თხა საუკეთესო არჩევანია თქვენი კარმიდამოსთვის
ხშირად, როდესაც მეურნეობის განვითარებაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გვახსენდება. თუმცა, გამოცდილება აჩვენებს, რომ მცირე ფართობისა და შეზღუდული რესურსების პირობებში, თხა შეუცვლელი ცხოველია. ის მინიმალურ სივრცეს იკავებს, იქ, სადაც ძროხა ვერც კი დაეტევა, და ამავდროულად გვამარაგებს რძით, ხორცით, ნატურალური სასუქით და ნაკვეთის სარეველებისგან გაწმენდაშიც გვეხმარება.
ერთი მეწველი თხა დღეში საშუალოდ, წელიწადში, 9-10 თვის განმავლობაში ყოველდღიურად 1.5-დან 3 ლიტრამდე რძეს იძლევა. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ოჯახი მუდმივად იყოს უზრუნველყოფილი ნედლი რძით, სახლის პირობებში მომზადებული ყველით და რძის სხვა პორდუქტით.
აღსანიშნავია, რომ თხა ამ რესურსს მხოლოდ იმ საკვების ხარჯზე აწარმოებს, რაც თქვენს ნაკვეთზე ბუნებრივად იზრდება.
რატომ უნდა იყოლიოთ თხა თქვენს მეურნეობაში?
- მაგალითად, ნუბიური ჯიშის თხები წელიწადში მხოლოდ ერთი მოგებით სტაბილურად იძლევიან რძეს. მათი გამოწველაც იოლია, ხუთი წუთიც არ სჭირდება.
- თხა ჭამს იმას, რასაც სხვა ცხოვლი და ფრინვლეი არც კი გაეკარება: ეკლიან ბუჩქებს, აკაციის ფოთლებს, მაღალ სარეველასა და ნორჩ ყლორტებს.
- თხის ნაკელი (გრანულების სახით) ყველაზე მოსახერხებელია გამოსაყენებლად. მას არ აქვს მძაფრი სუნი, არ საჭიროებს ხანგრძლივ კომპოსტირებას და მისი შეტანა პირდაპირ მცენარეების ძირში ან ხეხილის ბაღში იოლას არის შესაძლებელი.
- ნუბიური და ადგილობრივი ჯიშები ხშირად ტყუპებს იგებენ (შემთხვევათა 40-60%-ში). ეს ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში თქვენ გყავთ მეწველი თხა და დამატებით ერთი ან ორი თიკანი გასაყიდად ან ხორცის მისაღებად.
- კვლევები (მაგალითად, Royal Society Open Science-ში გამოქვეყნებული) ადასტურებს, რომ თხები რეაგირებენ ადამიანის ემოციებზე და უპირატესობას ხალისიან განწყობას ანიჭებენ. ისინი არა მხოლოდ პროდუქტიული, არამედ კარგი კომპანიონიებიც არიან.
- სათანადო პირობებში თხა 12-15 წელს ცოცხლობს და მინიმუმ 10 წლის განმავლობაში სტაბილურად პროდუქტიულია.
თხას არ სჭირდება ძვირადღირებული გომური, — მისთვის საკმარისია გადახურული სადგომი, სუფთა წყალი, მინერალური მარილი და საიმედო ღობე, რომელსაც ვერ გადაახტება. დანარჩენზე ის თავად იზრუნებს.
თხის მოშენება მცირე მეურნეობისთვის ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილებაა. ეს არის ცხოველი, რომელიც მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ სარგებელს იძლევა.
თუ თქვენ გაქვთ მცირე მიწის ნაკვეთი და გსურთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება, თხა თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება.

