აგროსიახლეები

სოფელ ეწერში სარწყავი არხები იწმინდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ეწერის სარწყავ სისტემაზე სამუშაოებს ახორციელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის ტერიტორიაზე ნატანი მასისგან არხის 2.5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა და მუნიციპალიტეტში 165 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც აგრარული წარმოების ზრდის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„საქართველოს მელიორაცია“ ექსპლუატაციის ღონისძიებებს საკუთარი რესურსებით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად წყალუზრუნველყოფილია 12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 15 265 ჰექტარ სავარგულზე. დაშრობილი მიწების ფართობი 3 385 ჰექტარს შეადგენს.