დარგებივეტერინარიამედია ფერმერებისთვის TV

თურქული (Aphtae epizooticae)

თურქული ორჩლიქიანი სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ვირუსული დაავადებაა. იგი მიმდინარეობს მწვავე ფორმით და ძალზე გადამდები დაავადება.
თურქულისათვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, პირის ღრუდან ნერწყვის დენა და ტუჩებზე, პირის ღრუში და ჩლიქებს შუა, ცხვირის სარკეზე და ზოგჯერ ცურზე აფტების (ეროზია, დაზიანება) გაჩენა. ცხოველი მოდუნებულია, აღენიშნება უმადობა, სისუსტე, წველადობის მკვეთრად დაცემა. თუ თურქული მძიმედ მიმდინარეობს, ხშირია სიკვდილიანობა (ძირითადათ მოზარდებში). სხვა შემთხევვაში თუ თურქული ნორმალურად მიმდინარეობს, 8-15 დღის შემდეგ სათანადო მკურნალობის შედეგად დაავადება სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.

თურქული ლკჯასდლკჯაფს

თურქულით მიყენებული ეკონომიკური ზარალი მაღალია და შედგება: პირუტყვის სიკვდილიანობის, წველადობის მკვეთრი შემცირების და მკურნალობის საკმაოდ დიდი დანახარჯებისაგან. ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფერმერმა ხელი შეუწყოს სახელმწიფო ვეტერინარული პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას.

დაავადების მკურნალობა პირველ რიგში მოიცავს ცხოველის ზოოჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას (სუფთა სადგომი და წყალი, რბილი საკვები, ნაკლები მოძრაობა) და სიმპტომატურ მკურნალობას (ეროზირებული ადგილების დამუშავებას დინდგელის 5 %-იანი ნაყენით, ჯილისეპტის 1-2 %-იანი ხსნარით დღეში ორჯერ და ფართო მოქმედების სპექტრის ანტიბიოტიკების ინექციის ჩატარებით – Oxtra, Oxtra-Long და სხვა).

თურქული პირუყტვში ძალიან სწრაფად ვრცელდება. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაავადებული პირუტყვის ჯოგიდან იზოლირება.