თურქეთი $200 მილიონის სუფრის ყურძნის ექსპორტს გეგმავს
როგორც სააგენტო „ანადოლუს“ – თურქეთის ეგეოსის რეგიონის ექსპორტიორთა საბჭოზე დაყრდნობით იტყობინება, 2021 წლის დასაწყისიდან თურქეთიდან ყურძნის ექსპორტი, 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 22% -ით გაიზარდა.
2020 წლის 1 იანვრიდან 14 სექტემბრის პერიოდში, ყურძნის ექსპორტმა თურქეთიდან $ 63 მილიონი შეადგინა, წელს ექსპორტი 22% -ით გაიზარდა და $77 მილიონს მიაღწია.
ეგეოსის რეგიონის „ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა საბჭოს“ ხელმძღვანელმა, ხაირეტინ უჩაკმა, აღნიშნა, რომ სუფრის ყურძნის ექსპორტმა 2020 წელს $ 158 მილიონს მიაღწია.
„დამაჯერებლად მივიწევთ წინ, ჩვენი მიზანი, 2021 წელს ექსპორტის $ 200 მილიონმდე გაზრდაა„ განაცხადა მან.
თურქეთმა სუფრის ყურძენი 2020 წელს 49 ქვეყანაში გაიტანა. ძირითადი იმპორტიორი ტრადიციულად რუსეთი იყო, ექსპორტის ღირებულებამ ამ ქვეყანაში $ 42.7 მლნ. შეადგინა.
მანამდე, Eastfruit წერდა, რომ ევროპელი სუფრის ყურძნის მწარმოებლები და ტრეიდერები იმედგაცრუებული იყვნენ, ამ პროდუქტზე დაბალი მოთხოვნილების გამო. ისინი იმედოვნებენ, რომ ყურძნის რეალიზაცია და ფასები სექტემბრის მეორე ნახევრიდან გაიზრდება.
საქართველოში ძირითადად გავრცელებული სასუფრე ყურძნის ჯიშებიდან ნაწილი აბორიგენულია, ნაწილი კი ინტროდუცირებული.
საქართველოს რეგიონების მიხედვით გამოყოფილია სასუფრე ყურძნის ძირითადი სამრეწველო ვაზის ჯიშების ასორტიმენტი, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგ ქართულ და უცხოურ ჯიშებს: ქართული საადრეო, კლარჯული, თითა, გორულა, ყარაბურნუ, ხალილი, კოლხური, სახალხო თეთრი, შასლა თეთრი, ალექსანდრული მუსკატი, წითელი ბუდეშური, თბილისური, ცხენის ძუძუ, მუსკატური რქაწითელი, კრიმსონ სიდლესი და სხვა.
Eastfruit-ის მასალებზე დაყრდნობით.