თხილის სათბურებში მოყვანა – ნიდერლანდების ახალი აგრარული მიმართულება
თხილი ერთ დროს მხოლოდ გარკვეული რეგიონების ლოკალურ პროდუქტად თუ მიიჩნოდა, დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად მზარდ კულტურად შეიძლება იქცეს.
გლობალური ბაზარზე ამ პროდუქტის მიმართ მოთხოვნა მყარად იზრდება, რასაც ჯანსაღი კვებისადმი მზარდი ინტერესი უწყობს ხელს.
თხილი ნამდვილი ბუნებრივი ენერგიის წყაროა, რადგან ის მდიდარია E ვიტამინით, სასარგებლო ცხიმებით, ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოთი.
თანამედროვე მომხმარებელი გაცნობიერებულად უდგება კვების საქმეს და უფრო მეტად მცენარეულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს ირჩევს. ამ კონტექსტში თხილი ჯანსაღი ტბილეულის და „სუპერფუდების“ კატეგორიას იდეალურად ერგება.
დღეს თხილის ბაზრის ზრდას მნიშვნელოვანწილად საკონდიტრო ინდუსტრია განაპირობებს. თხილი გამოიყენება პასტელებში, მიუსლიში, ნამცხვრებში, ფუნთუშებში, ქდებში, სხვადასხვ კანფეტებში და შოკოლადში.
აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრები სულ უფრო მეტად აფასებენ პრემიუმ კლასის საკონდიტრო პროდუქტებს, სადაც თხილი ხშირად წარმოდგენილია როგორც ხარისხის ნიშანი.
ამ სფეროში განსაკუთრებული ადგილი უკავია იტალიურ გიგანტს, Ferrero-ს, რომელიც მსოფლიოში წარმოებული თხილის დაახლოებით 25%-ს მოიხმარს.
კომპანია თხილი მხოლოდ უმსხვილესი მომხმარებელი კი არა, არამედ აქტიური კვლევისა და ინოვაციის ხელშემწყობი მოთამაშეა, რომლის სტრატეგიაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მთელ ინდუსტრიასა და თხილის მეცნიერულ შესწავლაზე.
ბოლოდროინდელი კვლევა, რომელიც ნიდერლანდების ვაგენინგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა Ferrero Hazelnut Company-ის დაკვეთით ჩაატარეს, მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თხილის ნერგებზე მძიმე ლითონების, საკვები ელემენტების დეფიციტისა და ტოქსიკურობის ზემოქმედების შესწავლას.
ექსპერიმენტი მიმდინარეობდა უნიადაგო სისტემაში, სადაც ნიადაგის ნაცვლად გამოყენებული იყო პერლიტი. ამ მიდგომამ მეცნიერებს საშუალება მისცა ზუსტად გაეკონტროლებინათ ფესვთა გარემო და შეემუშავებინათ ინდივიდუალური საკვები ხსნარები თითოეული მაკრო და მიკროელემენტისთვის.
კვლევა ჩატარდა დაცულ გრუნტზე (სათბურში), რაც მნიშვნელოვნად აჩქარებდა ნერგების ზრდას და უზრუნველყოფდა ბიოტური და აბიოტური ფაქტორების უკეთ კონტროლს. ტრადიციულ ბაღებში მსგავსი სიზუსტის მიღწევა, გარემოს ცვალებადობისა და ხანგრძლივი ვეგეტაციის ციკლების გამო, რთულია.
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე Ferrero-მ შეიმუშავა პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს თხილის კვებისა და ახალგაზრდა ნერგების მოვლის შესახებ.
ამავე დროს, კვლევამ განსაკუთრებული ინტერესი გააჩინა ნიდერლანდების სათბურების სექტორში. თხილის კონტროლირებად პირობებში მოყვანა იქცა სრულიად ახალ აგრარულ მიმართულებად, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ბაზრის გამრავალფეროვნება, არამედ ექსპორტის ახალი შესაძლებლობების შექმნაც.
ნიდერლანდების მაგალითი ცხადად აჩვენებს, რომ დაცული გარემო, ეს სათბური იქნება თუ დახურული სუბსტრატული სისტემა, არა მხოლოდ ბოსტნეულისა და ყვავილების, არამედ თხილის მსგავსი კაკლოვანი კულტურებისთვისაც შეიძლება განვითარების მომავალი გახდეს.
ინოვაციური მეთოდები, ზუსტი კვების კონტროლი და თანამედროვე კვლევების ინტეგრაცია თხილის წარმოებაში, არის ევროპული აგროტენდენცია, რომელიც უახლოეს წლებში შეიძლება სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს, მათ შორის საქართველოშიც.
მომზადდა AgroXXI.ru-ის მიხედვით

