აგროსიახლეები

გლობალური საინფორმაციო სისტემის სამეცნიერო საკონსულტაციო კომიტეტის მეექვსე შეხვედრა

იტალიის ქალაქ რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების (ITPGRFA) ორგანიზებით, გლობალური საინფორმაციო სისტემის სამეცნიერო საკონსულტაციო კომიტეტის მეექვსე შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა, თამარ ჯინჯიხაძემ მიიღო.

შეხვედრაზე თამარ ჯინჯიხაძემ წარადგინა FAO-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოში განხორციელებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და მობილიზების საკითხებს, რაც ეროვნული გენბანკის მონაცემების მართვასა და საერთაშორისო პლატფორმებთან ინტეგრაციას ეხება.

დასახულია თანამშრომლობა რამდენიმე მნიშვნელოვან საინფორმაციო სისტემასთან, მათ შორის ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კატალოგთან (EURISCO) და გენბანკების ინტეგრირებული სისტემების საინფორმაციო ქსელთან (AEGIS), რაც საქართველოს გენეტიკური რესურსების უკეთეს მართვასა და საერთაშორისო მეცნიერებით აღიარებას შეუწყობს ხელს.