თურქულ ახალ უპილოტო საფრენ აპარატებს ტყის ხანძრების აღმოჩენა 215 კილომეტრის რადიუსში შეუძლიათ
თურქეთში ტყის ხანძრების რაოდენობის ზრდასთან ერთად ქვეყანა სტიქიასთან მასშტაბურ ბრძოლას აგრძელებს.
ტელეკომპანია TRT Haber-ის ინფორმაციით, 2025 წელს ხანძრის ქრობაში 25 ათასი ადამიანია ჩართული. სახანძრო სამუშაოებში მონაწილეობენ სამხედრო საჰაერო ძალებიც – ჩართულია 27 თვითმფრინავი, 105 ვერტმფრენი და 14 უპილოტო საფრენი აპარატი.
ახალი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც ხშირად ტყის ხანძრებთან ბრძოლის „თურქეთის თვალებს“ უწოდებენ, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ხანძრის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში. მათ შეეძლებათ 215 კილომეტრის მანძილზე თერმული კამერებით დააფიქსირონ ტემპერატურის მცირედი ცვლილებაც კი და სპეციალურ სამსახურებს მონაცემები დროულად გადასცენ.
წყარო: Caliber.Az