ტკაცუნები (Elateridae)
ტკაცუნები ყველაზე მეტად გავრცელებულია ტყის ზონაში შავი (Agriotes obscurus L.) და ზოლიანი (A. lineatus L.), ხოლო ველის, ტყე-ველის ზონებში _ განიერი ტკაცუნა (Selatosomus latus Fbr.). ევროპულ ნაწილში (საქართველოში) გავრცელებულია აგრეთვე ველის (ქართული) ტკაცუნა (A. gurgistanus Fald).
ხოჭოების ტანი წაგრძელებულია, უკან წაწვეტებული, პატარა თავით, ამობურცული წინაზურგით, რომლის უკანა ფეხები წვეტიანია, მურა ფერისაა, 10-22 სმ სიგრძის. ზურგზე გადმობრუნებული ხოჭო ხტის, ცდილობს ისევ გადაბრუნდეს, ტკაცუნის მსგავს ხმას გამოსცემს, რის გამოც ტკაცუნა შეარქვეს.
ნამდვილი მავთულა ჭიების მატლების სხეული ცილი ნდრული ფორმისაა, დაფარულია მოყვითალო ან ღია ყავისფერი მკვრივი ქიტინოვანი საფარველით, მავთულს წააგავს და ამიტომ მათ უწოდეს ნამდვილი მავთულა ჭიები. მათთვის დამახასიათებელია ბრტყელი თავი კარგად განვითარებული ყბებით, აქვს სამი წყვილი ერთნაირი სიგრძის ფეხი. მატლების სიგრძე 10-15 მმ-ია, კვერცხი _ მონაცრისფრო-თეთრი, ოვალური.
ხოჭოები და მატლები იზამთრებენ ნიადაგში. ივლის-აგვისტოში მატლები იწყებენ დაჭუპრებას 8-15 სმ-ის სიღრმეზე. ხოჭოების ნიადაგის ზედაპირზე ამოსვლა იწყება მაისივნისში. განიერი, ველის და ციმბირის ტკაცუნები თავისუფლად ცხოვრობენ, კარგად დაფრინავენ. ზოლიანი და შავი კი – პირიქით, ფარულად არსებობენ. მდედრები კვერცხს დებენ ნიადაგში 3-10 სმ-ის სიღრმეზე. თითოეულის ნაყოფიერება 100-200 ცალამდეა, განიერი ტკაცუნასი კი – 200-500-მდე.
მატლები 3-4 წელიწადს ვითარდებიან. მათთვის დამახასიათებელია ვერტიკალური მიგრაცია, რომელიც განპირობებულია ტემპერატურით და ნიადაგის ტენიანობით.
ხოჭოები იკვებებიან მარცვლოვნების ფოთლებით, მტვერით. მატლები აზიანებენ მცენარის ნიადაგის ქვეშა ნაწილებს: ფესვთა სისტემას, მიწისქვეშა ღეროს და სხვ. დიდ ზიანს აყენებენ რაფსის ნათესებს.