დარგებიმეთევზეობა

თევზსაშენში სადედე ჯოგის ფორმირება

მეთევზეობაში გამოყოფენ 3 სახის მეურნეობას: სრულ სისტემიანს, თევზსაშენს და სანასუქოს. პირველი ორი სისტემის არსებობა, წარმოუდგენელია საუკეთესო ხარისხის მწარმოებლების გარეშე. შესაბამისად აღნიშნულ მეურნეობებში აუცილებელია საუკეთესო ხარისხის სადედე ჯოგისა და სარემონტო ჯგუფის ფორმირება.
 სანაშენე მწარმოებლებისა და სარემონტო მოზარდის შერჩევა

თევზის სახეობის მიუხედავად, სანაშენე მწარმოებლებისა და სარემონტო მოზარდის შერჩევისას, ითვალისწინებენ და ყურადღებას ამახვილებენ თევზის შემდეგ თავისებურებებზე: კარგად უნდა იყვნენ შეგუებული ადგილობრივ საარსებო პირობებს გამოირჩეოდნენ საუკეთესო ზრდის ტემპით და ნასუქობით. უნდა გააჩნდეთ სახეობისათვის (ჯიშისათვის) დამახასიათებელი შეფერილობა და სხეულის აგებულება – ექსტერიერი; არ უნდა იყვნენ თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების მატარებელნი. გაჩნდეთ კარგი იმუნო სისტემა, რეგიონისთვის დამახასიათებელი დაავადეების მიმართ, კარგად უნდა ჰქონდეთ გამოსახული სქესობრივი განმასხვავებელი ნიშნები მათი ხნოვანება უნდა აკმაყოფილებდეს სახეობისთვის დადგენილ ნორმებს.

გამონაკლისების გარდა, მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ, ინბრიდინგს-ახლონათესაურ კავშირში მყოფი ინდივიდების შეჯვარებას, შესაბამისად უკეთესია თუ მომავალ მწარმოებლების ორი ან მეტი ხაზი გვეყოლება.

თევზის ასაკის დადგენა ქერცლის მეშვეობით ხდება, მაგრამ ეს მეთოდი არ გამოდგება შიშველი კანით დაფარული (ლოქო), ან ფარიკულებით დაფარული (ზუთხი) შემთხვევაში. ამ დროს თევზის ასაკის დასადგენად იყენებენ ფარფლის ძვლებს, მაგალითად მკერდის ფარფლის ძვლის განივ ჭრილზე შეიმჩნევა წრიული რგოლები (გადაჭრილი ხის მსგავსად), რგოლების რაოდენობა შეესაბამება თევზის ხნოვანებას. მეურნეობების სფეციფიკიდან გამომდინარე, სადედე და სარემონტო მოზარდის შესანახად გამოყენება, როგორც ტბორები, ასევე აუზები. პირველში- ბუნებრივი საკვების არა საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, დამატებით ეძლევათ სახეობისთვის შესაფერისი მაღალ ყუათიანი, კომბინირებული საკვები, ხოლო აუზებში გამოზრდისას, თევზი გადაჰყავთ მთლიანად ხელოვნურ კვებაზე. ჩვენში, გავრცელებული სახეობების (ზუთხი, ცისარტყელა კალმახი, კობრი, ბალახის მჭამელნი, ლოქო) სადედე ჯოგების მომზადებისა და მათი შენახვა – გამოზრდის ნორმატივებს ქვემოთ გავეცნობით.

ზუთხისნაირები

მათი აღწარმოებისაათვის უმთავრესად იყენებენ, ხელოვნურად მიღებულ მწარმოებლებს, რომლებიც უკვე კარგად არიან შეჩვეული „ტყვეობას“ და გრანურილებულ საკვებს. მათი უმრავლესობა იმ კატეგორიის თევზებს მიეკუთვნება, რომლებშიც საკმაოდ ძნელია სქესის გარჩევა. ერთი და იმავე ასაკის ზდასრულ თევზებში მდედრები ოდნავ დიდი ზომოთ გამოირჩევიან, ამავე დროს გამოცდილი მეთევზე ვიზუალურად და ხელის მეშვეობით ატყობს ოდნავ შერბილებულ, მცირედ გადიდებულ მუცლის არეს. ზოგიერთ სახეობის მომწიფებული მამრების თავის არე ეპითელიალური ბორცვაკებით იფარება.

ბუნებრივ პირობებში ზუთხები ზრდასრულები საკმაოდ გვიან ხდებიან, ზუთხის მამრები 7- 8 წლისანი, მდედრები 10-12 წლისანი. სვიის მამრები 12-14 წლისა, ხოლო მდედრები 12-14 წლისანი. ხელოვნურ პირობებში თბილ წყლებში გამოზრდისას მომწიფების პერიოდი მცირდება ორჯერ და მეტად, მაგალითად ზუთხის მომწიფებული მამრების ასაკი 3-4 წელს შეადგენს, მაგრამ მხოლოდ თბილ წყალში გამოზრდილი მდედრების ქვირითი და მამრების სპერმაზოიდები დაბალი ხარისხისაა, ამიტომ 2-3 თვით მწარმოებლებს უწყობენ „ზამთრის სეზონს“ წყლის ტემპერატურით 2-5°C-იან წყალში. ამ პერიოდში მწარმოებლებს არ კვებავენ. შემდეგ თანდათან ტემპერატურა აჰყავთ 14-18°C-მდე, და იწყებენ საკვების მიცემას (სარეველა თევზი, გრანულირებული და ა. შ.)

მწარმოებლების და სარემონტო მოზარდის შენახვა – გამოზრდისათვის გამოიყენება როგორც საკალმახე ტბორების მსგავსი მოგრძო ფორმის ტბორები, ასევე სხვადასხვა გვარისა და ფორმის აუზები – უკეთესია თბილი წყლით.

ტბორების ზომა 0,1-დან 4 ჰეტარამდეა, ჩასმის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1-5 ტონას/ჰ-ზე. სრული წყალცვლა ტბორებში 10-30 დღე/ღამეში წარმოებს.

როგორც დაკვირვებამ უჩვენა, ზუთხისებრთა უმრავლესობის მომწიფება ხდება არა მხოლოდ ბუნებრივ არამედ აუზებშიც. განსაკუთრებით, მწარმოებლენბის მომწიფების პროცესი, ჩქარდება თბილ წყალზე მომუშავე ობიექტებში, ფერმერ – მეთევზეს რომელსაც აქვს სურვილი, ზუთხისებრთა მოშენების აუზებში თბილი წყლების (18–25°C) გამოყენებით. საჭიროა, გაეცნოს ცხ. მოცემულ ბიონორმატივებს (ი.ი. სმოლიანოვი 1987 წ.) ჟანგბადის შემცვლელობა წყალში არ უნდა იყოს 7მგ/ლ-ზე ნაკლები. აუზები შეიძლება იყვნენ სწორკუთხოვანი (გრძივი წყლის დინებით) ან წრიულები. სიღრმით 1მ – მდე. წყალცვლა 25-30 წთ. ერთხელ. გრანულირებული საკვების დღე/ღამური რაოდენობა დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე.

თევზის დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ტბორებსა და აუზებს უკეთდებათ დეზინფექცია, ხოლო ზუთხის მწარმოებლებს მარილის (5% ხსნარი), ამიაკის (25% ხსნარი),მეთილენის (10-20მგ/ლ) და ა.შ. ამაზანები.

სადედე ჯოგის და სარემონტო მოზარდის თბილწყლიან აუზებში გამოზრდის ნორმატივები

 ზუთხის სადედე ჯოგის გრანულირებული საკვების დღე/ღამური რაციონი, თევზის მასის %-ში.

ზუთხისებრთა სასქესო ორგანოების მომწიფების სტადიების დასადგენად, სხვადასხვა მეთოდებსს იყენებენ:

ბიოპსის მეთოდი – რომელიც შემდეგში მდგომარეობს: გამოსაკვლევ მდედრს გვერდულად აფიქსირებენ, მის მუცლის ღრუში, ქვირითის განთავსების ადგილას, მახვილი კუთხით 6–8 სმ–ის სიგრძით შეყავთ სადგის/საცეცი, რომლის მიერ თავის ღერძის მიმართ დატრიალებისას ხდება ქვირითის მარცვლების მიტაცება, და ღრუს გარეთ გამოტანა. 0xydet ან Virex ანტისეპტიკური ხსნარით ამუშავებენ.

ლაპარასკოპია მწარმოებლის სხეულის მცირე (1-2 სმ.) ჭრილში, თითის ფრთხილი შეყოფით ადგენენ და აფასებენ სასქესო ორგანოების მდგომარეობას, ასევე სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით (ლაპარასკოპი) ვიზუალურად აკვირდებიან სასქესო ორგანოებს.

ენდოსკოპია – ამ მეთოდის დროს სამედიცინო ხელსაწყოების დახმარებით ვიზუალურად შეისწავლიან სასქესო ორგანოების მდგომარეობას;

სიძვირის მიუხედავად ამჟამად ფართოდ იყენებენ ინფრა წითელ, და განსაკუთრებით ულტრა ბგერით სკანერებს. მათი მეშვეობით ზუსტად და უმტკივნეულოდ დგინდება მწარმოებლების, როგორც სქესი, ასევე სასქესო ოგანოების მომწიფების ხარისხი.

ორაგულისნაირნი

 ამ რიგის თევზებიდან, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე ჩვენთან ხელოვნურად ამრავლებებ ცისარტყელა კალმახს.

ცისარტყელა კალმახის მეურნეობებში სადედე ჯოგის ფორმირებას ქვირითის მიღებისა და ინკუბაციის პერიოდიდან იწყებენ. ქვირითს იღებენ ყველაზე მეტად დიდი ზომის მწარმოებლებიდან, რომლებსაც გააჩნიათ სახეობისთვის დამახასიათებელი ექსტერიერი და შეფერილობა; მკვეთრად გამოხატული სქესობრივი განსხვავება და კარგი ზრდისა და ნასუქობის მაჩვენებელი. იმ შემთხვევაში თუ მწარმოებლები იზრდებოდნენ ტბორებში, მაშინ მათი ასაკი მდედრებისათვის, უნდა შეადგენდეს 4-6 წელს, ხოლო მამრებისათვის 3-4 წელს. ინდუსტრიალური მეთოდით გამოზრდისას ასაკი შეიძლება იყვეს 1 წლით მცირე.

გაუნაყოფიერებელი ქვირითის მასა საჭიროა შეადგენდეს არ უცირეს 60-80 მგ-ს , გააჩნდეს ინტენსიური შეფერილობა. მწარმოებლების რეზერვ ჯგუფის შექმნას, ახორციელებენ ამწლიანების მასიური გადარჩევით. გადარჩევის მთავარ კრიტერიუმად იღებენ ზრდისა და ნასუქობის ნამატს; გარეგნულ იერსახეს.

იმ შემთხვევაში როდესაც, სადედე ჯოგს აკომპლექტებენ მოზარდებისგან, რომლებსაც არ მიუღიათ გამრავლებაში მონაწილეობა, მათ გადარჩევას ახდენენ გამრავლების სეზონის დროს, რადგანაც ამ პერიოდში მათ შესაფასებლად არა მხოლოდ გარეგნულ იერსახეზე ამახვილებენ ყურადღებას, არამედ ხდება მათი სასქესო პროდუქტების შეფასებაც. გადაჩეული მოზარდის მასა არ უნდა იყვეს 800-1000 გრ-ზე ნაკლები. აქაც ყურადღება უნდა გამახვილდეს სწრაფად მზარდ მოზარდებზე, მდედრები უნდა იძლევოდენ სასურველი ზომის ქვირითს (4,5მმ)., ამავე დროს ქვირითის რაოდენობა 1 კგ მდედრის მასაზე არ უნდა იყვეს 2000 ცალზე ნაკლები. მამრების სპემაზოიდები უნდა გამოირჩეოდნენ სწრაფი მოძრაობით; სპერმას უნდა გააჩნდეს კრემის ფერი.

ტბორებში გადაყვანისას, სადედე ჯოგში მდედრების და მამლების თანაფარდობას, იღებენ 1:3-თან – 1:4თან. მდედრების რეზერვი უნდა შეადგენდეს 50 %-ს, ხოლო მამრების-10 %-ს. ყოველ წლიურად აუცილებელია სადედე ჯოგის 25-30 %-ით განახლება. სანასუქე-გამოსაზრდელი ტბორების ფართი შეადგენს 150 – 600 მ2-ს. გვერდების თანადობით 1: 5-თან-1:10-თან. ტბორის საშუალო სიღრმე 1,2 მ., მაქსიმალური – 2მ, წყლის სიღრმე არა უმცირესი 1 მეტრისა. ჟანგბადით გამდიდრების მიზნით, წყალი ტბორებს 20-40 სმ-იანი ვარდნით მიეწოდება. ტბორებში ოპტიმალური წყლის ხარჯი შეადგენს 2ლ/წთში, 1 კგ თევზის მასაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ტბორებში ბუნებრივ საკვებთან ერთად, თევზს ეძლევა გრანულირებული საკვები, ჩასმის სიმჭიდროვეს 400-600 გრამიანი სადედე ჯოგისთვის იღებენ 5 ცალს/მ2-ზე, სარემონტო მოზარდისას 20 ცალს /მ2-ზე. წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 10-16°C-ია. ოპტიმალური ჟანგბბადის რაოდენობაა 9-11 მგ/ლ-ში. 4-5 წლიანი მწარმოებლების ნამატი სეზონზე უნდა შეადგენდეს 500 გრ-ს, უფრო ხნოვანების 400 გრ-ს.

სადედე და რეზერვის აუზებში გამოზრდის ნორმატივები იხ.ცხრილში.19 სადედე ჯოგის საკვების რაოდენობა დამოკიდებულია აუზებში არსებული წყლის ტემპერატურისაგან.

სადედე ჯგუფს საინკუბაციო საამქროში გადაყვანამდე ერთი ორი დღით ადრე საკვების მიცემას უწყვეტავენ.

მწარმოებლების აუზებში განთავსებამდე რეზერვუარებს უკეთებენ დეზინფექციას, მწარმოებლებს მეთილენის ან მარილის აბაზანებს.

კობრის სადედე ჯგუფის ფორმირება

გოჭას – კობრის სადედე და სარემონტო ჯგუფის ვარგისიანობა, ბევრადაა დამოკიდებული გაზრდისა და შენახვის პირობებზე. ამ პირობებზე სასურველი ზემოქმედებით, შესაძლებელია ვიმოქმედოთ მწარმოებლების მომწიფების ვადებზე, ნაყოფიერებაზე, ნაშიერის სიცოცხლისუნარიანობაზე და ა.შ.

ტბორებში, კობრის რეზერვი მოზარდის და მწარმოებლების შენახვა გამოზრდა უკეთესია მოვახდინოთ პოლიკულტურაში ბალახის მჭამელების რეზერვ მოზარდთან და მწარმოებლებთან ერთად.

 კალმახის სადედე ჯოგის გრანულირებული საკვების დღე/ღამური რაციონი, თევზის მასის %-ში

ტბორში საჯიშე თევზის ჩასმის სიმჭიდროვე, ც/ჰ-ზე

სადედე ჯგუფის გამოსაზრდელ ტბორების ფართია 200 – 1000 მ 2-მდე, მათი სიღრმე – 1,5 – 2,0 მეტრი, წყალცვლა 1500 ლ/წმ-ში 1 ჰ -ზე. მწარმოებლებისა და სარემონტო მოზარდის ჩასმის სიმჭიდროვე 1 -2 ცალი/მ2-ზე. სადედე ტბორებში საკმაოდ, უნდა იყვეს ბუნებრივი საკვები, ამას გარდა მოზარდს და მწარმოებლებს ეძლევათ ბალანსირებული კომბინირებული საკვები,თევზის მასის 1,5 – 2 %-ის რაოდენობით. საკვების მიწოდებას წყვეტენ სასქესო პროდუქტების მიღებამდე ერთი თვით ადრე. კობრის მწარმოების საუკეთესო ასაკად ითლება 5-დან 11 წლამდე.

გაზაფხულზე, როდესაც წყლის ტემპერატურა ტბორებში, მიუახლოვდება 12-14°C-ს, იწყებენ სადედე ჯოგიდან მდედრების და მამრების გადარჩევას. მწარმოებლებს ყურადღებით აკვირდებიან და ირჩევენ; სიმწიფისა და სქესის მიხედვით ახარისხებენ ჯგუფებად. მომწიფებულ მამრებს და მდედრებს ანთავსებენ ცალ/ცალკე ტბორებში. ჩვეულებისამებრ მომწიფებული მდედრების მუცლის არეში მანუალური ზემოქმედებისას ხდება რამოდენიმე ცალი ქვირითის გამოყრა, ხოლო მამრები გამოყოფენ სპერმას. კობრის მდედრების და მამრების სხვა განმასხვავებელი ნიშნები მოცემულია.

მწარმოებლების რეზერვუარებში განთავსებამდე უკეთებენ დეზინფექციას, როგორც რეზერვუარებს აგრეთვე მწარმოებლებს, მეთილენის ლურჯით ან მარილის აბაზანების სახით.

თბილი წყლის აუზებში, კობრის მწარმოებლების გამოზრდის ნომატივები; იხილეთ ცხრილში 17.გრანურილებული საკვების დღე/ღამური რაოდენობა, მწარმოებლების მასის %-ში.

კობრის მდედრებისა და მამრების განმასხვავებელი ნიშნები

 კობრის სადედე ჯოგის და რეზერვი მოზარდის გრანულირებული საკვების დღე/ღამური რაციონი, თევზის მასის %-ში

ბალახის მჭამელების (თეთრი ამური, სქელშუბლები) სადედე ჯოგის ფორმირება. ბევრი მონაცემით ემთხვევა კობრის სადედე ჯუფის ფორმირების პროცესს, მაგრამ განსვავდება მისგან თუნდაც იმით, რომ შეუძლებელია ბალახის მჭამელების მწარმოებლების მიღება აუზებში, მათ გამოსაზრდელად აუცილებელია ტბორები. ამავე დროს ტბორები განლაგებული უნდა იყვნენ თბილ რეგიონებში. ერთი და იმავე სახეობის, ოღონდ სხვადასხვა ასაკის თევზების გამოზრდა ერთ ტბორებში დაუშვებელია. ბალახის მჭამელების სარემონტო მოზარდის გამოზრდა შესაძლებელია კობრის საჯიშე მოზარდთან ერთად. საქართველოში, თეთრი სქელშუბლას მდედრები ზრდასრულები ხდებიან 3-4 წლის; ჭრელის – 4-5 წლის; თეთრი ამურის 4 წლის.მამრები სექსობრივ მომწიფებას 1 წლით ადრე აღწევენ. სადედე ჯოგის რეზერვის შექმნისას უნდა მოვერიდოთ პირველად მომწიფებული მდედრების და 10-12 წელს გადაცილებული მწარმოებლების გამოყენებას.

ბალახის მჭამელების, მწარმოებლება ირჩევენ იმავე ნიშნებით, როგორც კობრის მწარმოებლებს. მდედრების და მამრების განმასხვავებელი ნიშნებია: მამრებს მკერდის ფარფლებზე გააჩნიათ ქაცვები (ეკლები); დანარჩენი განმასხვავებელი ნიშნები კობრების ნიშნების მსგავსია.

ლოქოსნაირნი

ევროპული ლოქოს სადედე ჯოგის ფორმირება. ჩვენს კლიმატურ პირობებში, ევროპული ლოქო ზრდასრული 3-4 წლის ასაკში ხდება. ჯოგის ფორმირებისთვის უკეთესია ტბორებში გამოზრდილი მწარმოებლების გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ გვსურს ლოქოების სადედე ჯოგოს ფორმირება ბუნებაში დაჭერილი თევზებიდან, თადარიგი ერთი წლით ადრე უნდა დავიჭიროთ, რათა შევაგუოთ „ტყვეობაში“ი არსებობას. დაჭერის და ტრანცპორტირების მომენტში მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ მომავალი მწარმოებლების ტრავმირებას. მწარმოებლების მინიმალური ზომა 75-90 სმ-ია, მასა 4კგ. ოპტიმალურად ითვლებიან 5-10 კგ. მწარმოებლები.

მდედრების და მამრების განმასხვავებელი ნიშნები საკმაოდ რთული შესამჩნევია. მდედრების სასქესო პაპილა ოვალურია, მამრების-კონუსური. გაზაფხულზე მდედრის თავი ოვალური ხდება, მუცლის არე შებერილი. მამრები უფრო მუქი შეფერილობით გამოირჩევიან. სქესების უფრო შეუცდომლად დასადგენად იყენებენ იგივე მეთოდებს რასაც ზუთხების შემთხვევაში.

მწარმოებლების ტბორებში შენახვისას ჩასმის სიმჭიდროვეს იღებენ 40 -50 ცალს/ჰ-ზე. საკვებად შემოდგომა – გაზაფხულის პერიოდში 1 კილოგრამ ლოქოზე ამდენივე წონის საკვებ თევზს უშვებენ. ასევე შესაძლებელია, გრანულირებული საკვების მიცემა წყლის ტემპერატურისა და საკვების ხარისხის გათვალისწინებით. თევზის დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ტბორებს უკეთდებათ დეზინფექცია, ხოლო ლოქოსა და საკვებ თევზს ტბორებში გაშვებამდე მარილის ამაზანები. წყალცვლა 1,5 ლ/წმ, 1 ჰექტარზე.

თბილ წყლიან აუზებში მწარმოებლების გამოზრდისას ჩასმის. სიმჭიდროვესა და საკვების რაოდენობას იღებენ იგივეს რასაც ზუთხების შემთხვეში. მდედრების და მამრების თანაფარდობა 1:1- თან. ოპტიმალური წყლის ტემპერატურა 18-24°C.

ოთარ ობოლაძე, რევაზ ხითარიშვილი,

„თევზის მომშენებელ-ოპერატორი“