აგროსიახლეები

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

ფერმერებმა თხილის სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღბად ბაღები თხილის კადასტრში 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2024 წლის 30 მარტამდე უნდა დაარეგისტრირონ.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მეთხილე ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ბაღი, პროგრამით გათვალისწინებული დახმარების, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად ყოველ ჰექტარზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფების  სოფლებში ჩასვლა და მოსახლეობის  ინფორმირება პერიოდულად, გაწერილი განირიგით განხორციელდება.ინფორმაცია  კონკრეტული რეგიონსა და სოფელში ჯგუფის ჩასვლის შესახებ, თარიღის მითითებით, განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, ინფორმაცია  ყოველ პარასკევს განახლდება.პროგრამაში ჩართული პირები სუბსიდიას მიიღებენ ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების გამოყენება შეიძლება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.

დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2024 წლის 31 აგვისტოა.