ-იანი სისქის დაფებისგან შეჭედილი. ისინი ურთიერთშენაცვლებადია და სათითაოდ გამოიყენება, როგორც მაღაზიები ან ორივე ერთად, როგორც მეორე კორპუსის ნაცვლად გასამრავლებელი ჩარჩოების განთავსებისთვის. ერთ-ერთ სადგამზე კეთდება 25 მმ დიამეტრის მქონე მრგვალი ჭრილი. ორი მაღაზიის ნაცვლად შეიძლება გაკეთდეს მთლიანი კორპუსი. ხოლო ჭერი 10 მმ სისქის მთლიანი ხის ნაჭრებისგან.
სახურავი – ბრტყელია, შედგება 15 მმ ფიცრის ნაჭრებისგან შეჭედილი ქვედა ნაწილისგან და მასზე დამაგრებული სახურავის დაფისგან. სარტყელის ნაწილის სიმაღლე 105 მმ-ია. მისი კედლების მთელ სიგანეზე დატანებული აქვს სავენტილაციო ჭრლები, შიგნიდან ლურსმნებით მიჭედებული 3-4 მმ ზომის ჭრილების მქონე ბადით. ამ ბედეების მეშვეობით სკა საკმარისად ნიავდება, როდესაც ფუტკრები სახურავის ქვეშ ქუჩდებიან. სავენტილაციო ჭრილების პირდაპირ მოწყობილია ჰაერის მიწოდების მარეგულირებელი. სახურავი იდგმება ერთი მეოთხედით, რაც აადვილებს მასზე ტრანსპორტირებისთვის საჭირო სკრეპების დამაგრებას. სახურავის დაფები ლურსმნებითაა დაჭედებული მის ქვედა ნაწილთან და დაფარულია უჟანგავი ლითონით ან ტოლით.
ორ კორპუსიანი სკა იტევს 435×300 მმ ზომების მქონე 12 ჩარჩოს და 435×145 მმ ზომის 24 ნახევარჩარჩოს. უკანასკნელები შეიძლება საჭიროებისამბრ ჩანაცვლებულ იქნენ საბარტყე ჩარჩოებით.
ტიპური ერთკორპუსიანი 12 ჩარჩოიანი სკა ერთი მაღაზიით: 1 – სახურავი, 2 – სახურავის ქვემო ნაწილი, 3 – მაღაზია, 4 – საბუდე კორპუსი, 5 – ძირი.
წოლელა სკა ამ სახეობის სკა ცნობილია ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან. მასში ბუდე განთავსებულია არა ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურად. ის საშუალებას იძლევა უმოკლეს დროში ჩატარდეს საგაზაფხულო წმენდა. როგორც ყველაზე მომცველი ფართობის მქონე სკაში, მასში მხოლოდ ფუტკრების ძლიერი ოჯახები იზრდებიან.
არსებობს 16 და 20 ჩარჩოიანი მოდელები. გავრცელებულია აგრეთვე მეორე – 24 ჩარჩოიანი ვარიანტიც.
სკის ძირი – შეჭედილია 35 მმ -იანი სისქის ფიცრის სამი ნაჭრისგან, მყარადაა მიჭედებული კორპუსის კედელებზე. წინა კედლის მხრიდან ძირი გამოწეულია 35 მმ-ით. ამ შვერილს სპეციალური სამაგრებით უკეთდება მოსახსნელი საფრენი დაფა, რომელსაც სკის ტრანსპორტირებისას კორპუსის წინა კედელს აკრავენ.
კორპუსს გააჩნია შემდეგი შიდა ზომები 450x810x440 მმ. კორპუსის წინა და უკანა კედლები დამზადებულია 40 მმ-იანი სისქის ხის დაფებისგან, ხოლო
გვერდითა 30 მმ-იანი. კორპუსი შეიძლება ორად გაიყოს და ტიხარით განცალკევდეს ორი ოჯახის შესანახად. გვერდითა და უკანა კედლები დამაგრებულია ძირზე. ხოლო წინა ძირამდე დაშორებულია 12 მმ-ით, რითაც ქმნის ქვედა საფრენ ჭრილს. რომელიც რეგულირდება ორი სოლისებრი სამოძრავებლებით. ქვედა საფრენის ქვემოთ არსებული ჩამკეტის -ს გამოღება შესაძლებელია, მაგალითად, როცა ძირს ასუფთავებენ ნარჩენებისგან. ზედა 25 მ.მ.-ნი საფრენები მრგვალი ფორმისა აქვს.
სკის შიდა ჰორიზონტალური ტიხრები დამზადებულია 10 მმ-იანი დაფებისგან, რომლებსაც სკის კორპუსის წინა და უკანა კედლების ფალცებში დგამენ. გააჩნია სტანდარტული ზომის საბარტყე და სამაღაზიო ჩარჩოები.
სადგამი განკუთვნილია თაფლის ამოღებისთვის. მასში შედის 20 მაღაზიის ჩარჩო. სადგამის კედლების სისქე შეესაბამება კორპუსის კედლის სისქეს. მისი სიმაღლეა 95 მმ. გარედან კედლებზე ჩაღრმავებები აქვს სადგამის ადვილად ასაღებად.
სახურავი ბრტყელი აქვს; მზადდება 15 მ.მ. ფიცრისგან. გააჩნია გამჭოლი სავენტილაციო ჭრილები, დაფარული ბადით, რომელიც არეგულირებს ფუტკრის მიმოსვლას. სავენტილაციო ნახვრეტების მოპირდაპირე მხარეს აქვს ჩამკეტები, მათი მეშვეობით რეგულირდება ჰაერის მიწოდება.
დადანის სკა ეწოდა მისი გამომგონებლის დადანის (ბლატტის) საპატივსაცემოდ. მან ფართო გამოყენება ჰპოვა როგორც ევროპაში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. მის დასამზადებლად გამოიყენება კარგად გამომშრალი და საუკეთესო ხარისხის წიწვოვანი ხის მასალა, მეტალი ან პენოპოლისტიროლი. დეტალები დიდი სიფრთხილით მზადდება, რომ ზომაში ჩაჯდეს ზუსტად, ხოლო წარმოქმნილი ნაპრალები აკურატულად იშპაკლება. ბოლო 60 წლის მანძილზე მის კონსტრუქციაში ცოტა რამ თუ შეიცვალა . ოდნავი ცვლილებები შევიდა მხოლოდ ძირის კონსტრუქციაში.
ამ სახეობის პოპულარობით თუ ვიმსჯელებთ, დავრწმუნდებით, რომ ასეთი ტიპის კონსტრუქცია საკმაოდ მოსახერხებელი და ეფექტურია. ამ სკის ზომები სტანდარტულია – 450 х 450. მისი კედლებისთვის გამოიყენება 37 მმ სისქის დაფები, სახურავის ქვედა ნაწილისა და თავად სახურავის გარდა. თუ ასეთი საცხოვრებლის ვიზუალური ზომებია – 524 х 524. ასხვავებენ ამ სახეობის რამდენიმე ტიპს. ისინი ძირითადად ჩარჩოების რაოდენობით განსხვავდებიან.
მოთხოვნით სარგებლობს დადანის სტანდარტული სკა, რომელიც შედგება 12 300/435 მმ ჩარჩოიანი კორპუსისგან და მაღაზიის 145/435 მმ ნახევარჩარჩოებისგან. ძირითადი კორპუსი დაკომპლექტებულია ორი მაღაზიისგან, ან მეორე კორპუსითაც. ფიჭის პარალელურად იდგმება დიაფრაგმები, რათა შეიქმნას თავისუფალი სივრცე საბუდარ ჩარჩოსა და სკას შორის. არსებობს დადანის 10 ჩარჩოიანი სკაც.
ჩარჩოების რაოდენობა იმის მიხედვით მცირდება, რათა შეუმსუბუქოს დატვირთვა კორპუსს. კორპუსები კომპაქტური გამოდის და მათი გამოყენება გაცილებით იოლი ხდება. ძირითადი კონსტრუქცია იგივე რჩება. აქვე მოცემულია ასეთი სკის ნახაზები.
იაპონური სკა ტრადიციული იაპონურ სკას გააჩნია ერთი განმასხვავებელი თავისებურება – მას არ გააჩნია ჩარჩოები.
სკის შიდა სივრცეს ავსებს ხის ჯვრები, რომლებიც აკავებს ფიჭებს.
ვარეს სკა
აბატი – ემილ ვარრე – უდიდესი გამოცდილების მქონე შთამომავლობითი მეფუტკრე იყო. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მან გამოსცადა ათობით სხვადასხვა სკის სისტემა, რის საფუძველზეც შეიმუშავა საკუთარი უჩარჩო სკა. მისი შექმნ ა ს საფუძვ ლად დე ედო სურვილი ფუტკრებისთვის ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც მაქსიმალურად ახლოს დგას ბუნებრივთან, მაგრამ ამასთან მეფუტკრესთვისაც მოსახერხებელი იქნება. რა თქმა უნდა მთავარი მიზანია მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღება.
სკის ზომებია: 30 х 30 სმ, კორპუსის სიმაღლეა – 21 სმ. რადგან სკისთვის ჩარჩოები არ არის საჭირო, მასთან მუშაობა შეუძლი როგორც ზრდასრულ და ძლირ მამაკაცს, ასევე პატარა ბიჭს და მოხუცებულს. მთელი სისტემის საფუძველში დევს შესაძლებლობა მთლიან კორპუსთან მუშაობა და არა ცალკეულ ჩარჩოებთან წვალება. ჩარჩო ასეთი სკისთვის კატეგორიული უკუნაჩვენებაა, რადგან დიდ ადგილს იკავებს, ხოლო ამოღება და ჩადგმა აღიზიანებს ფუტკრს. სკა შედგება იდენტური ყუთებისგან, რომლებსაც შიგნით ხარიხები აქვს და არა ჩარჩოები! ასეთი სისტემნის გამოყენებას უამრავი უპირატესობა გააჩნია.
კორპუსების ზომებია 300 х 300 х 210 მ.მ. გააჩნია სახელურები.
შემადგენელი ნაწილები და კონსტრუქციის თავისებურება:
- ზედა ხარიხები სისქით 24 მმ, რაოდენობით – 8 ცალი. ისინი 12 მმ-ით არიან დაშორებულნი;
- ყოველი ზედა ხარიხის ქვეშ ფიჭის ლენტებია; ზედა კორპუსის ხის ფიცარს ფარავს უხეში ტილოს ნაჭერი;
- ნახერხით, ხის ბურბუშელათი, თივით სავსე ბალიშს დებენ სახურავის ქვედა ნაწილში;
- სახურავს სამკუთხა წვერო აქვს. სახურავსა და მის ქვედა განყოფილება ნიავდება, ბალიშისგან ხის დაფითაა გამოყოფილი, რაც ხელს უშლის თაგვებს შეღწევისგან;
- ფუტკრები ფიჭის გაკეთებას ზემოდან იწყებენ, დანარჩენ კორპუსები ქვემოდან ედგმება;
- გამოზამთრება მიმდინარეობს ორ კორპუსში თაფლით (არა ნაკლებ 12 კგ-ით);
- თაფლს ხდიან ფიჭებიდან ცენტროფუგის აპარატით სპეციალურ ბადეებში, ან ის უბრალოდ ქვემოთ იწურება;
- გაზაფხულზე სკას აფართოებენ რამდენიმე კორპუსის დამატებით;
- აბატი ვარრეს სკის გამოყენებამ საშუალებას აძლევს ფუტკრებს თვითონ შეასრულონ მთეი სმუშაო, მეფუტკრეს ჯაფა კი მინიმუმამდე დაიყვანონ!
კასეტური სკა
ტრადიციული სკა აუციებლად იღებება, ეს უმკაცრესი პირობაა. კასეტურ ვარიანტში კი შეღებვა არ არის აუცილებელი, საჭიროა მხოლოდ მასალის ცვილით გაჟღენთვა საწარმოო საშრობის გამოყენებით. ცვილი უნდა გახურდეს 600 გრადუსამდე. ცვილი მასალაზე სპეციალურ წყალგაუმტარ ფენას. ის იძევა საშუალებას ხე დაკონსერვდეს და ხელს უშლის ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების გამრავლებას. შეიქმნა ფუტკრების სხვადასხვა ეპიდემიებთან საბრძოლველად. მისი კედები გაცილებით თხელია (კედლების სისქე შემცირებულია – 20-30 მმ-დან, 7 მმ-მდე. დიაფრაგმაც დაწვრილებულია 12 მმ-მდე). ეს გაკეთდა აირის მიმოცვლის შესამცირებლად, კონსტრუქციის სიმტკიცის დაურღვევლად, რაც ფუტკრს იმის საშუალებას აძლევს თავად არეგულიროს მიკროკლიმატი.
არსებობს კასეტური სკის მცირე ფორმატიანი ვარიანტიც. ნებისმიერი მეფუტკრე დაკავებულია იდეალური მიგნების მუდმივი ძიებით შექმნას მაქსიმალურად სასიკეთო პირობები ფუტკრების საცხოვრებლად. გარკვეულ მომენტში ზოგიერთ მეფუტკრეს აღარ აკმაყოფილებს სტანდარტული კონსტრუქციები და ისინი მიმართავენ ძალისხმევას ახალი ვარიანტების მოსაძიებლად. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია კასეტური მცირეფორმატიანი სკა. ის იძლევა საშუალებას საფუტკრეში არსებული ყველა სამუშაოს მინიმუმამდე დაყვანას, ან მათ დადგენილ ვადაზე გაცილებით ადრე ან გვიან ჩატარებას. ასეთი სკა მთელი სიგრძის ჰორიზონტალურ ჭრილში ძალიან მოგვაგონებს ფუტკრების ბუნებრივ ვითარებაში არსებობას. ეს იძლევა ზამთრისთვის საუკეთესოდ მომზადების საშუალებას. ჩარჩოები გამოირჩევიან მცირედი სიმაღლით, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს კორპუსებთან მუშაობას. კასეტური მოწყობის შემთხვევაში პრობლემები საერთოდ არ წარმოიქმნება.
სკა – ნუკლეუსი
შეიძლება იყოს გააზრებული ჩვეულებრივი ჩარჩოს გამოყენებით ორი (ა), ან სამი (ბ) ოჯახისათვის; 4-ადგილიანი (გ) და 5 ადგილიანი (დ) მიკრონუკლეუსი;
1 – საფრენი; 2 – კორპუსი; 3 – ტიხარი; 4 – ჩარჩოები; 5 – ჭერი; 6 – საკვებური; 7 – ტიხრები ჩარჩოებისათვის.
ამ მიზნით, ჩვეულებრივ, გამოიყენება სტანდარტული 12 ჩარჩოიანი სკები ან წოლელები, დაყოფილები 2-3 , ან 4 განყოფილებად საკუთარი საფრენებით სხვადასვა მხარეს. წოლელა სკაში ნუკლუსისთვის შეიძლება გადატიხრულ იქნას 34 ჩარჩოთი სკის უკანა მხრიდან. ყველაზე ხშირად სკის გადატიხრისთვის იყენებენ თხელ ხის ფირფიტას. ფუტკრებმა ერთი განყოფილებიდან მეორეში რომ არ გააღწიონ და არ გადაქელონ დედა ფუტკარი, ტიხარი მჭიდროდ უნდა იყოს ჩასმული ნაპრალების გარეშე. ძალიან მოსახერხებელია გამოსადგმელი ტიხარები. ასეთ შემთხვევებში სკის კედლებში ვერტიკალური ჭრილები 5-6 მმ სიღრმის კეთდება. ნუკლეუსის თითოეულ განყოფილებას ფარავენ ცალკეული ტილოთი, ხოლო ზემოდან ჭერის დაფით.
ნუკლეუსის სკები განკუთვნილია მცირე ოჯახი-ნუკლეუსების განთავსებისთვის. ასეთი ოჯახი გამოიყენება დედა ფუტკარის გასანაყოფიერებლად, აგრეთვე შთამომავლობის შემდგომი ფორმირებისთვის. სამოყვარულო საფუტკრეებში, როგორც წესი, ასეთ ნუკლეუსებს ათავსებენ სტანდარტულ სკებში, რაც იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნას ჩვეულებრივი ჩარჩოები და ამარტივებს ნუკლეუსის შემდგომ გაფართოვებას შთამომავლობის გაჩენისა და სრულფასოვან ოჯახში ფორმირების შემთხვევაში.
აზიის ქვეყნების სკა აზიის ქვეყნებში მეფუტკრეობაში ხშირად გამოიყენება ნუკლეუსური სკები. ისინი შექმნილია სპეციალურად პატარა ოჯახების შესანახად. ყველაზე გავრცელებულად ითვლება ჯუჯა-სკები (1/6 და 1/8 საბუდარი ჩარჩოსი). მათ განსათავსებლად საჭიროა ფუტკრების მინიმალური რაოდენობა, მაგრამ ასეთ პირობებში ფუტკრების ოჯახი ძალიან ჩქარა სუსტდება.
სასწავლო სკა
1655 წელს ის შექმნა იტალიელმა მარალ დიმ. ეს არის სკა, სადაც მოყვარულ მეფუტკრეს შეუძლია დააკვირდეს და გაეცნოს ფუტკრის ცხოვრებას. სასწავლო სკაში თავსდება ერთი ჩარჩო, სკის გვერდები მინისაა, ხოლო დარაბები ხის, რაც იცავს ფუტკარს სინათლის სხივების გამაღიზიანებელი მოქმედებისა და მინას გატეხვისაგან. სასწავლო სკაში ათავსებენ სხვადასხვა საკის ბარტყიან ერთ ჩარჩოს მასზე მსხდომი ფუტკრით და დედით. დემონსტრირებისათვის დარაბებს ხსნიან და ამ პირობებში აკვირდებიან ფუტკრის ცხოველმყოფელობას.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ერთ კორპუსიანი 1-2 საკუჭნაოთი, მრავალკორპუსიანი და წოლელა – ჰორიზონტალური სკები
წყარო: „მეფუტკრეობის საფუძვლები“