აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

ჭარხალი _ უძველესი სასარგებლო კულტურა

––მემცენარეობაში ჭარხალი მისი ორი განსაკუთრებული კვებითი ღირებულების გამო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბოსტნეულ კულტურას წარმოადგენს, ეს არის – ვიტამინების ნაკრები: B1, B2, B5, B6, B9, A, C, PP და ორგანიზმისთვის აუცილებელი დიდი რაოდენობის მიკროელემენტები _ კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, რკინა, იოდი და სხვ. ასევე ლიმონის, მჟაუნისა და ვაშლის მჟავეები, ამინომჟავები, გლუკოზა და ფრუქტოზა.

ჭარხლის საკვებად და სამკურნალოდ გამოყენებას გაცილებით ძველი ისტორია აქვს. ჭარხალი უძველესი დროიდანაა ცნობილი ბაბილონში. ჭარხლის ფოთოლს საკვებად იყენებდნენ, ხოლო ძირხვენას სამკურნალო მიზნით.

ძველი ბერძენი მწერალი თეოფრასტე (ფილოსოფოსი, არისტოტელესთან ერთად ბოტანიკისა და მცენარეთა გეოგრაფიის ფუძემდებელი) მცენარის აღწერისას ჭარხალს ახსენებს, როგორც „ღმერთ აპოლონისთვის ძღვნად მირთმეულ ბოსტნეულს“. ძველმა ხალხმა იცოდა ამ მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ და სათანადოდ აფასებდა კიდეც.

პირველი კულტივირებული შაქრის ჭარხალი   მეთვრამეტე საუკუნის შუა პერიოდში სასურსათე ჭარხლისგან წარმოიშვა. კულტურული ჭარხლის სახეობებს მიეკუთვნება: ფოთლოვანი ჭარხალი (მანგოლდი) და ჩვეულებრივი ჭარხალი (ძირხვენიანი ჭარხალი). ხანგრძლივი სელექციური შერჩევის შედეგად მიიღეს კულტურული ჭარხლის ოთხი ძირითადი სახესხვაობა: სუფრის ჭარხალისაკვები ჭარხალიშაქრის ჭარხალი და ფოთლოვანი ჭარხალი.

სუფრის ჭარხალი, წითელი _ ბოსტნეული კულტურა, საკვებად იყენებენ ახალგაზრდა მცენარეს და ძირხვენას. მდიდარია შაქრით (გლუკოზა, საქაროზა, ფრუქტოზა),  იოდით, მაგნიუმით, კალიუმით, რკინით, ასევე ვიტამინებითა (B2, C, P და PP) და მინერალებით. ჯიშის მიხედვით, ფესვები შეიძლება განსხვავდებოდეს ფორმისა და ზომის მიხედვით, ხოლო რბილობი შეიძლება იყოს წითელიდან მუქ იისფერამდე (მეწამურიც). 

საკვები ჭარხალი –  მნიშვნელოვანი როლს ასრულებს მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლებაში. აჩქარებს პირუტყვის სუქებას, ზრდის რძის წარმოებას  და ამცირებს დაავადებებს. მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით, გამოიყენება კულინარიასა და დიეტოლოგიაში. შეიცავს – კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, იოდს, და სხვ.  ვიტამინებს: C, B2 და PP,  ასევე ბოჭკოვანას და ბეტაინს, რომელიც სასარგებლოა საჭმლის მონელების, იმუნიტეტისა და ნერვული სისტემისთვის.

შაქრის ჭარხალი – შაქრის მრეწველობისთვის მნიშვნელოვან ნედლეულს იძლევა. შაქრის ჭარხალი სასარგებლოა მასში შემავალი ბოჭკოების, B ვიტამინების, ანტიოქსიდანტებისა და მინერალების გამო, რომლებიც აუმჯობესებეს საჭმლის მონელებას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას და ხელს უწყობონ გულის ფუნქციონირებას, თუმცა ის სიფრთხილოა დიაბეტით (შაქარი), თირკმელების, კუჭისა და დაბალი არტერიული წნევით დაავადებულთათვის, რადგან მას  არტერიული წნევის დაწევის უნარი შესწევს. შაქრის ჭარხალი შეიცავს ვიტამინებსა – B, C და A  და ასევე მინერალებს  კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, ფოსფორი და კალციუმი.

ფოთლოვანი ჭარხალი  –  მალმწიფადი ფოთლოვანი ჭარხლის კულტურა შეიცავს უაღრესად სასარგებლო, განსაკუთრებით K, A და C ვიტამინებს და მინერალებს: რკინას, კალციუმს, კალიუმს და მაგნიუმს, მდიდარი ანტიოქსიდანტებით. ხელს უწყობს ძვლებისა და მხედველობის ჯანმრთელობას,  სისხლში შაქრის დონის კონტროლს და აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

აღსანიშნავია რომ ჭარხლის წინამორბედი ძველ ეგვიპტეში გამოიყენებოდა სასურსათედ, შემდგომში მისი ინდუსტრია გაფართოვდა ჯერ ევროპაში, შემდეგ განვითარდა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ბევრ ქვეყანაში, ცენტრალურ აზიაში,  იაპონიასა და ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში (ერთ-ერთი ვერსიით ჭარხლი სამშობლოდ შორეული აღმოსავლეთი და ინდოეთია მიჩნეული). ჭარხლის პირველი წარმატებული კომერციული ქარხანა შეერთებულ შტატებში აშენდა  (კალიფორნია, 1879 წელი). დღეისათვის ჭარხლის მრავალი ჯიში და ჰიბრიდი არსებობს, მათ შორისაა უხვმოსავლიანი ჯიშები: 

დეტროიტ ნერო _ საშუალო საადრეო მაღალმოსავლიანი ჯიში;

რუჟეტი _ საადრეო მაღალმოსავლიანი, საშუალო სიძლიერის ზრდის ჰიბრიდი,  რეკომენდებულია ნედლი, გადამუშავებული ან გამომშრალი სახით გამოსაყენებლად, ხასიათდება კარგი შენახვის უნარით;

ცენტურიონი _ შესანიშნავია ნედლი სახით და სალათებში გამოსაყენებლად;

როიალ ცენტურიონი _ საშუალო საადრეო რეკომენდებულია ნედლი სახით გადამუშავებისა და შენახვისთვის და სხვ.

შაქრის ჭარხალი კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ პირობებს, ხასიათდება მაღალი მოსავლით და კვებითი ღირებულებით. აღსანიშნავია, რომ შაქრის ჭარხალსა და სუფრის ჭარხალს შორის მთავარი განსხვავება ნახშირწყლების შემცველობაშია. საკვები ჭარხალი, გამომდინარე მისი სახელწოდებიდან, მეცხოველეობის საკვებად გამოიყენება. შაქრის ჭარხალი ძირითადად შაქრის წარმოებისთვის მოჰყავთ, თუმცა ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება მნიშვნელოვანი თანმდევი პროდუქტებიც (მელასა და რბილობი), რომლებსაც  საკონდიტრო ნაწარმში იყენებენ. ჭარხალის სასურსათე ღირებულების გამო  გამოყენების ფართო არეალი აქვს: სასურსათო მრეწველობა, კულინარია, დიეტოლოგია, ასევე ფართოდ გამოიყენება მედიცინა/ფარმაციაში, კოსმეტელოგიაში, საფეიქრო მრეწველობაში (ბუნებრივი საღებავი) და სხვ.

ჭარხლის სასურსათე ღირებულება და დღიური ნორმა იხ. ცხ.

კვებითი ღირებულება 100 გ.  დღიური ნორმა %-ში (რეკომენდებული)
კალორიები 42 კ/კალ 2.78%
ცილა 1.5 გ 1.65%
ცხიმი 0.1 გ 0.15%
ნახშირწყლები 8.8 გ 6.38%
საკვები ბოჭკოები 2.5 გ 12.5%
წყალი 86 3.2%

აღსანიშნავია, რომ სასოფლო სამეურნეო კულტურათა შორის შაქრის ჭარხალი და საკვები ჭარხლი პრაქტიკულად უნარჩენოდ იწარმოება – შაქრის ჭარხლი გადამუშავებული ფორმით, ხოლო საკვები ჭარხალი გამოიყენება ახალი/ცოცხალი სახით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფერმერების მიმდინარე ხარჯებს და ზოგავს შრომადღეებს (სამუშაოს შესასრულებელი განსაზღვრული დრო).

გერმანიაში, პოლონეთსა და ბელორუსში საკვები ჭარხალი ფართოდ გამოიყენება მერძევეობის ფერმებში, გამომდინარე მისი კალორიულობისა და შემადგენლობიდან. რაც შეეხება  კალორიულობას ის ჭარხლის სახეობაზეა დამოკიდებული.  ყველაზე გავრცელებული სახის კალორიად 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 43 კ/კალორია მიიჩნევა და მისი ცხოველების საკვებ რაციონში დამატება რძის წარმოებას 12-17%-ით ზრდის, რაც თავისთავად  რძის მწარმოებელთა მომგებიანობაზე აისახება.

ამრიგად, ჭარხალი მისი შემადგენელობის გამო სასურსათო და სამრეწველო წარმოებაში ყველაზე სასარგებლო და სრულად გამოსაყენებელ კულტურად მიიჩნევა.

ციური (ციცო) დოსმიშვილი, აგროინფორმაციის სპეციალისტი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ჭარხალი და მისი სასარგებლო თვისებები, 2023

https://sputnik-georgia.com/20231105/warxali-da-misi-sasargeblo-tvisebebi-284000079.html

  ჭარხალის მოვლა, უხვმოსავლიანი ჯიშები, ილია მჭედლიძე, AgroNews, 2018

https://agronews.ge/tcharkhali-agoteqnika-ukhvmosavliani-jishebi/

   შაქრის ჭარხლის მოყვანის ტექნოლოგია., ირმა ირემაშვილი, ნატო კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლებითი ცენტრი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ფერმერებისთვის, თბ. 2015

https://drive.google.com/file/d/0B3By27k_VyD8QlE2NHlMczdqUmc/view?resourcekey=0-GqCtn_tvfXHDa42EbmG-Iw

   What is a Sugarbeet? American Sugarbeet, 2025

https://americansugarbeet.org/who-we-are/what-is-sugarbeet/

Origin and History of Sugar Beets., University of California Agronomy Sugar Beets

 https://sugarbeets.ucdavis.edu/about

Отличия сахарной свеклы от кормовой: что полезно знать фермеру, 2024

 https://svoefermerstvo.ru/svoemedia/articles/otlichija-saharnoj-svekly-ot-kormovoj-chto-polezno-znat-fermeru

Калорийность Свекла. Химический состав и пищевая ценность.

https://health-diet.ru/base_of_food/sostav/325.php          

In crop production, beetroot is one of the most important vegetable crops due to its two special nutritional values, which are: a set of vitamins: B1, B2, B5, B6, B9, A, C, PP, and a large number of microelements necessary for the body – potassium, calcium, magnesium, zinc, copper, iron, iodine, etc. The types and varieties of beetroot obtained as a result of cultural and long-term selection are considered, and their fields of application are indicated. A brief history of the establishment of the first commercial processing plant and the use of beetroot for food and medicinal purposes is given.

 Keywords: beet varieties, vitamins, microelements, selection, processing plant

Tsiuri (Tsitso) Dosmishvili

Agricultural Information Specialist