ჭიამაია: ბაღჩა-ბოსტნის უჩინარი მცველი
ხშირად, როდესაც მცენარის ღეროზე უცნაურ, მუქ, ბუსუსებიან და ეკლებიან არსებას ვამჩნევთ, პირველი სურვილი, რაც გვიჩნდება, მისი ღეროდან მოცილებაა.
თუმცა, სანამ ნაბიჯს გადადგამდეთ, დაფიქრდით! შესაძლოა, თქვენ წინაშე არა მავნებელი, არამედ ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მცველი იყოს.
ახალა გაგაცნობთ ჭიამაიას ბუნებას და თვისებებს, ვიდრე ის თავის ცნობილ ლამაზ, წითელ და შავკოპლებიან სამოსს მოირგებს.
ბევრმა არ იცის, რომ ჭიამაიას ლარვა გაცილებით მეტ ბუგრს ანადგურებს, ვიდრე ზრდასრული მწერი. ეს ერთი შეხედვით „უშნო“, მუქი და ეკლიანი არსება სინამდვილეში თქვენი მცენარეების საუკეთესო მეგობარია.
ჭიამაია ჩვენში ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც ადგილობრივი ფაუნის ნაწილია.
ჭიამაიას გამოჩენა თქვენს ბაღში ნიშნავს, რომ ბიოლოგიური კონტროლის პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია.
რისი გაკეთება შეუძლია ერთ ჭიამაიას:
- ზრდასრული ჭიამაია დღეში ათეულობით ბუგრს მიირთმევს.
- ლარვის სტადიაში ის კიდევ უფრო დაუნდობელია _ შეუსვენებლად ანადგურებს ბუგრებს, ცრუფარიანებსა და ფრთათეთრას კვერცხებს.
- ლავრაც და ზრდასრული ჭიამაიაც მომენტალურად რეაგირებენ მავნებლების გავრცელების კერებზე და ასუფთავებს მცენარეს.
- ჭიამაიები უპირატესობას ანიჭებს ველური ყვავილებით მდიდარ ბაღებს, სადაც შხამქიმიკატები არ გამოიყენება.
- ინსექტიციდების გამოყენების შემთხვევაში ჭიამაია ქრება და მისი უკან დაბრუნება საკმაოდ რთულია.
- ჭიამაიები ზამთრის ცივ დღეებს მშრალ ჩალაში, ფოთლებში ან ქვებს შორის ატარებს.
როგორ დავიტოვოთ ჭიამაია ბაღში?
იმისათვის, რომ ამ სასარგებლო მწერმა თქვენს ბაღში ბინა დაიდოს, საჭიროა მცირე „ველური“ კუთხე: ცოტაოდენი ჩალა, ძველი ხე ან დაუმუშავებელი კუთხე სადაც ბალახი თავისუფლად იზრდება. რაც მთავარია, მის სიახლოვე არ უნდა გამოიყენოთ სისტემური ინსექტიციდები.
ბუნებრივი ბალანსის დაცვა საუკეთესო გზაა ჯანსაღი ბაღის შესანარჩუნებლად. რაც უფრო მეტად იზრუნებთ ჭიამაიებზე და სხვა სასარგებლო ორგანიზმებზე, მით ნაკლები ქიმიური ჩარევა დასჭირდება თქვენს მცენარეებს.
გახსოვდეთ, სილამაზე ყოველთვის არ განსაზღვრავს სარგებლიანობას _ ხშირად სწორედ ის შეუხედავი „ბუსუსები- ეკლიანი ლარვაა“ თქვენი მოსავლის მთავარი გადამრჩენელი.

