აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

თხილის მოვლის სქემა გასხვლიდან მოსავლის აღებამდე

საქართველოს, განსაკუთრებით კი დასავლეთ რეგიონებში მაღალხარისხიანი თხილის წარმოების პოტენციალი დიდია, თუმცა ცუდი მოსავლისა და თხილის  დაბალი ხარისხის მთავარი მიზეზი თხილის წარმოების პროცესის (ბაღის მოვლა, მცენარეთა გასხვლა, დაავადებთან და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა თუ სხვა) ცუდად წარმათვაა.

ქვემოთ გთავაზობთ ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას მეურნეობის წარმატებულად მოსავლელად, რათა უფრო უხვი და ხარისხიანი მოსავლი მოიწიოს ფერმერმა:
  1. ზამთრის პერიოდი: სხვლაფორმირება და ბაღის გაწმენდა

ბევრი ფერმერი უშვებს შეცდომას და ბუჩქს ზედმეტად ტვირთვს, რაც დაუშვებელია.

  • სხვლა: აუცილებელია ძველი, დაავადებული და შიგნით მიმართული ტოტების მოცილება. მცენარემ უნდა “ისუნთქოს”, რათა მზის შუქი ყველა ნაწილს მიწვდეს.
  • ფონი: გასხვლის შემდეგ ბაღიდან უნდა გაიტანოთ და განადგურდეს ნარჩენები, რადგან მათში მავნებლები იზამთრებენ.
  • სადრენაჟო სისტემა: ზამთარშივე უნდა მოწესრიგდეს სადრენაჟო არხები. ზედმეტი ტენი ფესვის ლპობას და სოკოვანი დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს.
  1. ადრეული გაზაფხული: გამოკვება და დაცვა
  • დაუბალანსებელი კვება: ხშირად ფერმერები მხოლოდ აზოტოვან სასუქებს იყენებენ. აუცილებელია ნიადაგის ანალიზზე დაყრდნობით კომპლექსური (NPK) სასუქების შეტანა.
  • სპილენძის პრეპარატები: კვირტების გაბერვამდე სპილენძით დამუშავება იცავს მცენარეს ბაქტერიოზისგან.
  1.  აქტიური ვეგეტაცია: მავნებლებთან ბრძოლა

აქ ვხვდებით ყველაზე დიდ პრობლემას – აზიურ ფაროსანას და თხილის ცხვირგრძელას.

  • მონიტორინგი: არ დაელოდოთ მავნებლის მასობრივ გამოჩენას. გამოიყენეთ ფერომონიანი ხაფანგები.
  • დაავადებები: ნაცარი და ნაყოფის სიდამპლე ხარისხის მტერია. წამლობა უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკურად და არა მაშინ, როცა მოსავალი უკვე დაზიანებულია.
  • ირიგაცია: მიუხედავად ნალექისა, კრიტიკულ ფაზაში (ნაყოფის შევსება) თხილს სჭირდება დამატებითი მორწყვა. წყლის დეფიციტი იწვევს ცარიელ გულს (ფუჭს).
  • ქარსაფარი ზოლი: ქარი აზიანებს ფოთლებს და იწვევს ნაყოფის ნაადრევ ჩამოცვენას.

ძირითადი შეცდომები, რომლებიც მოსავალს გვიმცირებს

შეცდომა შედეგი
არასწორი ჯიში კლიმატთან შეუსაბამობა და დაბალი გამოსავლიანობა.
ქაოტური სხვლა ბაღის დაჩრდილვა და დაავადებების ბუდე.
მხოლოდ აზოტით კვება სუსტი იმუნიტეტი და ცარიელი ნაყოფი.
დაგვიანებული წამლობა ფაროსანას მიერ დაზიანებული, მწარე გული.

   4. მოსავლის აღება და შრობა 

ხშირად საუკეთესო მოსავალი სწორედ ბოლო ეტაპზე ფუჭდება.

  • მოსავლის აღება: თხილი უნდა აიღოთ მაშინ, როცა ის ბუნებრივად ცვივდება. დაუშვებელია დაუბერტყავი თხილის ჩამოყრა.
  • შრობა: სახლის პირობებში არასწორი შრობა (მაგალითად, პირდაპირ ბეტონზე ან ტენიან გარემოში) იწვევს ობის განვითარებას. თხილი უნდა გაიშალოს თხელ ფენად, განიავებად და მშრალ ადგილას.

ყოველი ბაღი ინდივიდუალური ორგანიზმია. მაღალი ხარისხის მისაღებად საჭიროა ნიადაგის ანალიზი და პროფესიონალი აგრონომის მიერ შედგენილი ინდივიდუალური დაცვის სქემა.