თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით 45,380 ფერმერმა უკვე 15.8 მლნ ლარი დახმარება მიიღო
მიმდინარე სეზონზე 45,380 მეთხილე ფერმერს 31,673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად 15.8 მლნ ლარის ღირებულების აგროქულები დაერიცხა.
სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე განაღდებულია 6.2 მლნ ლარზე მეტი.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების დარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისი ქულები ეტაპობროვად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს და ბაღები რეგისტრირებული აქვს თხილის კადასტრში.
სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ აგრობარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე: https://myliberty.ge/?id=agro
სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.