ბლოგი

თხილის ოჯახური ისტორია იტალიიდან – როცა მიწა, ტრადიცია და ინოვაცია ერთიანდება

იტალიის პატარა სოფელ კრავანცანაში თხილი მხოლოდ კულტურა არ არის, ეს ოჯახის ისტორიაა, ცხოვრების წესი და მიწასთან მჭიდრო კავშირია.
რობალდოს ოჯახის მაგალითი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ტრადიციული მეურნეობა თანამედროვე, ეკოლოგიურ და ბაზარზე ორიენტირებულ საქმიანობად გადაიქცეს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში“ – ხასე იწყება რობალდოს ოჯახის ისტორია. კრავანცანა მათი სახლია და უკვე ოთხი თაობაა, ამ მიწაზე თხილი პლანტაცია უვლიან. ეს არჩევანი მხოლოდ ეკონომიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს გულიდა ამოსული გადაწყვეტილებაც იყო. ამ მიწამ რობალდოს ოჯახს  ბევრი მისცა და ოჯახიც მიწასთან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს.

თხილის გრძელ რიგებს შორის უჩვეულო, მაგრამ ძალიან ეფექტიანი და ძალიან აქტიური „დამხმარეები“ მოძრაობენ — პატარა ჯუჯა თხები. ოჯახმა ბაღის მოვლისთვის სწორედ ისინი შეარჩია. მათი თქმით, სხვა სისტემა ვერ შეედრება თხებს უსაფრთხოებით, სისუფთავითა და ეკოლოგიურობით. ამასთან, ფერმაში მუშაობა ბევრად სასიამოვნო და მშვიდი ხდება, როცა ხედავ, როგორ „საქმიანობენ“ თხები ბაღში და გულმოდგინე ასუფთვებენ პლანტაციას სარეველებისგან.

ოჯახში ტკბილეულის სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემა. როგორც ადრე დედას, დღეს ბარბარას აქვს განსაკუთრებული გატაცება ტკბილი პროდუქტების მიმართ. ორგანული თხილი კი ამისთვის იდეალური ნედლეულია.

ოჯახი იხსენებს დროს, როცა ახლადგამომცხვარი ნამცხვრის სურნელი მეზობლებს უფრო სწრაფად ატყობინებდა ახალი პროდუქტის ამბავს, ვიდრე დღეს  ვატსაპის მეშეობით  ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია.

ამ რეგიონში თხილი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ის განსაზღვრავს სამუშაო რიტმს, იზიდავს დაინტერესებულ ადამიანებს, აცოცხლებს ლანდშაფტს და ადგილობრივ ცხოვრებას განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს. თხილი აქ ურთიერთობის ერთგვარი საშუალებაცაა, ის აერთიანებს ადამიანებს და სოფელს სიცოცხლეს მატებს.

ბარბარას გამოცდილება, მარკოს ცოდნა მიწისა და მისი პროდუქტების შესახებ, ასევე ალბერტოსა და ანდრეას ენთუზიაზმი ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძველი გახდა. ოჯახმა გადაწყვიტა, აღარ შემოიფარგლოს მხოლოდ თხილის მოყვანით და მისი გადამუშავებაც დაიწყოს. ასე გაჩნდა თხილის პასტები, საკონდიტრო წასასმელები და არომატული, მოხალული თხილი, პროდუქტები, რომლებიც უკვე დამატებულ ღირებულებას ქმნის.

„ჩვენ ძალიან შეკრული ოჯახი ვართ და ვინც გვესტუმრება, ამას პირველივე წუთებში იგრძნობს, მოხარულები ვიქნებით, თუ მალე უკვე ჩვენს მეურნეობაში გიმასპინძლებთ.“ _ გვემშვიდობებიან მასპონძლები.

რობალდოს ოჯახის ისტორია განსაკუთრებით საინტერესო და შთამაგონებელია საქართველოს ფერმერებისთვისაც. თხილის კულტურა ჩვენს ქვეყანაშიც ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ბოლო წლებში აშკარად იზრდება ინტერესი არა მხოლოდ ნედლი პროდუქტის წარმოების, არამედ მისი გადამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნის მიმართ.

იტალიური გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ მცირე და საშუალო საოჯახო მეურნეობებს შეუძლიათ წარმატებით განავითარონ ბიზნესი ეკოლოგიური მიდგომებით, ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და ოჯახური თანამშრომლობით.

 მსგავსი მოდელის დანერგვა საქართველოში ხელს შეუწყობს თხილის სექტორის გაძლიერებას, ფერმერთა შემოსავლების ზრდას და სოფლის მეურნეობის უფრო მდგრად განვითარებას.

მოამზადა, ნატა მაჭარაშვილმა,

წყარო: https://www.cuordinocciola.com/