სუბტროპიკული ზონის ზოგიერთი სასარგებლო მცენარის აგრო-ბიოლოგიური და ეკოლოგიური ეფექტიანობა
საქართველოს უმდიდრესი და უნიკალური გენოფონდი ბუნებრივ-ისტორიული სიმდიდრეა, რასაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. მსოფლიო მცენარეული რესურსების ათვისების და სასოფლო-სამე-ურნეო წარმოებაში ჩართვის თვალსაზრისით სუბტროპიკული ფლორის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
დასავლეთ საქართველოს უნიკალური კლიმატური პირობები ამ ზონაში სუბტროპიკული მცენარეების ფართო განვითარებისათვის ძალზე ხელსაყრელია და მისი შესაძლებლობები ტრადიციული კულტურებით არ ამოიწურება. ამასთან ერთად უმდიდრესი ველური ფლორა ფაქტობრივად აუთვისებელია.
სუბტროპიკული მეურნეობის განვითარებისა და წარმოებაში ახალი სახეობების ჩართვა ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. ამ მხრივ საინტერესოა: სამნაკვთიანი აზიმინა (Asimina triloba), კვლიავი (Carum Carvi), ცხრატყავა (Lonicera) და ფსტა (pistacia vera L.).
აზიმინა – Assimin
აზიმინა ანონასებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ტროპიკებს გარეთ ნაყოფს იძლევა. მისი 68 ჯიშია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისაგან ნაყოფისა და თესლის სიდიდითა თუ მწი-ფობის დროის მიხედვით განსხვავდება. სამშობლო ამერიკაა. აზიმინას რვა სახეობიდან ექვსი ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებშია.
აზიმინას სამეცნიერო სახელწოდება მცენარის ინდური სახელისგან “Assimin” მომდინარეობს, იცნობენ სხვა სახელწოდებითაც — ბანანის ხე, მექსიკური ბანანი და ამერიკული პაპაწ (ესპანურიდან პაპაყა — ნესვის ხე). ეს დასახელება დაერქვა მისი ნაყოფის ბანანთან მსგავსების გამო. საქართველოში მას ვირჯინიულ ხურმას, ზოგჯერ კი კარაქის ხესაც ეძახდნენ, რადგან საქართველოში (აფხაზეთში მცენარე შემოტანილია ვირჯინიის შტატიდან (აშშ), ამასთანავე ნაყოფის თესლი ხურმის თესლს ჰგავს.
აზიმინა სუბტროპიკული და ტროპიკული კულტურებიდან ერთერთი ყველაზე საინტერესო მცენარეა, რომელიც ჩვენს პირობებში იძლევა ნაყოფს. ნაყოფი კი მეტად ნაზია, დნობადი — კრემის მსგავსი რბილობი და ძლიერი არომატი აქვს.
ამ კულტურამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში, ამიტომ ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება როგორც ფერმერებისთვის, ისე მოსახლეობისთვის. აზიმინა სამფრთიანი_ Asimina triloba _ საშუალო სიმაღლის, ფოთოლმცვენი ხეა. ველურად იზრდება ფხვიერ, ტენიან, ტყისპირა და მდინარისპირა ნიადაგებზე, ხშირად გაუვალი ტყებუჩქნარის სახით. აზიმინა გასული საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს ევროპაში. იგი კარგად იტანს 25-29ჴჩ ყინვებს.
აზიმინა ნაყოფმომცემი და დეკორატიული ხეა. აქვს ფართო კონუსისებური ვარჯი, პრიალა ქერქი, იზ-რდება ნელა ძირითადად 45 მეტრი სიმაღლის, იშვიათად აღწევს 12 მეტრამდეც. აქვს დიდი, 20-30 სმ სიგ-რძისა და 10-15 სმ სიგანის, მუქი მწვანე, ოვალურწაგრძელებული ფოთლები.
ყვავილობს აპრილმაისში. ყველა ყვავილს აქვს რამდენიმე ბუტკო, რაც ერთი ყვავილიდან რამდენიმე ნაყოფის წარმოქმნის საშუალებას იძლევა. ყვავილები ორსქესიანია, მაგრამ ჯვარედინმტვერვადი.
ჩვენს პირობებში აზიმინას ნაყოფები მწიფდება 30-40 დღის განმავლობაში. მწიფე ნაყოფის სიგრძე 5-16 სმ. წონა 20-დან — 500 გრამამდე. ნაყოფი გვხვდება როგორც მტევნებად (28 ნაყოფი) შეკრული, ისე ერ-თეული სახითაც. მტევნებში ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, რაც იწვევს მტევანში ადრე დამწიფე-ბული ნაყოფების გადამწიფებას. ამიტომ აუცილებელია შერჩევითი კრეფა. თითოეულ ნაყოფს 5-10 ორ რიგად განაწილებული, მუქი ყავისფერი თესლი აქვს.
მწიფე ნაყოფის რბილობი მსუბუქია, მოთეთრომოყვითალო, მსუყე, ტკბილი ანანასისა და მარწყვის არომატით. იგი მდიდარია ფრუქტოზითა და საქაროზით, ასევე ადამიანისათვის საჭირო თითქმის ყველა მიკროელემენტით.
აზიმინა სინათლის მოყვარული მცენარეა, თუმცა ზრდის დასაწყისში (12 წელი) ნაკლებ მომთხოვნია განათებისადმი, ხოლო შემდგომ ვარჯის თანასწორად და სრულად განვითარებისათვის სჭირდება საუკეთესო განათება. მცენარე წლის განმავლობაში 30 სმ იზრდება. კარგი მოვლის პირობებში ერთ წელიწადში შეიძლება 1,5 მეტრსაც მიაღწიოს. სჭირდება ხშირი მორწყვა, მაგრამ არ უნდა დაიტბოროს. აქვს სუსტი ფესვები, ადვილად იხლიჩება, ამიტომ გადარგვისას დიდი ყურადღებაა საჭირო, რათა ფესვი (მთავარღერძა) არ დაუზიანდეს. გადარგვა ხდება გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე. საჭიროა კარგი განოყიერება, რადგან ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას.
აზიმინას ამრავლებენ თესლით და მყნობით. თესლით უკეთესად აღმოცენებისათვის მიმართავენ სტრატიფიკაციას 040C ზე, ორი სამი თვის განმავლობაში. აღმოცენება გრძელდება დათესვიდან 7 კვირის განმავლობაში (აღმოცენდება 60-62%). თესლით გამოყვანილი მცენარე მსხმოიარობას 46 წლის შემდეგ იწყებს, ნამყენი ნერგები კი 23 წლის შემდეგ, თუმცა აზიმინას მყნობით გამრავლება რთულია. მცენარეები ძალიან გამძლეა მავნებელდაავადებებისადმი.
კვლიავი Carum Carvi
კვლიავი ეთერზეთოვანი, ორწლიანი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ქოლგისებრთა ოჯახი-დან. აქვს დამახასიათებელი სუნი, ხორციანი ღერძულა ფესვი, დაღარული, 60 სმ სიმაღლის ღეროები, ფრთისებრ დანაკვთული ფოთლები. თეთრი, წვრილი ყვავილები შეკრებილია რთულ 48 სმ დიამეტრის ქოლგებად. ისხამს 4 მმ-მდე სიგრძის ბრტყელ, წაგრძელებულ ტყუპთესლა, ყავისფერი ნაყოფს.
მედიცინაში, როგორც სააფთიაქო ნედლეული, გამოიყენება საჭმლის მონელებისა და დუღილის პრო-ცესების შემაკავებელ, მადის აღმძვრელ საშუალებად, ქოლეცისტიტის დროს, აქვს ნაღველმდენი მოქ-მედება.
კვლიავის ეთერზეთების მიღება შეიძლება სხვადასხვა გზით: საჭმელთან ერთად, მასაჟით, ინგალაციით. ეთერზეთები სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში. ეთერზეთებით მკურნალობას არომათერაპია ჰქვია.
ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ეთერზეთების დაგროვებაზე მოქმედებს აზოტის ამა თუ იმ ფორმით კვება, ამიაკური კვებისას გროვდება მისი შედარებით დიდი რაოდენობა ვიდრე ნიტრატული კვებისას.
ჩვენში ჩატარებული ექსპერიმენტი (2000-2005 წწ), ითვალისწინებდა სამკურნალო მცენარეთა კულტივირებას, მათ მოვლამოყვანას. კვლიავის, როგორც სამკურნალო მცენარის აგრობიოლოგიურმა შეს-წავლამ, თესლზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი თესვა რეკომენდებუ-ლია აპრილში. თესლის გასაღივებლად საჭიროა 20ჴჩ ტემპერატურა, გაღივების ენერგია 7 დღეღამე, გაღივების უნარის განსასაზღვრად 14 დღე, 1000 მარცვლის წონა 2,0-3,5 გ; თესვის ნორმა 1 ჰაზე 610 კგ, ჩათესვის სიღრმე 1,5-2,5 სმ. ყვავილობა იწყება მაისში და მთავრდება ივლისში. თესლის მომწიფება მიმდინარეობს ივლისიდან აგვისტომდე. ნიადაგის მიმართ კვლიავი ნაკლებ პრეტენზიულია, მაგრამ იგი კარგად ხარობს თიხნარ ნიადაგზე, რომელიც უზრუნველყოფილია კირითა და ნეშომპალით. კვლიავი ყინვაგამძლე მცენარეა. სამკურნალო მიზნებისათვის გამოსაყენებელი მასალა უნდა გამოშრეს ჩრდილში.
ცხრატყავა – Lonicera Tuzez L
ცხრატყავას გვარი (lonicera L.) მცენარეულ სამყაროში ფართოდ არის წარმოდგენილი და 200ზე მეტ სახეობას აერთიანებს. საუკუნეების განმავლობაში სამხრეთაღმოსავლეთ აზიიდან, რომელიც მის სამ-შობლოდ ითვლება, მან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკამდე გრძელი გზა განვლო. მრავალმხრივი გა-მოყენების გამო მსოფლიო ფლორის საოცრებათა ჩემპიონს ეძახიან.
ცხრატყავა სამკურნალო კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფები შეიცავს მიკრო და მაკრო ელემენ-ტებს. მაგრამ მისი მთავარი ღირსება მასში ასკორბინის მჟავის ანუ C ვიტამინის (180 მგ/100გ) და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების — რუტინის, კატეხინების, ლეიკოანტოციანების, ანტოციანების დიდი რაოდენობით შემცველობაშია (850 მგ/100გ). ასევე აღსანიშნავია მასში გლუკოზის, ფრუქტოზის, საქაროზის, გალაქტოზის და რამნოზას საკმაოდ მაღალი შემცველობა, აგრეთვე მჟავიანობა, რაც ლიმონის მჟავიანობაზე გადაყვანით 1,8-4,0%ია.
ცხრატყავა 0,5-1,2 მეტრი სიმაღლის ბუჩქია, აქვს მოგრძო, ლურჯი ფერის მომჟავოტკბილი და ძალზე არომატული ნაყოფები. მწიფდება ივნისში. კარგად იზრდება საქართველოს მთისწინა ზონაში, განსა-კუთრებით მდინარისპირა ჭალებში, მთის მდელოებზე, ტყისპირებში. მაქსიმალურად მსხმოიარობს მე8 წლიდან, ამ პერიოდში ბუჩქი ყოველწლიურად 5 კილოგრამამდე ნაყოფებს იძლევა. 15 წლის ასაკში ბუჩქი მაქსიმალურ ზომას აღწევს და შემდგომ 10-12 წლის განმავლობაში თანდათან სუსტდება, მცირდება მოსავლიანობაც.
ცხრატყავა მრავლდება როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად. თესლს არჩევენ სრული სიმწიფის პერიოდში საუკეთესო ნაყოფებიდან, 1 კგ ნაყოფიდან შესაძლებელია 10 გ ანუ 78 ათასი ცალი თესლის დამზადება. დათესვის წინ თესლს არ სჭირდება სტრატიფიკაცია, დათესვიდან მე20 დღეს იწყება აღმოცენება. გადასარგავად ვარგისია ორწლიანი ნერგები, ვინაიდან პირველ წელს მცენარე ნელა ვითარდება.
ვეგეტატიური გამრავლების დროს მთლიანად ინარჩუნებს ჯიშობრივ თვისებებს, რისთვისაც იყენებენ დაკალმებას, ბუჩქის დაყოფასა და ჰორიზონტალურ გადაწვენას. მწვანე დაკალმებისათვის საჭიროა დაცული გრუნტი _ სათბური, რომლის დროსაც დაფესვიანება 60%მდე აღწევს, თუმცა შერჩეული სტი-მულატორების გამოყენებით დაფესვიანება 100%-მდე მიიღწევა.
ცხრატყავას სხვა კენკროვნებთან შედარებით ახასიათებს ძალიან ადრეული ვეგეტაცია და ამიტომ მისი გადარგვა შემოდგომით უფრო მიზანშეწონილია. მის ყვავილედზე უარყოფითად არ მოქმედებს ადრეულ გაზაფხულზე დაბრუნებული სიცივეები და ისინი არ ზიანდება. თვითდამტვერვის შემთხვევაში, ნაყოფები არ ვითარდება, ან იშვიათად ვითარდება უთესლო ნაყოფები, ხოლო ჯვარედინი დამტვერვის შემთხვევაში მიღებული ნაყოფები მსხვილი და მრავალრიცხოვანი გამოდის. ამიტომ, ცხრატყავას სამრეწველო ნარგავები უნდა გაშენდეს რიგებად, სადაც მონაცვლეობით 23 სხვადასხვა ჯიშის ნერგები დაირგვება. ცხრატყავას ერთი ბუჩქი, ან ნაკვეთზე დარგული ერთი და იგივე ჯიშის რამდენიმე ბუჩქი მოსავალს არ იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ მცენარეები კარგად იზრდება და ყვავილობს კიდეც.
სამრეწველო ბაღის გასაშენებლად უნდა შეირჩეს ოპტიმალურად ტენიანი ფართობი, ვინაიდან ცხრატყავა მშრალ ან ტენიან ნიადაგებზე ცუდად ვითარდება. ნაკვეთი კარგად უნდა გასუფთავდეს მრავალწლოვანი ფესურიანი სარეველებისაგან და ტუტე ფონის შესაქმნელად მოკირიანდეს. ორგანული სასუქების შეტანა უკეთესია უშუალოდ დარგვის წინ ორმოებში (60-60 სმ), აგრეთვე სასურველია ამავე დროს შევიდეს მინერალური სასუქები: 3050 გ ამონიუმის გვარჯილა, 50-80 გრ. სუპერფოსფატი და 40-50 გრ. კალიუმის მარილი. ნერგების დარგვის საუკეთესო ვადად მიჩნეულია სექტემბრის ბოლო ოქტომბრის დასაწყისი.
ცხრატყავას ნაყოფები ძირითადად ცოცხალ ხილად გამოიყენება, ვინაიდან ის ყველა ხილზე ადრე შე-მოდის იმ დროს, როცა ადამიანის ორგანიზმი ადრე გაზაფხულზე ვიტამინებისაგან გამოფიტულია. ცხრატყავასაგან შეიძლება დამზადდეს მურაბები, გახეხილი სახით შეინახოს შაქართან ერთად, დამ-ზადდეს წვენი (გამოსავალი 60×80%), კომპოტები, ჩირი და სხვა.
ფსტა (Pistacia vera L)
ფსტა 67 მეტრი სიმაღლის ხეა, ფართო მრგვალი ფორმის გარსით, ახალგაზრდა ღეროები და ყლორტე-ბი გლუვი, მოწითალოყავისფერია. ერთი წლისა და მეტი ხნის ღეროები დაფარულია ხაოიანი ნაცრისფერი ქერქით. აქვს ფართო, ოვალური ან კვერცხისებრი ღია მწვანე ფერის მჭიდროდ განლაგებული ფოთლები.
ფსტა ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის აუზსა და შუა აზიაში, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3200-35000Cია.
ფსტა ორბინიანი მცენარეა და ბუნებრივ კორომებში მამრობითი მცენარეების რაოდენობა ჭარბობს (55-70%) მდედრობითს (30-45%). ყვავილები შეკრებილია საგველასებრ თანაყვავილედში. ყვავილობა იწყება მარტის ბოლოს _ აპრილის დასაწყისში. მამრობითი მცენარეები უფრო ადრე იწყებენ ყვავილობას, ვიდრე _ მდედრობითი. ფოთლები ყვავილობის შემდეგ იწყებენ განვითარებას.
კაკლოვანი კულტურებიდან ფსტა (იგივე ბუსტუღი, „ფისტაშკები” _ რუს) ერთერთი უძველესი კულტურაა. მას ამრავლებდნენ და აშენებდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე შვიდი ათასი წლის წინ. ნაყოფი მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა და კაკლოვნებიდან ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია. მისი ნაყოფი ნიგოზთან შედარებით საერთაშორისო ბაზარზე ნაჭუჭთან ერთად დაახლოებით 4ჯერ ძვირად იყიდება. არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ ქვის ხანაში ფსტა ევრაზიის კონ-ტინენტის სამხრეთით ტყის ბუნებრივ კორომებში ფართოდ გავრცელებული მცენარე ყოფილა, რომლის სიხშირე კორომებში ჰექტარზე საშუალოდ 60-70 სრული ასაკის ხეს შეადგენდა. წარსულში მისი ხეები ინ-ტენსიურად იჩეხებოდა სათბობისათვის და ნახშირის საწარმოებლად.
არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ წვრილნაყოფიანი, განსაკუთრებით მსხვილნაყოფიანი ფსტა _ pistacia vera L. საქართველოში ფართოდ გავრცელებული მცენარე ყოფილა. ამას ადასტურებს საქარველოს სამხრეთაღმოსავლეთ ტერიტორიაზე ფსტის პლანტაციების დამადასტურებელი არქეოლოგიური გათხრების მასალები. ის დღეს შემორჩენილია საქართველოდან სამხრეთაღმოსავლეთში ტყის ბუნებრივ კორომებში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფსტის კულტივირება წარმოებს აზერბაიჯანში, თურქეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ავღანეთში, ირანში, ტუნისში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში 600-1700 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ძირითადად ექსტენსიური სოფლის მეურნეობის ზონებში. ამ ქვეყნის ნიადაგურკლიმატურ პირობებს თუ საქართველოს მაჩვენებლებს შევადარებთ, ჩვენს ქვეყანას ფსტის წარმოების უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რასაც ჩვენი ცალკეული მოყვარული მებაღეების გამოცდილებაც ცხადყოფს.
ფსტის ნაყოფი მსხვილი და თხელნაჭუჭიანია, შედგება 2 მწვანე ფერის ლებნისაგან. ნაყოფი მწიფდება აგვისტოსექტემბერში. იგი მდიდარია ცხიმებით (40-70%), ცილებით (15-20%) და ნახშირწყლებით (13%). ნაყოფიდან შესაძლებელია ზეთის მიღება.
ზრდასრული ხე მოსავალს ყოველწლიურად იძლევა. ბუნებრივი კორომებიდან მიღებული მოსავალი მეტად დაბალია და 12 კგ-ს არ აღემატება, ხოლო კულტურული ფსტის ხეების (რომელთა ასაკი 60-80 წელია) მოსავლიანობა 30-35 კგ-მდე აღწევს. ფსტის ხე მოსავალს 300 წლის განმავლობაში იძლევა. შუა აზიის ფსტის ნაყოფი უფრო მეტი ცხიმის შემცველია, ვიდრე ირანული, იტალიური და ტუნისის ჯიშპოპულა-ციებისა. ფსტის ფოთლები, ღეროები, ქერქი და ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინებს და ამიტომ ის მაღალი ხარისხის საღებავის საწარმოებლად უნიკალური მასალაა. ფსტის ფისიც მეტად ძვირადღირებული ნედლეულია.
ფსტა გვალვაგამძლე მცენარეა და ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ მთისწინა ზონაში მშრალი ჰა-ერის, მაღალი ტემპერატურის (+50C) პირობებშიც კარგად ხარობს და მოსავალსაც კარგს იძლევა. ამიტომ ფსტის გასაშენებლად საჭიროა ჰაერისა და წყლის კარგად გამტარი ნიადაგების შერჩევა. ყველა ზემოაღნიშნულის გამო საქართველოში ამ კულტურას უზარმაზარი პერსპექტივები აქვს, ვინაიდან სწო-რედ ასეთ ზონებში ზღვის დონიდან 600-700 მეტრ სიმაღლეზე და პირობებში ჩვენს ქვეყანას დიდი მოცულობის აუთვისებელი მიწის რესურსები აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფსტა ყინვაგამძლე მცენარეა მინუს 410C უძლებს. მთიანი ზონებისთვის ეს კულტურა კიდევ ერთი დადებითი თვისებით ხასიათდება. ის ყველა მიმართულებით ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, რითაც კარგად იცავს მთის დამრეც ფერდობებს ეროზიისგან.
საქართველოში ფსტის პლანტაციების დიდ ფართობებზე გაშენება მეტად პერსპექტიულია. წარმოებული პროდუქცია მთლიანად დააკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას და შესაძლებელი გახდება მისი ექსპორტზე გატანა. პირველ რიგში, გულდასმით უნდა შეირჩეს პერსპექტიული ჯიშები და მათ გასაშენებლად ვარგისი ნიადაგები. პარალელურად უნდა ვიზრუნოთ ადაპტირებული ნამყენი ნერგების წარმოებაზეც. ასევე საჭიროა პერსპექტიული ჯიშების შემოტანა და საქართველოში ფერმერულ მეურნეობებში სადედეების შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება ფსტის ჯანსაღი და მაღალხარისხიანი სარგავი მასალის წარმოება.
ნანა ჯაბნიძე
სმმ აკადემიური დოქტორი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“